ურთიერთობა

ადრიანო ჩელენტანო 85 წლის გახდა - რას ნანობს იტალიელი ვარსკვლავი?

fun time

19:13 ორშ. 9 იანვარი, 2023 წელი

ადრიანო ჩელენტანო 85

14
დაკოპირებულია

ადამიანი, რომელმაც კინოში და ესტრადაზე მთელი ეპოქა შექმნა 6 იანვარს 85 წლის გახდა. დღეს მს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც იმ დროს ოცნებობდა, როდესაც გადაღებების, გასტროლების, კონცერტებისა და ჩანაწერების გამო თავისუფალი წუთი არ ჰქონდა. თავის იშვიათ ინტერვიუებში ადრიანო ჩელენტანოს აღარ ერიდება იმის აღიარება, რისი ეშინია და ყველზე მეტად რას ნანობს.

 

ყველაზე დიდი სინანული

1938 წლის 6 იანვარს, როდესაც ადრიანო ქვეყანას მოევლინა, დედამისი უკვე 44 წლის იყო, ამიტომ ქaლმა შვილი ნაადრევად გამოიგლოვა - რატომღაც ჯუდიტა ჩელენტანო დარწმუნებული იყო, რომ მოხუც მშობლებს ჯანმრთელი შვილის გაჩენა არ შეეძლოთ და ბიჭუნა დიდხანს ვერ იცოცხლებდა.

მალე ადრიანომ ყველა დაარწმუნა, რომ სიცოცხლესთან დამშვიდობებას სულაც არ აპირებდა. ის მხიარული და ხალისიანი ბიჭი იყო და შესანიშნავი მადით გამოირჩეოდა.

ჯუდიტა ჩელენტანო იხსენებდა, რომ ადრიანო ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო და მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა.

ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მეხუთე კლასელი ადრიანო იძულებული გახდა, რომ სკოლა მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო.

ადრიანო ხან სანტექნიკოსად, ხან ელექტრიკოსად და ხან დანების მლესავად მუშაობდა. შემდეგ მესაათე გახდა. საათების სახელოსნოში მუშაობის დროს ადრიანო ხშირად აკეთებდა თანამშრომლების პაროდიას, ხანდახან კი მთელ სპეკტაკლებს დგამდა. წლების მატებასთან ერთად, მომავალი მსახიობი და მომღერალი ხვდებოდა, რომ მესაათეობაზე უფრო მეტი რაღაც სჭირდებოდა.

ცნობილი კომიკოსის ჯერი ლუისის პაროდიულ შოუში გამარჯვების შემდეგ ადრიანო მუსიკით დაინტერესდა და ალბომების ჩაწერა დაიწყო. ნიჭიერ ახალგაზრდას დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ ჯერ იტალიაში და შემდეგ მის ფარგლებს გარეთ ცნობილი გამხდარიყო, მაგრამ ყოველთვის ნანობდა, რომ მესაათეობის მიტოვება მოუწია. მომღერალი დარწმუნებულია, რომ სახელოსნოში დარჩენის შემთხვევაში დღეს ევროპაში ყველაზე პოპულარული სახელოსნოების ქსელი ექნებოდა.

2005 წელს ჩელენტანომ მართლაც გახსნა საათების პატარა სახელოსნო და საკუთარი ხელით საათების შეკეთება დაიწყო. მომღერალს ყველაზე მეტად ის მომენტი მოსწონს, როდესაც საათს უკანა საფარს ხსნის და სრულიად სხვა სამყაროში იძირება. ის დღემდე ხშირად ნანობს, რომ მესაათე არ გახდა.

ყველაზე დიდი შიში

მრავალი წლის წინ, ადრიანო ჩელენტანომ აღიარა, რომ თვითმფრინავით ფრენის ძალიან ეშინია, მაგრამ გასტროლების გამო იძულებული გახდა, დაეძლია საკუთარი შიში. ახლა, როცა ლეგენდარული შემსრულებელი პენსიაზეა და თვითმფრინავით ფრენა აღარ სჭირდება, განსხვავებული შიშები გაუჩნდა.

იმის მიუხედავად, რომ ჩელენტნოს დღესაც თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია ჰყავს, ადრიანო გრძნობს, რომ სიბერე ერევა და სიკვდილის ეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად იმის გაგება აშინებს, რომ ქალებისთვის მიმზიდველი აღარ არის და ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ამის გარეშე კაცის ცხოვრება.

მცირე სიხარულები და დიდი ბედნიერება

ადრიანო ჩელენტანო დიდი ხანია პენსიაზე გავიდა. ის აღარ მონაწილეობს ფილმებში და რამდენიმე წელია ახალი ალბომი აღარ ჩაუწერია. სამაგიეროდ, ოთხი წლის წინ გამოუშვა ანიმაციური მინი-სერიალი Adrian - La serie eveno, რომელიც გვიამბობს მესაათეზე, რომელიც მაფიას დაუპირისპირდა. როგორც მიხვდით, ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი გარეგნულად ადრიანო ჩელენტანოს წააგავს.

დღეს მსახიობი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ სახლში, მეუღლესთან კლაუდია მორისთან ერთად ატარებს. კლაუდია 79 წლისაა. წყვილი თითქმის 60 წელია, ერთადაა.

ჩელენტანო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იტალიის ხელისუფლებას აკრიტიკებს, სხვადასხვა საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამს და ყოველგვარ უსამართლობას ეწინააღმდეგება, თუმცა ძირითადად, სიმშვიდით და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით ტკბება. ზოგჯერ მათ თავისი გამომცხვარი ფუნთუშებითაც კი ანებივრებს.

ჩელენტანოს დღემდე უყვარს მოგზაურობა, თუმცა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც არ იცნობენ. ხანდახან ის წერს სტატიებს გაზეთებისთვის ან უბრალოდ გიტარაზე უკრავს. კლაუდია ქმარს ყოველთვის და ყველაფერში მხარს უჭერს. ისინი დღემდე ხელჩაკიდებულები დადიან და ერთმანეთი უყვართ. ადრიანო ჩელენტანო ნამდვილად ბედნიერია, რადგან საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!