ურთიერთობა

პიერ კარდენი: „ჟანას მერე ქალი აღარასდროს მყვარებია“

fun time

18:29 კვი. 20 თებერვალი, 2022 წელი

პიერ კარდენი და ჟანა მორო

14
დაკოპირებულია

მათ მოახერხეს დაშორების შემდეგაც მეგობრებად დარჩენილიყვნენ. ”ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ ქალს შემახვედრა. დრომ ტკივილი გაანელა, სინანული კი დარჩა.. ჟანა იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი, რომელიც მიყვარდა“ - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში პიერ კარდენმა.

ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ან შესაძლოა, განგებამ ასე ინება. ასეა თუ ისე, ფრანგი დიზაინერი ხშირად აღნიშნავდა, რომ ამ შეხვედრამ მთელი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

პიერ კარდენის სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის და 500-მდე გამოგონების ავტორის მუზები ყოველთვის ულამაზესი მსახიობები იყვნენ, მაგრამ კარდენს არასოდეს დაუმალავს, რომ ქალს მხოლოდ ესთეტიკურ ობიექტად აღიქვამდა.

თუმცა, მის ცხოვრებაში არსებობდა ერთადერთი ქალი, ვინც მასში, შემოქმედებითი წარმოსახვის გარდა, სხვა გრძნობაც გააღვიძა...

მათი ურთიერთობა 1961 წელს დაიწყო, როდესაც ახალ ფილმზე მუშაობისას, მსახიობმა ჟანა მორომ დახმარებისთვის მოდის დიზაინერ კოკო შანელს მიმართა.

ის დროისთვის შანელი შვებულებაში იყო და მან მსახიობს ურჩია, პიერ კარდენისთვის მიემართა. ჟანა კარდენის კაბით აღფრთოვანებული დარჩა და დიზაინერს სთხოვა, მის მთელ გარდერობზე ეზრუნა.

„პიერს არ ვიცნობდი, მაგრამ მისი შექმნილი კაბა რომ დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. პირადად რომ შევხვდი, მივხვდი, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ელვის დაცემას ჰგავდა.. ვიცოდი, რომ ქალები არ მოსწონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებდა,“ - აღიარა მსახიობმა.

პიერ კარდენი თავდაპირველად ჟანას ნიჭმა მოხიბლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით, როგორც ქალით. როდესაც 25 წლის ჟანა მოხუცის როლში იხილა, დიზაინერი მიხვდა, რომ უყვარდა.

„მე გეი ვარ და არასდროს მქონია ფიზიკური სიახლოვე ქალთან, მაგრამ ჟანამ ვნება აღმიძრა. მე ამ ქალს ვაღმერთებდი და ბედნიერებისგან დავფრინავდი. ის თითქოს ჩემთვის იყო შექმნილი... მე მსურდა ეს ქალი... თუმცა ფილმის „საყვარლები“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ის ფრანგი მამაკაცების უმეტესობას სურდა... “.

ჟანა მორო ყველასგან განსხვავდებოდა. რა თქმა უნდა, მას ბრიჯიტ ბარდოს ან კატრინ დენევის მსგავსი, თვალისმომჭრელი სილამაზე არ ჰქონდა, მაგრამ მამაკაცები აღმერთებდნენ.

„ბრიჯიტ ბარდო სექსუალურობას განასახიერებდა, კატრინ დენევი - ელეგანტურობას, ჟანა მორომ კი კინოში ინტელექტუალური ქალის იდეალი შექმნა“- იტყვის მოგვიანებით კინოკრიტიკოსი ჟინეტ ვენსანდო.

ბევრს ჟანა მორო პიერ კარდენის ცოლი ეგონა, მაგრამ ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არასოდეს ყოფილან. მსახიობმა და დიზაინერმა ერთად ოთხი წელი გაატარეს და მათ ცხოვრებაში ეს დრო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი გახლდათ. წყვილი ბევრს მოგზაურობდა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.

„ჩვენ შორის სრული ჰარმონია იყო, რადგან ორივე შემდგარი ადამიანი ვიყავი და ერთმანეთი წარმატებისთვის გვჭირდებოდა. ის ჩემი შთაგონების წყარო იყო, ვისთვისაც უჩვეულო სამოსს ვქმნიდი, ის კი ამ სამოსს გამომწვევი ელეგანტურობით ატარებდა. მან ჩემში ლიტერატურისა და თეატრის სიყვარული გააღვიძა, ხოლო მე მოგზაურობა შევაყვარე”- ამბობდა კარდენი.

შესაძლოა, მსახიობს შვილის გაჩენა რომ შეძლებოდა, ისინი სამუდამოდ ერთად დარჩენილიყვნენ.

„ჩვენ სრულიად გიჟური ცხოვრების წესი გვქონდა. ჟანა გამუდმებით გადაღებებზე ან თეატრის სცენაზე იდგა, მე კი მორიგი დეფილესთვის ვემზადებოდი. გამუდმებით სადღაც ვჩქარობდით, რაღაცის მოსწრება გვსურდა, მაგრამ მთავარი – ჩვენი გრძნობების გადარჩენა ვერ შევძელით. ამას ისიც დაემატა, რომ ჟანას შვილის გაჩენა არ შეეძლო. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც, სამწუხაროდ, უშვილობა გამოიწვია. უშვილობა არის მთავარი, რასაც ცხოვრებაში ვნანობ... და მაინც, ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ ქალთან შემახვედრა. დრომ ტკივილი გაანელა, სინანული კი დარჩა“ - აღიარა პიერ კარდენმა.

შეიძლება ითქვას, რომ ისინი სამუდამოდ ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ - პიერ კარდენს ქალი აღარასოდეს ყვარებია.

„ქალებთანაც მძინებია და კაცებთანაც, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ჟანას მერე ქალი აღარასდროს მყვარებია,“ - ამბობდა დიზაინერი.

პიერთან განშორების შემდეგ ჟანა მორო ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ ორივე ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ პიერ კარდენის სამოსს იცვამდა, რისი წყალობითაც პარიზული სტილის სიმბოლოდ იქცა.

მის ცხოვრებაში ბევრი რომანი იყო, მაგრამ ძლიერი ოჯახის და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება ვერასოდეს მოახერხა.

კანის კინოფესტივალის ლაურეატი, ასევე ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი 2017 წელს, 89 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მსახიობს ეკუთვნის ფრთიანი ფრაზა:

„სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული, გარკვეულწილად, გიცავს სიბერისგან“.

პიერ კარდენმა 99 წლამდე იცოცხლა და 2020 წელს გარდაიცვალა. ის თანამედროვე მსოფლიოს მაღალი მოდის შემქმნელი, საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების და ევროპის უმსხვილესი მეწარმეების სიაში შედიოდა. მისი ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!