ურთიერთობა

7 ნიშანი, რომელიც ძუნწ ადამიანებს ამხელს

fun time

17:18 ორშ. 22 იანვარი

7 ნიშანი, რომელიც ძუნწ
ადამიანს ამხელს

14
დაკოპირებულია

„სიძუნწე ერთ–ერთი უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკიდურესად უბედურია“ - წერდა ფრანც კაფკა 1919 წელს მამისთვის გაგზავნილ წერილში. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ არსებობს 7 ნიშანი, რომელიც ხარბ და ძუნწ ადამიანს ახასიათებს:  

სიძუნწის ნიშანი №1

თუ პაემანზე მამაკაცი ყვავილების დიდი თაიგულით მოვიდა და რესტორანში სადილის ანგარიში გადაიხადა, კიდევ არ ნიშნავს, რომ ის გულუხვი ადამიანია. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება მალე საყვედურებით აგავსოთ, რომ ცოტა ყურადღებას აქცევთ; გამუდმებით იწუწუნოს, რომ მისთვის დრო არასდროს გაქვთ და რაღაცებს უმალავთ. მას კი ყველაფრის ცოდნა უნდა! თუ თქვენი რჩეული ასეთი ადამიანია, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ძუნწია.

სიძუნწის ნიშანი №2

მაღაზიაში შესვლისას მზადაა, ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ეს ხომ სიძუნწე კი არა, მფლანგველობაა? ცდებით! მფლანგველობა სიხარბის/სიძუნწის მეორე მხარეა. ადამიანი ცდილობს შოპინგის, მოგზაურობის, რესტორანში სიარულის საშუალებით რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია „შეიძინოს“. ზოგჯერ ქალი გრძნობს, რომ ქმარს არ უყვარს და სულიერი ტკივილის ჩახშობას მაღაზიაში ფულის ფლანგვით და თავაწყვეტილი შოპინგით ცდილობს, რაც ასევე სიძუნწის გამოვლინებაა.

სიძუნწის ნიშანი №3

ძუნწი ადამიანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მშობლებს მისთვის მეტის მიცემა შეეძლოთ, მაგრამ არ მისცეს. ის მუდმივად ჩივის, რომ ახლობელი ადამიანებისგან ყურადღება აკლია. მისთვის ყოველთვის, ყველაფერი ცოტაა. ის საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. ფიქრობს, რომ სხვები მასზე კარგად არიან და მათი შურს.

სიძუნწის ნიშანი №4

ზოგჯერ ადამიანისთვის დაგროვება სამყაროსთან ნივთების დახმარებით ურთიერთობის საშუალება ხდება. ნივთები არ ღალატობენ, არ გტოვებენ და არ იტყუებიან.
ვიღაც უმაღლესი განათლების დიპლომებს აგროვებს, ვიღაც ბინებს, ვიღაც კი გატეხილ გულებს და სასიყვარულ სურვილითაც კი საჭიროებით გამოვლინდეს. ასეთი ადამიანი მუდმივად ამტკიცებს, რომ სხვებზე ჭკვიანია.

სიძუნწის ნიშანი №5

მაღაზიაში იმაზე მეტი პროდუქტის შეძენა სურს, ვიდრე სჭირდება და იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მისი კუჭი მოინელებს.

სიძუნწის ნიშანი №6

ცდილობს, სხვისი ნივთებით ისარგებლოს, საკუთარს კი გაუფრთხილდეს. სტუმრად ბევრს ჭამს და სიამოვნებით იყენებს მეზობლის ნივთებს.

სიძუნწის ნიშანი №7

ინფორმაციული ბულიმია - ახალი ამბების ან ფსიქოლოგების ლექციების მოსმენის აკვიატებული სურვილი, რისი შედეგიც, ერუდიციის ნაცვლად, აუთვისებელი ინფორმაციით გამოწვეული გულისრევის შეგრძნებაა.

დასკვნა

ამ ინფორმაციის შემდეგ, სავარაუდოდ, დაასკვნით, რომ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ხარბი და ძუნწია და ეს მართლაც ასეა.

ესეც დაგაინტერესებთ:

5 ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშანი

ჰოლივუდის ყველაზე ძუნწი ვარსკვლავები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II