ურთიერთობა

გოგონამ 20 წლის წინათ დაღუპული მამისგან წერილი მიიღო

სალომე ჩაჩიბაია

14:00 პარ. 19 თებერვალი, 2021 წელი

წერილი წარსულიდან

14
დაკოპირებულია

მეორე მსოფლიო ომის გმირის მიერ 1943 წელს ოჯახისთვის გაგზავნილი საფოსტო ბარათი მისამართზე 78 წლის დაგვიანებით მივიდა. მაშინ 18 წლის ბილ კალდუელი გემზე გამნაღმველად მსახურობდა. 

 

ბიძის, ფრედის სახელზე გაგზავნილი წერილით მას თავისი ოჯახისთვის სამუშაოს პირველ კვირის შთაბეჭდილებების გაზირება სურდა. 77 წლისა და შვიდი თვის შემდეგ, ეს წერილი საბოლოოდ ოჯახს გადასცეს, თუმცა ახლა არც ფრედი და არც ბილი ცოცხლები არ არიან. წერილი მათმა ნათესავმა ჯეკ ელომ მიიღო და ბილის შვილს მისცა.

ბილის 6 შვილი მამის წერილმა სენტიმენტებით აავსო. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მათ წერილი ბილის შვილიშვილის გარდაცვალების დღეს მიიღეს, რამაც ოჯახი კიდევ უფრო ააფორიაქა. 17 წლის გოგონა 2016 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა

წერილი წარსულიდან ასეთია:

ძვირფასო ბიძია ფრედ, აი, ბოლოს და ბოლოს, აქ ვარ.

არ მგონია შენ მოგეწონოს, მე კი ძალიან მომწონს. როგორც კი შანსი მომეცემა, წერილს ყველას მივწერ.

წინ 19 კვირა მაქვს. გადაეცი ჩემი სიყვარული ყველას.

სიყვარულით,

ბილი“


საფოსტო კომპანიისთვის გაურკვეველია, რატომ დაიგვიანა წერილმა ათწლეულები. მათი ვარაუდით, წერილი ვიღაცამ იპოვა და თავისთან შეინახა.

ბილის ქალიშვილისთვის, 58 წლის ელიზაბეტისთვის, ეს ამბავი რთული დასაჯერებელია:

„ეს წარმოუდგენელი ამბავია და ძნელი დასაჯერებელია. მამაჩემი 20 წლის წინათ, 1996 წელს გარდაიცვალა. მას უყვარდა ისტორიების მოყოლა, მაგრამ არ წერდა. დედაჩემი წერილებსა და ღია ბარათებს ხშირად წერდა, მაგრამ მამა არასდროს. მისი ხელნაწერის ნახვამ ძალიან ამაღელვა.

საზღვაო ძალებში სამსახურისთვის ბილმა ოთხი მედალი მიიღო. როდესაც 1946 წელს საზღვაო ფლოტი დატოვა, ინგლისში დაბრუნდა, სადაც მამამისის ფირმაში დაიწყო მუშაობა.

„ის მოგზაურობდა წყნარ ოკეანეში. ჩვენ ვიცით, რომ იგი ნაგასაკაში იყო დაბომბვიდან ხუთი დღის შემდეგ. მან ჩვენზე და ჩვენს შვილებზე დიდი გავლენა იქონია.“



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!