სილამაზე/ჯანმრთელობა

სამკურნალო წერტილები - თუ მათ დააწვებით, ეფექტს მაშინვე იგრძნობთ!

fun time

14:00 პარ. 26 მარტი, 2021 წელი

წერტილოვანი მკურნალობა

14
დაკოპირებულია

ხელის მტევანზე გარკვეული წერტილები რეფლექტორულად ჩვენს ორგანოებთან არის დაკავშირებული. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი წერტილის დამასაჟება რომელი ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას.

 

წერტილოვანი მკურნალობა ნემსებით მკურნალობას ჩამოჰგავს. წერტილების განლაგება თუ გეცოდინებათ, მაშინ მათი მასაჟით საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებთ! ამისთვის საჭირო წერტილს 5 წუთით უნდა დააჭიროთ და მშვიდად ისუნთქოთ.


1. ცერი (ქვედა ნაწილი)

ამ წერტილზე დაჭერით შესაძლებელია ისეთი პრობლემის გადაწყვეტა, როგორიცაა ხველა, გაძნელებული სუნთქვა. ასევე, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესება.

2. ცერი (ზედა ნაწილი)

ეს წერტილი დეპრესიას, საფრთხის შეგრძნებას მოგიხსნით და სტრესს გადაგატანინებთ. ამას გარდა, მისი წერტილოვანი მასაჟი თავის, მუცლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილს შველის.

3. საჩვენებელი თითი

თუკი თირკმლებისა და საშარდე ბუშტის დაავადება გაწუხებთ, მაშინ ამ წერტილს დააწექით. ამას გარდა, ამგვარად შესაძლებელია კუნთებში, ზურგზე, კბილის ტკივილისა და კუჭის წვის შემცირება.

4. შუა თითი

ეს წერტილი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რეგულაციაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, თუკი გაუბედაობა და გაღიზიანება გაწუხებთ, ამ წერტილზე დაჭერით ხასიათის გამოსწორებაა შესაძლებელი.
ამას გარდა, ამ წერტილის მასაჟი სისხლის ცირკულაციისა და მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ნეკრესის ქარისა და მენსტრუალური სპაზმების დროს ტკივილის შემცირებაც შეუძლია.

5. არათითი

ამ წერტილის მასაჟი ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის ფუნქციის სტიმულაციას ახდენს. კანის დაავადებების დროს მდგომარეობას აუმჯობესებს.

6. ნეკი

ამ წერტილის მასაჟი გულის, წვრილი ნაწლავის მუშაობაზე ახდენს გავლენას. ყელის ტკივილის დროს და ძვლის ქსოვილის პრობლემებისას შველის. მისი მასაჟი რეკომენდებულია შფოთვის, გაუბედაობისა და შიშის დროს.

7. ხელისგულის თხელი ნაწილი

ეს წერტილი სისხლში შაქრის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.

8. ხელის გულის ცენტრი

ამ წერტილზე დაჭერა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უწყობს ხელს და მუცლის ტკივილს ამცირებს.

9. ხელისგულის სქელი ნაწილი

ეს წერტილი გულისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმ...

მწვანე ყავა გასახდომად

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა...

პროდუქტები, რომლებიც
ზამთარში უნდა ჭამოთ

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლ...

შარაფუგა