„რიტმი 0“ - „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“
13:48 ორშ. 21 აგვისტო, 2023 წელი

1974 წელი, ნეაპოლი, პერფორმანსი "რიტმი 0" - სასტიკი და ალოგიკური წარმოდგენა, რომელმა 6 საათის განმავლობაში ნათლად დაგვანახვა ის, რომ „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“.
ცნობილი სერბი მხატვარი, პერფორმერი მარინა აბრამოვიჩი მაშინ ახალგაზრდა არტისტი იყო.
ამ პერფორმანსის დროს ის 6 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, მის წინ მაგიდაზე 72 ნივთი იდო - ვარდი, საღებავები, თაფლი, სანთელი, იარაღი, მათრახი, მაკრატელი, ასანთი და სხვ.
სანახაობის დროს მაყურებლებს ამ ნივთების გამოყენება სურვილისამებრ შეეძლოთ. აბრამოვიჩის სხეული მთლიანად მათ განკარგულებაში იყო.
მომხდარმა ყველაზე საშინელ მოლოდინსაც გადააჭარბა:
თავდაპირველად, გარკვეულწილად უხერხულობის გამო, აუდიტორია არ აქტიურობდა, შემდეგ ფრთხილად და მორიდებით დაუწყო მოპყრობა, მაგრამ როდესაც ობიექტის პასიურობაში დარწმუნდნენ, უფრო და უფრო აგრესიულები გახდნენ: სამართებლით ტანსაცმელს გაუჭრეს და მის კანსაც შეახეს, ვარდის ეკლები კანში ჩაარჭვეს, მოხატეს, კოცნიდნენ, აბრამოჩი სექსუალური ძალადობისთვისაც კი მოემზადა. ერთმა თავში იარაღიც კი დაუმიზნა, რომელიც სასწრაფოდ ჩამოართვეს.
ექვსი საათის შემდეგ პერფორმერი მაყურებლებისკენ წავიდა, რომლებმაც სწრაფად დატოვეს სივრცე, რადგან, როგორც ჩანს, კონფრონტაციას მოელოდნენ.
იმ საღამოს მარინამ საკუთარ თავზე პირველი ჭაღარა თმა აღმოაჩინა.
ამ წარმოდგენის გამოცდილების საფუძველზე აბრამოვიჩმა განაცხადა: „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“.
მართალია, ეს სანახაობა თითქმის ნახევარი საუკუნისაა, მაგრამ მისი მთავარი აზრი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან