ურთიერთობა

რეიგანის წერილი შვილს: „კაცი, რომელიც ქორწინებაში იმაზე ორჯერ ნაკლებს გააკეთებს, რაც ევალება, ამდენივეს მიიღებს უკან“

funtime

14:00 შაბ. 29 მაისი

რეიგანის წერილი შვილს
14
დაკოპირებულია


რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი განქორწინებული პრეზიდენტი გახდა - ქორწინება მსახიობ ჯეინ უიტმენთან ცოლის ინიციატივით შეწყდა. სავარაუდოდ, ჰოლივუდის ლამაზმანს რთული ხასიათი ჰქონდა, რადგან მეორე ქმართან განქორწინების პროცესი ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო და  მისი მესამე ქორწინებაც საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. სამაგიეროდ, რონალდმა და მისმა მეორე მეუღლემ ნენსიმ ერთად 52 წელი გაატარეს და მათი ოჯახი ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობის ნიმუშად ითვლებოდა. 

1971 წელს კალიფორნიის იმდროინდელმა გუბერნატორმა რონალდ რეიგანმა პირველ ცოლთან, ჯეინთან ერთად ნაშვილები უფროსი ვაჟის, მაიკლის ქორწილზე დასწრება ვერ მოახერხა და სურვილების წერილი გაუგზავნა.

„ძვირფასო მაიკ,

ალბათ, ბევრი ხუმრობა გსმენია, რომელსაც გულუხვად გვიზიარებენ „ქორწინებაში უბედური“ და ცინიკოსი ადამიანები. თუ შენთვის ამის შესახებ არავის უთქვამს, მე განსხვავებულ აზრს შემოგთავაზებ:
დღეს შენ შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას იწყებ და ის შეგიძლია, ისეთად აქციო, როგორსაც თავად ისურვებ.

ზოგი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარი მამაკაცურობის დამტკიცება მხოლოდ გასახდელებში მოსმენილი ისტორიების პრაქტიკაში განხორციელებით შეიძლება და სავსეა რწმენით, რომ „თუ ცოლი ვერაფერს გაიგებს, გულიც არ ეტკინება.“

სინამდვილეში, პერანგის საყელოზე პომადის კვალი რომც არ დარჩეს, სულის სიღრმეში ცოლმა ყველაფერი იცის და ამის შედეგად ურთიერთობის ყოველგვარი მაგია ქრება.

მამაკაცები, რომლებიც გამუდმებით ქორწინების უაზრობაზე წუწუნებენ, ხშირად თავად არიან ურთიერთობის განადგურებაში დამნაშავეები.

არსებობს ფიზიკის ძველი კანონი, რომლის თანახმად, ზუსტად იმდენი გიბრუნდება, რამდენ ძალისხმევასაც გაიღებ. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმაზე ორჯერ ნაკლებს გააკეთებს, რაც ევალება, ამდენივე დაუბრუნდება.

რა თქმა უნდა, შენს ცხოვრებაში იქნება შემთხვევა, როდესაც დაინახავ ვიღაცას წარსულიდან და ცდუნება შეგიპყრობს, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ კვლავ საუკეთესო ხარ. მაგრამ მინდა, გთხოვო, დამიჯერო, რომ დიდებულია ის, როცა საკუთარ მამაკაცურობას სიცოცხლის ბოლომდე ერთ ქალთან ყოფნით ამტკიცებ.

ღალატი ნებისმიერ იდიოტს შეუძლია და ამას განსაკუთრებული მამაკაცურობა არ სჭირდება, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო იმისთვის, რომ მიმზიდველი და საყვარელი დარჩე ქალისთვის, რომელმაც შენი ხვრინვა მოისმინა, გაუპარსავი გნახა, ავადმყოფს მოგიარა და შენი ბინძური თეთრეული გარეცხა.

ყველაფერი გააკეთე, რომ შინაგანი ბედნიერების თბილი განცდა მიანიჭო და შენ მართლაც მშვენიერ მუსიკას მოისმენ.

თუ გოგონა ნამდვილად გიყვარს, არასდროს მოიქცევი ისე, რომ თავი დაიმციროს იმაზე ფიქრით, სახლში პირადი თანაშემწის გამო დაიგვიანე თუ ძველი ნაცნობი გოგონა შეგხვდა. ალბათ, არასდროს ისურვებდი, რომ სხვა ქალმა, რომელმაც შენი ღალატის შესახებ იცის, შეხვედრის დროს შენს ცოლს სულის სიღრმეში დასცინოს.

მაიკ, შენ ბევრზე უკეთ იცი, რა არის უბედური სახლი და შანსი გაქვს, ყველაფერი სწორად გააკეთო.

კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა იცის, რომ დღის ბოლოს სამსახურიდან შინ მისულს კარის მეორე მხარეს ვიღაც ელოდება.

სიყვარულით, მამა.

P. S. გახსოვდეს, თუ დღეში ერთხელ მაინც იტყვი „მე შენ მიყვარხარ”, უსიამოვნებები არასოდეს გექნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 წლის მანძილზე ამ ქალმა საროსკიპო...

სუსანა ტრიმარკო

ABBA-ს შავთმიანი სოლისტის ტრაგედია...

ABBA-ს სოლისტის საიდუმლო

წმინდა ინგლისური შურისძიება - როგორ...

აგათა კრისტი
ახალგაზრდობაში

„ადამის შექმნა“ - გამოწვევა მიქელან...

მიქელანჯელო, ადამის
შექმნა

სტუმრად ნანი ბრეგვაძესთან - სახალხო...

ნანი ბრეგვაძე

„Love is“ ავტორები და მათი სევდიანი...

„Love is“ ავტორები და მათი
ისტორია

როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელე...

როგორ იქცა საბჭოთა
მფრინავი ინდიელების
ბელადად

რას საქმიანობს მიკელე პლაჩიდო, რომლ...

მიკელე პლაჩიდო

ვაჟას პირველი სიყვარული და გენიოს ფ...

ვაჟა ფშაველა