თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - ვინ როგორ იქცევა სიმთვრალეში

fun time

16:00 შაბ. 12 თებერვალი, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

14
დაკოპირებულია

ასტროლოგიურად, არსებობს კავშირი სპირტიანი სასმელების ზემოქმედებასა და კონკრეტული ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. ამ მხრივ, ძალიან საშიში ფაზაა სავსემთვარეობა, რადგან ამ პერიოდში სასმელი ორგანიზმზე განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს. ასე რომ, თუკი მაინც უნდა დალიოთ, ეცადეთ, ქვემომოყვანილი რჩევები გაითვალისწინოთ.

ვერძი

ვერძებისთვის დალევა საშიშია, რადგან სასმელი მათ ადვილად ათრობს და უაზრო საქციელისკენ უბიძგებს. ის თუ დალევს, ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს. მათი კომპანიონობით სუფრასთან ჯდომა და თრობა თუ გადაწყვიტეთ, ეცადეთ, მის ახირებებს არ აჰყვეთ და ნებისმიერ მის სიტყვას უთქმელად დაუქნიოთ თავი.

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ყველაზე ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს

კურო

ნასვამი კუროები საშიშები არიან. ბუნებით ისინი ითვლებიან, როგორც აუღელვებელი ასტროლოგიური ნიშანი, მაგრამ სიმთვრალეში პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ „მხიარული“ ბუნება გამოამჟღავნონ. არ არის გამორიცხული, სწორედ სიმთვრალეში დაინახოთ მათი ნამდვილი სახე და გაარკვიოთ, რა სურს რეალურად თქვენგან.

ტყუპები

ტყუპების უმრავლესობას დალევა დიდად არ აინტერესებს. თუ სვამენ, არც ზომიერებას ივიწყებენ და ამ დროს მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია უბრალოდ საუბრით. თუმცა, თუ დააძალებთ და ზომაზე მეტს დაალევინებთ, მაშინ იმისთვისაც მზად იყავით, რომ მისი ხუშტურები და გამოხტომები აიტანოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ალკოჰოლიანი სასმელი, თუნდაც ლუდი, მავნებელია. მათ ნაზი კუჭი და არამდგრადი ფსიქიკა აქვთ. დალევის შემდეგ, ახსენდებათ ყველაფერი ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა. ენთებათ შურისძიების ნათურა და ყველაფერს თამამად მოგახლიან, რაც კი ოდესმე თქვენგან წყენიათ.

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში ერთი კირჩხიბი მაინც!

ლომი

ლომებმა მკაცრად უნდა დაიცვან ზომიერება ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ალკოჰოლი ზედმეტად ტვირთავს მათ გულს და მეორე, მთვრალი ლომი ირგვლივ მყოფთა თვალში ავტორიტეტს კარგავს. თუ დალევთ, ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ და თანამესუფრეთა სიგიჟეებს არ აჰყვეთ.

რატომ არის ლომი ზოდიაქოს საუკეთესო ნიშანი

ქალწული

ქალწულებისთვის ალკოჰოლი ნამდვილი საწამლავია. მათი უმრავლესობა ამას ხვდება და თავს არიდებს სასმელს. ხოლო ვინც სვამს, ალკოჰოლის ზემოქმედებით ღვიძლი ელვისებური სისწრაფით იწყებს მუშაობას და მათ ისეთი „პახმელია“ აქვთ, მტრისას. მიუხედავად ამისა, ვერ ეუბნებიან უარს მას, ვინც მათ დასალევად ეპატიჟება და მეორე დღეს ამას ძალიან ნანობენ.

სასწორი

სასწორი, როგორც წესი, სვამს თანამეინახეებისთვის და იმისთვის, რომ სხვას მისცეს მაგალითი. ამ დროს ისინი ხშირად აჭარბებენ. ამიტომ არცთუ ბევრი სჭირდებათ, რომ დისკომფორტს თავი აარიდონ.

მორიელი

მორიელისთვის სიმთვრალე ძალიან საშიშია. ჩვეულებრივ, თავშეკავებული, კარგავს კონტროლს ემოციებზე და შეუძლია, იმდენი ბოროტება გაუკეთოს საკუთარ თავს, რომ სულ დაინგრიოს ცხოვრება. მთვრალი მორიელი მარცხიანია და შეიძლება, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, სადაც დაშავების დიდი ალბათობაა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სიამოვნებით სვამს, მაგრამ ამას შემდეგ სავალალო შედეგები მოაქვს. მათი ღვიძლი ძნელად იტანს ალკოჰოლს, რაც ხშირად ცხიმოვანი გადაგვარებისა და ჰეპატიტის მიზეზი ხდება. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ ალკოჰოლიან სასმელებს, მცირე დოზებითაც კი.

მშვილდოსანი - 10 გამორჩეული თვისება, რომლითაც ის თავს შეგაყვარებთ!

თხის რქა

თხის რქებისთვის სპირტიანი სასმელის დალევას სასურველი მოდუნება არ მოაქვს, მათი პრობლემები უცვლელი რჩება. დალევა იმ მიზნით, რომ პრობლემას დაივიწყებენ, უშედეგოა. მეგობრების წრეში კი სასმელის მცირე დოზებით სმა კარგ განწყობაზე აყენებთ.

მერწყული

თუ მერწყულები სასმელს მიეჩვევიან, საბოლოოდ ანადგურებენ თავიანთ ისედაც სუსტ ნერვულ სისტემას. ხდებიან ნევროზულები, ხშირად ემართებათ ნერვული კრუნჩხვა და ასთმაც კი. თუმცა, ცდილობენ, დალევას არ შეეჩვიონ, რადგან იციან, რომ გადაჩვევა ძალიან გაუჭირდებათ.

თევზები

თევზებისთვის სპირტიანი სასმელი, უბრალოდ, აკრძალულია. ისინი სწრაფად ეჩვევიან მას და სულ მალე ხდებიან მასზე დამოკიდებულნი. ამას გარდა, რთულად იტანენ ბახუსს. საკმარისია სულ ცოტა ალკოჰოლის მიღება და მათ ტვინში იმწამსვე ამოტივტივდება ის ნეგატიური მოვლენები და ფაქტები, რაც მათ განვლილ ცხოვრებაში იყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024