ურთიერთობა

მილენ დემონჟო - „სამი მუშკეტერის“ ყველაზე ლამაზი მილედი გარდაიცვალა

fun time

18:22 პარ. 2 დეკემბერი, 2022 წელი

მილენ დემონჟო

14
დაკოპირებულია

2022 წლის 1 დეკემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი მილენ დემონჟო, რომელიც მსოფლიოს „სამ მუშკეტერში“ და „ფანტომასში“ შესრულებული როლებით დაამახსოვრდა.  

სიცოცხლის ბოლო წლები მსახიობმა გერმანიაში, ქალაქ მაიენში გაატარა. მას კინოში, ფაქტობრივად, სიკვდილამდე იღებდნენ.

მილენი ფსევდონიმია, მსახიობის ნამდვილი სახელი მარი-ელენია.

მომავალი მსახიობი 1935 წლის 29 სექტემბერს, ნიცაში დაიბადა. მარი-ელენის დედა ხარკოველი კლაუდია ტრუბნიკოვა სამოქალაქო ომის დროს რუსეთიდან საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

ოთხი წლის ასაკიდან გოგონას თვალის სიელმე აწუხებდა და ამის გამო თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა. მოგვიანებით სრულიად ნორჩმა გოგონამ მსახიობი ჟერარ ფილიპი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მარი-ელენის მსახიობობაზე ოცნება, მაგრამ ოცნების ასრულებაში ხელს სიელმე უშლიდა.

15 წლის ასაკში გოგონას თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

იმავე წელს მარი-ელენმა მსოფლიოში ცნობილ დიზაინერთან - პიერ კარდენთან მოდელად მუშაობა დაიწყო. ქერათმიანი ლამაზმანის დებიუტი ეკრანებზე 1953 წელს შედგა.

1961 წელს დემონჟომა ბერნარ ბორდერის სამ მუშკეტერში მილედის როლი მიიღო, შემდეგ კი ფანტომასის ტრილოგიაში (1964, 195, 1967) ჟურნალისტ ფანდორის (ჟან მარე) შეყვარებულის, უშიშარი ფოტოგრაფი ელენი ითამაშა.

მარი-ელენს უმუშავია ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჟან მარე, მარინა ვლადი, ალენ დელონი, ივ მონტანი, ლუი დე ფიუნესი და ა.შ.

მთლიანობაში მსახიობის ფილმოგრაფიაში ასზე მეტი პროექტია.

2005 წელს მსახიობს მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „სეზარის“ პრემია მიანიჭეს.

მილენის ბოლო კინონამუშევარი იყო დრამა „მე და შენ“ (2017), სადაც დემონჟო კეტრინ ფროსთან და კეტრინ დენევთან ერთად თამაშობდა.

პირადი ცხოვრება

1957 წელს მილენი ფოტოგრაფ ანრი კოსტეზე დაქორწინდა 👇


1968 წელს კი მეორე ქმარს და უკანასკნელ სიყვარულს შეხვდა - მწერალ ჟორჟ სიმენონის უფროს ვაჟს მარკს 👇

მათ დიდი სიყვარული და ქორწინება 31 წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დემონჟოს სამსახიობო კარიერა თანდათან უკანა პლანზე გადავიდა. მილენმა მთელი ყურადღება ოჯახსა და კინოწარმოებაზე გადაიტანა, თუმცა ზოგჯერ საკუთარ ფილმებში თამაშობდა.

1999 წელს მარკი საკუთარ სახლის კიბიდან ჩამოვარდა და ასე ტრაგიკულად დაიღუპა. ქმრის სიკვდილის შემდეგ დემონჟმა ავტობიოგრაფიაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!