ურთიერთობა

ქმრის ხელფასი ცოლისაზე ნაკლებია - ეს როდის არის პრობლემა?

funtime

14:00 შაბ. 20 მარტი

როდის ხდება ცოლის დიდი
ხელფასი პრობლემა
14
დაკოპირებულია

ოჯახში ფულის თემა ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, როგორ განკარგავს წყვილი ოჯახურ ბიუჯეტს და რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს? - ასეთ თემებზე შეყვარებულობის ეტაპზე არავინ ფიქრობს, თუმცა მოგვიანებით, მის მნიშვნელობას ყველა აცნობიერებს. ვითარება, როდესაც ოჯახს ფინანსურად მხოლოდ მამაკაცი უზრუნველყოფს, დიდი ხანია, აქტუალური აღარ არის. თანამედროვე სამყაროში ორივე მეუღლე მუშაობს, მაგრამ რა ხდება, როცა ქმრის ხელფასი ცოლისაზე ნაკლებია, როგორ უნდა ავაშენოთ ურთიერთობები ისე, რომ დისკომფორტი არავის შეექმნას?

რაში მდგომარეობს პრობლემა?

თუ ქალს ქმარზე მეტი შემოსავალი აქვს, ამაში არაფერია განსაკუთრებული და მით უფრო - დასაძრახი. პრობლემებს მხოლოდ პატრიარქალური დოგმები ქმნის. თუ მეუღლეები ასეთი დოგმებით ცხოვრობენ, გამორიცხული არ არის პრეტენზიები და ურთიერთბრალდებები.

ცოლი გამუდმებით საყვედურობს ქმარს, რომ ის ოჯახს არ უზრუნველყოფს, როგორც ამას ნამდვილი მამაკაცი უნდა აკეთებდეს. ქმარს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება და მისი თვითშეფასება ეცემა.

თუ პრობლემა ფსიქოლოგიურ დონეზე არ მოგვარდა, ასეთი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - რომელიმე მეუღლე უბრალოდ ვერ გაუძლებს, მაგრამ ერთად დარჩენის შემთხვევაშიც კი ურთიერთბრალდებები ბედნიერი ცხოვრების შანსებს გაანადგურებს.

როგორ მოქმედებს ფინანსური უთანასწორობა ურთიერთობაზე?

თუ პარტნიორებს პრობლემებზე საუბარი შეუძლიათ, პრობლემები ნაკლები იქნება, მაგრამ იმ წყვილებში, სადაც ცოლ-ქმარი წყენას გულში ინახავს, ადრე თუ გვიან, დაპირისპირება მოხდება.

ხშირად, წარმატებული ქალი მეუღლესთან მიმართებაში თავისი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. მამაკაცი შეურაცხყოფით პასუხობს, დეპრესიაში ვარდება ან შურისძიებას ოჯახური ბიუჯეტის ფლანგვით ცდილობს.

რა თქმა უნდა, დამოკიდებულება - ვინც მეტს შოულობს, უფროსიც ისაა - წყვილის ურთიერთობებს აზარალებს.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება?

ეცადეთ, გაიაზროთ, რა გაწუხებთ თქვენ და თქვენს მეუღლეს ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად? რა გამოსავალს ხედავს ამ სიტუაციაში თითოეული თქვენგანი?

თუ ქმარი ხვდება, რომ მისი შემოსავალი არასაკმარისია, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა სამსახურის პოვნა უნდა სცადოს.

თავის მხრივ, ცოლმა, გაკიცხვის ნაცვლად, ყურადღება მის საუკეთესო თვისებებს და იმ სარგებელს უნდა მიაქციოს, რომელიც ოჯახისთვის მოაქვს. შესაძლოა, მამაკაცის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდი არ არის და მას საყვარელი ადამიანისგან დახმარება სჭირდება.

თუმცა იმისთვის, რომ მამაკაცმა თავი უკეთ იგრძნოს, ქალმა კარიერაზე და საკუთარ ინტერესებზე უარი არ უნდა თქვას.

ოჯახის ბიუჯეტი საერთოა

ოჯახის ბიუჯეტი საერთოა. უფრო დიდი ხელფასი ბიუჯეტის ერთპიროვნულად განკარგვის უფლებას არ იძლევა. ეს აუცილებლად გამოიწვევს მეორე ნახევრის პროტესტს და ფინანსური საქმეებისგან ჩამოცილებას. სრულ განადგურებას.

ამიტომ, თვალყური ადევნეთ, რომ მეუღლე ჩართული იყოს ოჯახის ეკონომიკაში. ერთად იმსჯელეთ ზოგადი და მსხვილი შესყიდვების შესახებ, დაგეგმეთ შვებულება ერთად, აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

როდის არ უნდა ინერვიულოთ?

სიტუაცია, როდესაც ქმრის ხელფასი ცოლისაზე ნაკლებია, ყოველთვის არ ქმნის პრობლემებს. თუ კაცი საკუთარ თავში დარწმუნებულია, მას მეუღლის წარმატება გულწრფელად გაახარებს.

თუ თქვენს ოჯახში ყველაფერი წესრიგშია და მხოლოდ საზოგადოების სტერეოტიპებთან შეუსაბამობა გაწუხებთ, მოდუნდით და ცხოვრებით ისიამოვნეთ.

ერთადერთი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ერთმანეთი გიყვართ და ბედნიერები ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, ნებისმიერი გაუგებრობის გასაღები გულწრფელი დიალოგი და პატივისცემაა.

ესეც საინტერესოა 🔰:

რას ნიშნავს ქალური სიბრძნე?

როგორია ცუდი ცოლი და კარგ ცოლი?

ვინ არ გამოგადგებათ პარტნიორად?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარდათ სამშობლოში ბარბარ...

ბარბარა ბრილსკა

ვინ იყო „მეხუთე ბიტლსი“, რომელიც ტრ...

მეხუთე ბითლსი - სტიუარტ
სატკლიფი

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ...

ჰიტლერი და ევა ბრაუნი

ნიკოლა ტესლა და მტრედი - სიყვარულის...

ნიკოლა ტესლა

თამარ თუმანიშვილი და გრიგორი პეკი -...

თამარ თუმანიშვილი

„იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინ...

ივანე კრამსკოის „ქრისტე
უდაბნოში“

ოჯახური წყვილები, რომლებიც ქართულ ხ...

პოჯახური წყვილები ქართულ
თეატრში

„ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით,...

ილიას და ოლღას სიყვარულის
ისტორია

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დ...

ქალური ინტუიცია