სილამაზე/ჯანმრთელობა

სად ცხოვრობენ ყველაზე ჭარბთმიანი მამაკაცები და რას მიანიშნებს ხშირი თმა სხეულზე?

fun time

18:29 კვი. 14 მაისი, 2023 წელი

ჭარბი თმა სხეულზე
მამაკაცებში

14
დაკოპირებულია

მამაკაცის სახესა და სხეულზე თმის სიხშირეს ყველასთვის ცნობილი ჰორმონი - ტესტოსტერონი განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია სხეულში ტესტოსტერონის დონე, მით უფრო ხშირია თმის საფარი. ასევე, ტესტოსტერონის მაღალ დონეზე მეტყველებს დიდი და გამოკვეთილი „ადამის ვაშლი“, დაბალი, ბოხი ხმა, განიერი მხრები, გამოკვეთილი ყბები და კიდევ ისიც, რომ ტესტოსტერონის მაღალი შემცველობის მქონე მამაკაცებს საჩვენებელი თითი არათითზე მოკლე აქვთ.

მამაკაცის სხეულში ტესტოსტერონის დონეზე და შესაბამისად, თმიანობის ხარისხზე, შინაგანი ფაქტორების გარდა, გეოგრაფიაც მოქმედებს.

მეცნიერებმა სხვადასხვა ეროვნების 5 000 მამაკაცს ტესტოსტერონის დონე გაუზომეს. ჰორმონის ყველაზე დაბალი დონე ამერიკაში მცხოვრებ თეთრკანიანი მამაკაცების 6% გამოუვლინდა, ხოლო აზიელებს შორის დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები მხოლოდ 3% იყო.

კვლევის შედეგებმა ასევე გამოავლინა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მონღოლოიდებს ჰორმონის იგივე დონე აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა მცხოვრებლებს. ეს კი ნიშნავს, რომ თმის საფარის სიხშირე გეოგრაფიის გარდა, სხვა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა საკვების, წყლისა და ჰაერის ხარისხი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა.

კიდევ ერთი კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე თმიანი მამაკაცები სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობენ. ხშირი თმიანობით გამოირჩევიან კავკასიელები, ბერძნები, იტალიელები, ესპანელები, ლათინური ამერიკის ხალხები, არაბები, პორტუგალიელები, ებრაელები, ავსტრალიის აბორიგენები და იაპონური აინუები.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერები, რომლებსაც თმიანი მამაკაცები ჰყავს, დიდი იმპერიების ფუძემდებლად გვევლინებიან (ბერძნები, რომაელები, არაბები, მონღოლები, ბრიტანელები, რუსები და ამერიკელები).

მოდი, ისევ აზიელებს დავუბრუნდეთ. მათი უმეტესობა სახეზე და სხეულზე ხშირი თმით ვერ დაიკვეხნის და ეს გენეტიკური მახასიათებელია.


მაგალითად, ჩინელები მონღოლოიდურ რასას მიეკუთვნებიან, რომელსაც თმიანობა არ ახასიათებს, თუმცა ჩინელების გენეტიკაში ავსტრალოიდური რასაც ჩაერია, რომელსაც პირიქით, ხშირი თმიანობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ჩინელების სახესა და სხეულზე მცირეოდენი თმა მაინც შეიმჩნევა.

აზიელებისთვის წვერი მამაკაცურობის სიმბოლოა და ჩინურ მედიცინას უკავშირდება. ჩინური ტრადიციების მიხედვით, წვერი, განსაკუთრებით თუ სქელი და გრძელია, მამაკაცურობისა და ნაღვლის ბუშტის კარგი მუშაობის მაჩვენებლად ითვლება.

ამიტომ ძველი დროის მხატვრები აზიელ მებრძოლებს ყოველთვის წვერით გამოსახავდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი