ურთიერთობა

როგორ ცხოვრობდა ომის შემდეგ ჰიტლერის და, რომელიც ძმას აღმერთებდა

fun time

14:00 ორშ. 27 ნოემბერი, 2023 წელი

ჰიტლერის ოჯახი

14
დაკოპირებულია

ადოლფ ჰიტლერის უმცროს დას პაულას ცხოვრების ბოლომდე სჯეროდა, რომ მის საყვარელი პიროვნებას ასეთ რამეს ვერ ჩაიდენდა, რომ მას ჰოლოკოსტთან და სხვა სისასტიკეებთან კავშირი არ ჰქონდა...

შეიძლება თუ არა მას თანამზრახველი ვუწოდოთ? ამის შესახებ მრავალი წლის განმავლობაში კამათობდნენ ისტორიკოსები, სანამ არ მიაგნეს პაულას დღიურებს. ამ ჩანაწერებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი...

პაულას ბავშვობა

პაულა ჰიტლერი დაიბადა 1846 წელს. იგი 7 წლით უმცროსი იყო ადოლფზე და ალოის და კლარა ჰიტლერების ნაბოლარა შვილი იყო. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, თუმცა ოთხი მათგანი სრულწლოვანებამდე გარდაიცვალა.

ადლოფსა და პაულას ბავშვობაში დიდი მეგობრობა არ ჰქონდათ, არც თამაშობდნენ ერთად, რადგან მათ შორის ასაკში დიდი სხვაობა იყო. ადოლფი სცემდა კიდეც თავის დას, მაგრამ მოგვიანებით პაულა ამართლებდა ძმის საქციელს და ამბობდა, რომ ეს აღზრდის მეთოდი იყო და ძმა ამას კეთილი განზრახვით აკეთებდა.

ფოტოზე: პაულა ჰიტლერი, ახალგაზრდობაში

ობლობა

როდესაც პაულა 6 წლის იყო, ადოლფი კი 13-ის, მათი მამა პლევრის ღრუში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. ოჯახის უფროსის როლი დედამ იტვირთა, რომელიც ქმარზე 23 წლით პატარა იყო. 5 წლის შემდეგ კი დედაც გარდაიცვალა მკერდის კიბოთი.

ფოტოზე: კლარა და ალოის ჰიტლერები

პაულა უფროს ძმის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ადოლფი ვენაში გადავიდა, პაულა კი თავიანთ პატარა ბინაში დარჩა, ლინცში, თავის ნახევარდასთან ანგელა ჰამიჩთან ერთად. ისინი ობლების პენსიით ცხოვრობდნენ. ძმამ უარი თქვა თავის წილზე პაულას სასარგებლოდ.

პაულას ძმასთან მიმოწერა ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით ათი წელი არ ჰყავდა ნანახი. მოგვიანებით, 1920-იან წლებში პაულაც გადავიდა ვენაში და, როგორც ინტერვიუში იხსენებდა, ბედნიერი იყო, რომ ძმა გულთბილად შეხვდა და საყიდლებზეც წაიყვანა.

მოგვიანებით, როცა მისი ძმა გერმანიაში ძალაუფლების მწვერვალზე ავიდა, პაულამ ვენაში დარჩენა და მშვიდი ცხოვრება ამჯობინა. ჯერ სადაზღვევო კომპანიაში საქმიანობდა, საიდანაც მალევე გაათავისუფლეს, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძმის პოლიტიკურ საქმიანობას არ იწონებდა.

შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მდიდარ ოჯახებში და ჰოსტელებში დიასახლისის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით კი - სხვადასხვა კომპანიაში მდივნად მუშაობდა.

ცხოვრება მესამე რაიხის ქვეშ

თითქმის არაფერია ცნობილი პაულა ჰიტლერის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.

მას ღიად არასდროს დაუჭერია მხარი თავისი ძმისთვის, არ იყო პოლიტიკურად აქტიური და არ გაწევრიანებულა ნაცისტურ პარტიაში. მიუხედავად ამისა, რომ ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი სიკვდილამდე ყოველთვიურ დახმარებას უწევდა, ყოველ შობას და დაბადების დღეზე საჩუქრებს უგზავნიდა.

ფოტოზე: პაულა და ადოლფ ჰიტლერები

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პაულამ მუშაობა დაიწყო ვენის სამხედრო ჰოსპიტალში მდივნად, სადაც თითქმის მთელი ომის განმავლობაში მსახურობდა. ძმა აგრძელებდა დის ფინანსურ დახმარებას. მოგვიანებით პაულამ განაცხადა, რომ ვენაში ცხოვრების დროს ძმას, მაქსიმუმ, წელიწადში ერთხელ ხვდებოდა, ხოლო 30-იანი წლების ბოლოდან საერთოდ არ უნახავს და მისი საქმიანობის შესახებაც ცოტა რამ იცოდა.

ეს ნაწილობრივ მართალი იყო, რადგან ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაწყვიტა კავშირი თავის ნათესავებთან და პაულას და მათ ნახევარდას ანგელას "ორი სულელ ბატს" უწოდებდა.

პაულას პირადი ცხოვრება

პაულა ჰიტლერი არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. თუმცა, 2005 წელს მისი დღიურები იპოვეს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი დანიშნულა ერვინ ჯეკელიუსზე, მესამე რაიხის ოფიცერზე, უსასტიკეს ექიმზე.

ამ ქორწინებას სასტიკად შეეწინააღმდეგებია ჰიტლერი, რომელსაც ჯეკელიუსის დაპატიმრება და აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნა უბრძანებია. იქ ჯეკელიუსი მალე ტყვედ ჩავარდნილა და საბჭოთა სამხედრო ტყვეთა ბანაკში გარდაცვლილა.

რა დაემართა ჰიტლერის დას 1945 წლის შემდეგ

ომის ბოლო დღეებში, როდესაც პაულა უკვე 49 წლის იყო, მარტინ ბორმანის ბრძანებით, გადაიყვანეს გერმანიაში, ბავარიის პატარა ქალაქ ბერხტესგადენში (Berchtesgaden).

1945 წლის მაისში პაულა ჰიტლერი აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა დააპატიმრეს.

დაკითხვისას მან განაცხადა, რომ უყვარდა თავისი ძმა და აღიარა, რომ მისგან ფინანსურ დახმარებას მთელი ომის განმავლობაში იღებდა.

ამის მიუხედავად, მათ ერთმანეთთან პრაქტიკულად არანაირი შეხება არ ჰქონიათ. პაულა ჰიტლერმა ისიც განაცხადა, რომ ვერ იჯერებდა, მისი ძმა თუ იყო პასუხისმგებელი ჰოლოკოსტზე.

პაულა მალე გაათავისუფლეს. ის ვენაში დაბრუნდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი დანაზოგით ცხოვრობდა, შემდეგ სახელოვნებო მაღაზიაშიც დაიწყო მუშაობა, თუმცა, როგორც ჩანს, ჰიტლერის დის სტიგმა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.

ამიტომ 1952 წელს პაულამ გვარი შეცვალა - პაულა ვოლფი გახდა და ბერხტესგადენში დაბრუნდა. ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, ყველასგან იზოლირებულად.

1959 წლის თებერვალში პაულა დათანხმდა ინტერვიუზე ბრიტანეთის ტელევიზიის Associated-Rediffusion-ის პროდიუსერს, პიტერ მორლის. ეს პაულას ერთადერთი ინტერვიუა.

ინტერვიუში იგი, ძირითადად, საუბრობდა ჰიტლერის ბავშვობაზე და უარს ამბობდა რაიმე პოლიტიკური საკითხის განხილვაზე. ამ ინტერვიუს კადრები შეტანილია 2005 წლის სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში „ჰიტლერის ოჯახი“ (HITLER'S FAMILY, რეჟისორები ოლივერ ჰალმბურგერი და თომას შტოჰლერი).

პაულა გარდაიცვალა 1960 წლის 1 ივნისს, 64 წლის ასაკში და დაკრძალეს ბერხტესგადენის სასაფლაოზე, თავისი ნამდვილი სახელით და გვარით.

ის იყო ჰიტლერის ოჯახის ბოლო წევრი, თუმცა შეთქმულების თეორიების მოყვარულები დღემდე საუბრობენ იმაზე, რომ ჰიტლერს შესაძლოა, შვილები ჰყავდა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ჰიტლერისა და ევა ბრაუნის უნიკალური ვიდეოკადრები

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება

მაგდა გებელსი - 6 შვილის მკვლელობა და თვითმკვლელობა ჰიტლერის მარცხის გამო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად