ურთიერთობა

რომანი კონკიასთან, 4 ქორწინება და მამობა 66 წლის ასაკში - რას საქმიანობს პრინცი საყვარელი ზღაპრიდან?

fun time

19:26 პარ. 11 ნოემბერი, 2022 წელი

ჩეხი მსახიობი პაველ
ტრავნიჩეკი

14
დაკოპირებულია

ჩეხი მსახიობი პაველ ტრავნიჩეკი, რომელიც მილიონობით მაყურებელმა ზღაპრული პრინცის როლით გაიცნო, 26 ოქტომბერს 71 წლის გახდა. 1970-იან წლებში მასზე ათასობით გოგონა იყო შეყვარებული და დღემდე ზღაპრის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პერსონაჟად მიიჩნევენ. 

ქალების გულთამპყრობელს 4 ქორწინებიდან 3 ვაჟი ჰყავს. მსახიობი 66 წლის იყო, როცა ნაბოლარა შვილი შეეძინა. რას საქმიანობს დღეს „პრინცი“ და ვინ არის ქალი, რომელმაც მისი გულის დაპყრობა მოახერხა.

პაველ ტრავნიჩეკი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა და ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ მომავალმა მსხიობმა თეატრალური აკადემია დაამთავრა, თუმცა გადასაღებ მოედანზე ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა.

კონკიას და პრინცის ისტორია კადრში და კადრს მიღმა

მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ვაცლავ ვორლიჩეკმა მთავარ როლზე 19 წლის ლამაზმანი ლიბუშე შაფრანკოვა დაამტკიცა, ცხადი გახდა, რომ კონკიას გვერდით მასავით მიმზიდველი გარეგნობის პრინცი უნდა ყოფილიყო. როლის 20 კანდიდატიდან კი რეჟისორს არც ერთი მოსწონდა.

ამ დროს თეატრალური აკადემიის კურსდამთავრებული, 23 წლის პაველ ტრავნიჩეკი სრულიად გამოუცდელი მსახიობი იყო. გარდა ამისა, მსახიობმა არ იცოდა ცხენზე ჯირითი და ძლიერი მორავიული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ მისი „ევროპულმა გარეგნობა“ გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ფაქტობრივად, როლზე დამტკიცებისთანავე „პრინცი“ცხენზე ჯირითის და მშვილდიდან სროლის სწავლას შეუდგა და გადაღების დაწყებისას ლიბუშა შაფრანკოვას არფერში ჩამოუივარდებოდა. მართალია, აქცენტი ვერ მოიშორა, მაგრამ ფილმში პრინცი სხვა მსახიობმა გაახმოვანა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე მთავარი როლის შემსრულებლების რომანის შესახებ ხმები გავრცელდა. ლიბუშე მოარულ ხმებს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. „ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს მაყურებლებს სურდათ“ - განაცხადა „კონკიამ“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

როდესაც წყვილის გარშემო ვნებები ჩაცხრა, ყველამ გადაწყვიტა, რომ მსახიობების რომანი მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მალე პაველმა თავისი აღიარებით მაყურებელი გააოცა:

”დიახ! ერთმანეთი შეგვიყვარდა.. სანამ გადამღები ჯგუფი თავის საქმეს აკეთებდა, ჩვენ ტყეში ვიპარებოდით, რომ ერთმანეთისთვის გვეკოცნა. მინუს 20 გრადუს ყინვაში ზაფხულის თხელი ტანსაცმელი გვეცვა, მაგრამ ერთმანეთს გრძნობებით ვათბებოდით.“

ყველაფრის მიუხედავად, გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თითოეული თავისი გზით წავიდა.

მოგვიანებით მათ ისევ ერთად ითამაშეს ფილმში - „მესამე პრინცი“, მაგრამ ამ დროს გრძნობები აღარ აკავშირებდათ. შაფრანკოვა მალე ჩეხ მსახიობ იოზეფ აბრგამზე გათხოვდა და მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარა, პაველ ტრავნიჩეკი კი სიბერემდე განაგრძობდა ქალების გულების მონადირებას.

„კონკიას“ შემდეგ

ლიბუშა შაფრანკოვასგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის კარჩაკეტილი და სიტყვაძუნწი იყო, პაველ ტრავნიჩეკი წვეულებებს სიამოვნებით ესწრებოდა და თავის ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა. აღიარებდა, რომ მისი 3 ქორწინება დასრულდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ყველა ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხა.

ქალების გულთამპყრობელის მეოთხე ცოლი მომღერალი მონიკა ფიალკოვა ქმარზე 34 წლით უმცროსია! 2016 წელს 66 წლის მსახიობს, მესამე ვაჟი შეეძინა.

პაველ ტრავნიჩეკი მოწიფულ წლებშიც შესანიშნავად გამოიყურება.

1980-90-იან წლებში პაველი ზღაპრული პრინცების როლში კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს - "სამი კაკალი კონკიას" შემდეგ ის სხვა როლში ვეღარავის წარმოედგინა.

პაველ ტრავნიჩეკს დღესაც იღებენ ჩეხურ სერიალებში, სამშობლოში მისი პოპულარობა ჯერ არ გამქრალია. გარკვეული დროის მანძილზე ტრავნიჩეკი კარლინის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. მოგვიანებით მან საკუთარი სამსახიობო სააგენტო შექმნა და შოუების დადგმას შეუდგა. ყველა, ვისაც ტრავნიჩეკთან მუშაობისა და ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონია, მას მომხიბვლელ, ქარიზმატულ და წარმოუდგენლად მიმზიდველ ადამიანად იხსენებს.

დღეს

ამჟამად პაველ ტრავნიჩეკი სასცენო რეჟისორი და მუსიკალური შოუების ჟიურის წევრია. ყოფილი პრინცი თავის ამჟამინდელ მეუღლეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროექტზე მუშაობის დროს შეხვდა. იმ დროს გოგონა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და კონკურსზე ძალების მოსინჯვის მიზნით მივიდა. მას შემდეგ პაველი და მისი რჩეული 17 წელია ერთად არიან.

"სამი კაკალი კონკიასთვის" პოპულარობას დღემდე არ კარგავს. 2018 წელს პაველ ტრავნიჩეკმა ჩეხური თეატრის მიუზიკლში „სამი კაკალი კონკიასათვის“ პრინცის მამის როლი შეასრულა. მსახიობი საკუთარ თავს ოპტიმისტს და რომანტიკოსს უწოდებს.

„ცხოვრებაში მთავარია გამუდმებით რაღაცის ძიება და ახალი წარმატებებისკენ სვლა“ - განაცხადა პაველმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!