ურთიერთობა

რაფაელის „წმინდა გიორგი და ურჩხული“ - რა ამბავს ჰყვება მხატვარი?

fun time

17:07 ოთხ. 10 მარტი, 2021 წელი

რაფაელ სანტის „წმინდა
გიორგი“

14
დაკოპირებულია

წმიდა გიორგი და ურჩხულის დამარცხება რენესანსის მხატვრებისთვის გამორჩეული თემა იყო. რაფაელ სანტიმ წმინდა გიორგის ორი ნახატი მიუძღვნა.

წმინდა გიორგის ურჩხულთან ბრძოლა რაფაელის მოღვაწეობის ადრეულ პერიოდს ეკუთვნის.

რაფაელ სანტი. „წმინდა გიორგი და ურჩხული“ (1505-06 წ.) / San Giorgio e il drago
ზეთი, ხე, 28,5 x 21,5 სმ.
ხელოვნების ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონი

1504 წელს ურბინოს ჰერცოგმა გვიდო და მონტეფელტრომ, რომელმაც ინგლისის მეფის ჰენრი VII– გან გარტერის სახელობის ორდენი მიიღო, რაფაელს ბრიტანეთის მონარქისთვის საჩუქრად წმინდა გიორგის გმირობის თემაზე შესრულებული ნახატი შეუკვეთა. რაფაელმა ორი ნახატი შექმნა, რომლებიც წმინდანის ურჩხულთან ბრძოლას ასახავს
ნახატის ინგლისში ჩატანა ბალთაზარ კასტილიონეს მიანდეს - ცნობილი „ტრაქტატი კარისკაცის შესახებ“ ავტორს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ჰენრი VII-ს რაფაელის ის ვერსია გადაეცა, რომელიც ახლა ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში ინახება, თუმცა ბოლო დროს მკვლევარები ბევრს კამათობს იმაზე, თუ ორი ნახატიდან რომელი გაგზავნეს ინგლისში.

რაფაელ სანტი. წმინდა გიორგი ამარცხებს ურჩხულს (1504-05 წ.)
ზეთი, ხე, 29 x 25 სმ.

პარიზი, ლუვრის მუზეუმი

წმიდა გიორგი ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქრისტიანი და ინგლისის მფარველია, ხოლო ურჩხულის დამარცხების თემა რენესანსის მხატვრებისთვის გამორჩეული თემა იყო. ლეგენდის თანახმად, ურჩხული ერთ-ერთი ქალაქის კედლებს მიღმა, ჭაობში დასახლდა და გამვლელებს თავისი ცეცხლოვანი სუნთქვით წვავდა. ურჩხულის დასამშვიდებლად, ქალაქის მაცხოვრებლები იძულებული გახდნენ მისთვის ყოველდღიურად რამდენიმე ცხვარი გაეგზავნათ. როდესაც ქალაქში ცხვარი აღარ დარჩა, ადგილობრივებმა ურჩხულისთვის შვილების გაგზავნა დაიწყეს. ბოლოს ქალაქის მმართველის ქალიშვილის დროც დადგა. ატირებული გოგონა იმ ადგილებში შემთხვევით მოხვედრილმა წმიდა გიორგიმ დაინახა და ღმერთის შეწევნით, ურჩხულს შუბით შეუტია. ბრძოლის დროს, შუბი გატყდა და წმინდა გიორგიმ ბრძოლა მახვილით განაგრძო. მან ურჩხული განგმირა და გოგონა, რომელიც რაფაელის ნახატის მარჯვენა კუთხეში მოჩანს, სიკვდილს გადაარჩინა.

რაფაელ სანტი (1483-1520 წ.), რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი, ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელო ბუონაროტისთან ერთად, ხელოვნების ისტორიის უდიდესი წარმომადგენელია.

ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ფორმისა და შინაარსის შეუდარებელი ჰარმონიის წყალობით, რაფაელი უნიკალური შემოქმედების ავტორი, ვატიკანის სტანცების მხატვარი, არქიტექტორი და ანტიკური ხელოვნების თაყვანისმცემელი გახლდათ. ის საქვეყნოდ არის აღიარებული როგორც დიდებული სილამაზითა და სათნოებით გამორჩეული მადონების მხატვარი, რაც ღვთიური და ადამიანური საწყისის დაზავების უნივერსალური მოდელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!