სილამაზე/ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ჯანმრთელი და ავადმყოფი ხველება?

fun time

12:00 ხუთ. 23 სექტემბერი, 2021 წელი

როგორ განვასხვავოთ
ჯანსაღი და ავადმყოფი
ხველება?

14
დაკოპირებულია

პანდემიიდან გამომდინარე, დღეს ბევრს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ ხველით გავარკვიოთ ადამიანი ავადაა თუ ეს, უბრალოდ, სასუნთქი გზების გათავისუფლების რეფლექსია? 

 

უახლესი კვლევების თანახმად, სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანებს ჯანმრთელი ადამიანისა და ავადმყოფის ხველის გარჩევა არ შეუძლიათ.

წარმოიდგინეთ, რომ სასურსათო მაღაზიაში პროდუქტის რიგში დგახართ და ვიღაც თქვენს ზურგს უკან ხველებას იწყებს. თქვენ იბნევით, პროდუქტების შეძენაზე აღარც ფიქრობთ და მაღაზიიდან შეშინებული გადიხართ.

ალბათ, კოვიდის პანდემიის პირობებში მსგავს სიტუაციაში ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა, მაგრამ 2020 წელს ჩატარებული კვლევა მოდუნებაში დაგეხმარებათ.

„ადამიანები ინფექციებს არა მხოლოდ იმუნური სისტემის, არამედ ინსტინქტების დონეზეც ვებრძვით. ამიტომაც, თავს ვარიდებთ მას, ვისაც ავადმყოფობის უმცირეს გამოვლინებას შევატყობთ. ქცევის ასეთი პროფილაქტიკური მოდელი, რომელიც პათოგენური ინფექციებისგან თავის დაცვას ემსახურება, ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა,“ - ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ნიკ მიხალაკი.

არსებობს კვლევა, რომელთა მიხედვით სუნისა და გარეგნობის შეფასებით შეგვიძლია იმის დადგენა, ავად არის თუ არა ადამიანი, მაგრამ ხმით „დიაგნოსტირების“ შესაძლებლობა ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.

მიხალაკმა და მისმა კოლეგებმა 200-ზე მეტი ავადმყოფი და ჯანმრთელი მოხალისეს ხველების ჩანაწერები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ:

აუდიოლოგიურ კვლევებს შეუძლია, ავადმყოფი და ჯანმრთელი ადამიანის ხველას შორის განსხვავება დააფიქსიროს, მაგრამ ადამიანის ყურს იმავეს გაკეთება გაუჭირდება. სავარაუდოდ, ადამიანს ხველების არა მხოლოდ მოსმენა, არამედ დანახვაც სჭირდება, რომ ზუსტი შეფასება მისცეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი კვლევა ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარ შესაძლებლობებს ახლებურად შეხედონ და ხველების გაგონებაზე პანიკაში არ ჩაცვივდნენ.

🔰:

რა არ უნდა ვჭამოთ ვირუსის დროს

გრიპი და გაციება - რა განსხვავებაა მათ შორის

დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები