საკნატუნო ამბები

ჰოლივუდის ყველაზე ძუნწი ვარსკვლავები

fun time

14:00 ოთხ. 23 თებერვალი, 2022 წელი

ჰოლივუდის ყველაზე ძუნწი
ვარსკვლავები

14
დაკოპირებულია

დიდ პოპულარობას თითქმის ყოველთვის დიდი ფული ახლავს, მაგრამ ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. ნახეთ ჰოლივუდის ყველაზე ძუნწი ვარსკვლავები, რომლებიც ყოველ პენსს ითვლიან.

ტომ კრუზი

მის სიძუნწეზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. კოლეგები ხშირად იხსენებენ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარული ფილმის „უკანასკნელი სამურაის“ გადაღების შემდეგ მოხდა.

ამ პროექტში მონაწილეობისთვის ტომ კრუზმა ათობით მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ ჩათვალა, რომ მეტს იმსახურებდა, ამიტომ კინოსტუდიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 200 000 დოლარი მოითხოვა. მსახიობის თქმით, ფილმზე მუშაობის დროს წონაში მოიმატა და გარდერობის განახლება მოუწია. კინოსტუდია ვალში არ დარჩენილა და კრუზს უზარმაზარი ჰონონარი შეახსენა, რომლითაც გარდერობის განახლებას ნახევარი ამერიკა შეძლებდა.

რა თქმა უნდა, მსახიობმა ფული ვერ მიიღო, ეს შემთხვევა კი მისი უმაგალითო სიუნწის მაგალითად იქცა.

ლინდსი ლოჰანი

ეს მსახიობი როლების შთამბეჭდავი ჩანაწერით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მილიონების გამომუშავება მაინც მოახერხა. მსახიობობის გარდა, ლინდსი ლოჰანი ღამის კლუბების ქსელის მფლობელია, ასე რომ, უფულობას ნამდვილად არ უჩივის...

და მაინც, ის ცნობილი წუწურაქია. ლინდსი ხშირად რესტორნიდან ან სილამაზის სალონიდან ისე გამოდის, რომ მომსახურების ფულს არ იხდის. სხვათა შორის, ამის გამო ბევრმა დაწესებულებამ მსახიობი შავ სიაში შეიყვანა.

დუეინ ჯონსონი

ის ყოფილი მოჭიდავე, ახლა კი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი მსახიობია. დუეინი იმითაა ცნობილი, რომ მომსახურე პერსონალს „ჩაის ფულს“ არასოდეს აძლევს და გამუდმებით უფულობაზე წუწუნებს.

ბრიუს უილისი

უილისი ოდესღაც მეგავარსკვლავი იყო, მაგრამ ახლა ძირითადად მეორეხარისხოვან ფილმებში ჩნდება. ფულის გამო ბრიუსი მზადაა, მდარე ხარისხი ფილმებშიც კი ითამაშოს.

მისი სიხარბის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სკანდალი The Expendables 3-ის გადასაღებ მოედანზე. უფრო სწორად, ყველაფერი გადაღების დაწყებამდე მოხდა. კინოსტუდიამ მსახიობს 4-დღიან გადაღებებში 3 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ „კერკეტმა კაკალმა“ თითო დღეზე თითო მილიონი მოითხოვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილმში, უილისის გარდა, ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობდა, ასეთი მოთხოვნა ზღვარგადასული აღმოჩნდა.

როცა სტალონემ უილსის მოთხოვნების შესახებ გაიგო, გაცოფდა. მან ბრიუსს "ზარმაცი და ხარბი" უწოდა და უთხრა, რომ მის კარიერას სწორედ სიხარბე დაანგრევდა.

კეტრინ ჰაიგლი

ამბობენ, რომ მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც მსახიობი ეკრანებზე იშვიათად ჩანს. 90-იან წლებში და შემდგომაც კეტრინი რომანტიკულ კომედიებში ხშირად მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა.
ამბობენ, რომ მსახიობს დიდება „თავში აუვარდა“ და უზარმაზარი ჰონორარების მოთხოვნა დაიწყო.

ერთ მშვენიერ დღეს კეტრინს „უმაღლეს ლიგაში“ დაბრუნების შანსი გაუჩნდა, მაგრამ სიხარბის გამო, ხელიდან გაუშვა. მსახიობს ფილმში "წმინდა ვალენტინის დღე" მონაწილეობა შესთავზეს, სადაც, მის გარდა, უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობდა. კეტრინმა ფილმში მონაწილეობისთვის 3 მილიონი დოლარი მოითხოვა, რაც კინოსტუდიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

შონ კონერი

ბონდის მე-7 ფილმის („მხოლოდ ორჯერ ცხოვრობ“) გამოსვლის შემდეგ შონ კონერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ პერსონაჟმა დაღალა, სინამდვილეში კი - მეტი ფული სურდა. კინოსტუდია მიხვდა, რომ ჰონორარის გაზრდის გარეშე კონერი მორიგ ფილმზე არ დათანხმდებოდა. მსახიობმა კინოსტუდია მიახვედრა, რომ მილიონზე ნაკლებად აგენტის როლს აღარ შეასრულებდა.

რა თქმა უნდა, იმ 50 მილიონთან შედარებით, რაც ჯეიმს ბონდის როლისთვის დენიელ კრეიგმა მიიღო, ეს არაფერია, მაგრამ 1968 წელს მილიონი დოლარი შთამბეჭდავი თანხა იყო. კინოსტუდიას დიდხანს არ უფიქრია და შონ კონერის ჯორჯ ლეზენბის სახით შემცვლელი მოუძებნა.

ტეილორ ლოტნერი

„ბინდის“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ახალგაზრდებში პოპულარული ფრენჩაიზის ფილმებში მონაწილეობით, თავისი ქონება 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა. როგორც ხშირად ხდება, ამის შემდეგ მსახიობს მოეჩვენა, რომ მეტს იმსახურებდა და ჰონორარს ნული დაუმატა.

ამის შემდეგ წინადადებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და დღეს „ბინდის“ ვარსკვლავი ეკრანზე იშვიათად ჩნდება.

***

ასევე, საინტერესოა:

დიდებული მსახიობი ქალები, რომლებსაც „ოსკარი“ არ მიუღიათ

რატომ არ უყვარდათ სამშობლოში ბარბარა ბრილსკა? - პოლონელი მსახიობის ბედის ირონია

ჩვილი ფილმიდან „ბავშვი სასეირნოდ მიდის“ - სად არის მთავარი გმირი დღეს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყანა, სადაც პეპსი-კოლა 30 წელზე...

პეპსი-კოლას და
ფილიპინელების ამბავი

10 საინტერესო ფაქტი მეორადი ტანსაცმ...

მეორადი ტანსაცმლის
მაღაზია სტოკჰოლმში

რატომ იკრძალება დუბაიში 18:00 საათი...

დუბაის პლაჟები

მოჩვენებათა ქალაქი, რომლის ნახვა აკ...

ქალაქი მოჩვენება

„იაპონური კონდიციონერი“ - ეს ძველი...

სიცხე

მომავლის ციხე დამნაშავეს აიძულებს მ...

მომავლის ციხე

როგორ ვებრძოლოთ ფეხის ოფლიანობას და...

ფეხი

კარადა, აბაზანა თუ მაცივარი - სად დ...

კოსმეტიკა

7 ცნობილი ადამიანი, რომელმაც სმარტფ...

ცნობილი ადამიანები