ურთიერთობა

მოკრძალებული მილიარდერი - რატომ ცხოვრობს უორენ ბაფეტი იმ სახლში, რომელიც 65 წლის წინათ იყიდა?

fun time

19:43 სამ. 25 აპრილი, 2023 წელი

უილიამ ბაფეტის სახლი

14
დაკოპირებულია

როგორი წარმოგიდგენიათ საცხოვრებელი სახლი იმ ადამიანისა, ვისი ქონებაც დღეს 100 მილიარდ დოლარზე მეტია?

უორენ ბაფეტი სადაზღვევო ინდუსტრიის გიგანტის Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერია.

მისი კორპორაცია ასობით სხვადასხვა კომპანიისგან შედგება. აქედან ნაწილი სადაზღვევო საქმიანობას ეწევა, ნაწილი საყოფაცხოვრებო ქიმიას აწარმოებს, ნაწილი სახლების აგებით, თვითმფრინავის ტურბინების დამზადებით და შოკოლადის კანფეტების წარმოებითაა დაკავებული. ამის გარდა, კომპანიას აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სარკინიგზო ქსელი, ელექტროსადგურები, სასტუმროები და ბენზინგასამართი სადგურები აქვს.

ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ უზარმაზარი იმპერიის მფლობელის სახლს კბილებამდე შეიარაღებული მცველები არ ჰყავს, მისი სახლის თავზე გადაფრენა ნებადართულია და უფრო მეტიც, ნებრასკას შტატში, ქალაქ ომაჰას გარეუბანში მდებარე ამ სახლს 2015 წლამდე ეზოს ჭიშკარიც კი არ ჰქონდა.
როდესაც ჟურნალისტების ყურადღება მომაბეზრებელი გახდა, ბაფეტმა ტერიტორიაზე ჭიშკრები დაამონტაჟა, თუმცა დაცვის სამსახური არ დაუყენებია.

***

28 წლის უორენ ბაფეტმა ქალაქ ომაჰაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, ეს სახლი 1958 წელს 31 500 დოლარად იყიდა. იმ დროს ბაფეტის ქონება 200-300 ათას დოლარად იყო შეფასებული.

ფოტოზე: უორენ ბაფეტი შვილებთან და აწ გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად

ბევრისგან განსხვავებით, უორენს ნულიდან არ დაუწყია. მას ფინანსურად უზრუნველყოფილი და საკმაოდ გავლენიანი მამა ჰყავდა, რომელმაც კარგი განათლება მისცა.

დღეს ბაფეტი 104,4 მილიარდი დოლარის მფლობელია, თუმცა ამის მიუხედავად ის 65 წელია იმავე 610 კვ. მ. ფართის სახლში ცხოვრობს, რომელსაც 5 საძინებელი და 2 სველი წერტილი აქვს.

წლების მანძილზე მომხდარი ინფლაციის შედეგად, სახლის ფასი 31 500-იდან 750 000 დოლარამდე გაიზარდა. ბაფეტის სახელმა ჩვეულებრივი საცხოვრებელი რაიონი ელიტარულად აქცია, რამაც მილიარდერის სახლის მიმდებარე მიწის ღირებულება გაზარდა.

***

ბაფეტის, რომლის მოგება წელიწადში 40 მილიარდი დოლარია, კომპანიის დირექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით წელიწადში 480 ათასი დოლარი ერიცხება. ეს კორპორაციული ამერიკის საზომით წარმოუდგენლად მოკრძალებული ხელფასია. შედარებისთვის გეტყვით, რომ კომპანია Procter & Gamble აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში 24,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ეს ბაფეტის ხელფასზე 51-ჯერ მეტია.

უორენი თავისი კომპანიისგან ზუსტად იმდენს იღებს, რამდენიც სჭირდება და არცერთ ცენტს მეტს.

***

ბევრს აინტერესებს რატომ არ ყიდულობს მილიარდერი სასახლეებს ოკეანის ნაპირზე ან კერძო კუნძულებზე, რატომ არ იშენებს ქალაქგარეთ რეზიდენციებს და ა.შ.; სწორედ ამაზე ისაუბრა ბიზნესმენმა BBC-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ თავს ძველ სახლშიც ბედნიერად გრძნობს.

„ჩემს სახლში ძალიან ბედნიერი ვარ. არ მგონია, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი ვიქნები, ამიტომ სხვაგან გადასვლა არ მინდა“.


დიახ, საქმე ბედნიერებაშია, რომელიც ყოველთვის მოხმარების დონეში არ გამოიხატება..

2006 წელს ბაფეტმა თავისი ანდერძი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გარდაცვალების შემდეგ, მისი წილი კომპანიაში 5 მსხვილ საქველმოქმედო ფონდს შორის გადანაწილდება. ბაფეტის ოჯახს უნდა დარჩეს არაუმეტეს 1% -ისა იმ ქონებიდან, რომელსაც ბიზნესმენი 2006 წელს, ანდერძის დაწერის დროს ფლობდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!