ურთიერთობა

ვინ მოკლა ვან გოგი? - გარდაცვალების ახალი ვერსია, რომელიც მხატვრის დიდსულოვნებაზე მეტყველებს

სალომე ჩაჩიბაია

18:00 პარ. 12 თებერვალი, 2021 წელი

ვან გოგი

14
დაკოპირებულია

1890 წლის 29 ივლისს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, სოფელ აუვერ-სურ-ოიზის საოჯახო სასტუმროს ნომერში 37 წლის ვინსენტ ვან გოგი მუცელში დაჭრილი დაბრუნდა.  იმ დღიდან მოყოლებული, 120 წლის განმავლობაში ყველას სწამდა, რომ ფსიკურად შეშლილმა მხატვარმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 2011 წელს კი მხატვრის სიკვდილის ამბავი პულიცერის პრემიის ლაურეატებმა სტივენ ნაიფმა (Steven Naifeh) და გრეგორი უაითმა (Gregory White Smith) თავდაყირა დააყენეს. 

მიუხედავად იმისა, რომ გენიოსი მხატვრის ცხოვრების შესახებ არაერთი წიგნია დაწერილი, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, აქამდე ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფია ისე სერიოზულად არავის გამოუკვლევია, როგორც ეს სტივენ ნაიფმა და გრეგორი უაითმა გააკეთეს..

ფოტოზე: პულიცერის პრემიის ლაურეატები სტივენ ნაიფი და გრეგორი უაითი და მათი წიგნი

მათ ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში, არაერთ აქამდე უცნობ მასალას მიაგნეს. ნაიფისა და უაითის ვერსიით, ვან გოგს შემთხვევით ესროლა 16 წლის ბიჭმა, რომელსაც იქვე, მდელოში უფროსი ძმა სროლას ასწავლიდა. იმის მტკიცებად, რომ იმ ხანებში ვინსენტი ფსიქოლოგიურ სტრესში არ იყო, მწერლებს ძმასთან, ტეოსთან მიწერილი წერილები მოჰყავთ. ის უდავოდ ოპტიმისტურ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, თავს არ მოიკლავდა - ამტკიცებენ ისინი.

ვან გოგი, „ვარსკვლავებიანი ღამე“, 1889 წ.

არსებობს სხვა ფაქტებიც, რომლებიც სუიციდს ეჭვქვეშ აყენებს - ვერავინ იპოვა ის იარაღი ან რომელიმე სხვა ნივთი, რომელიც მან თან წაიღო (ცნობილია, რომ მან სახლიდან გასვლისას წაიღო: ტილო, მოლბერტი, საღებავები და ა.შ.). დასაფიქრებელია - რატომ წაიღებდა მოლბერტს, თუ თავის მოკვლას აპირებდა? მის სარეცელთან მყოფმა ექიმებმა ჭრილობებს ვერაფერი გაუგეს... და მაინც, ვინ იკლავს თავს მუცელში სროლით?!

ვან გოგი, „საწოლი ოთახი არლში“, 1888 წ.

ინსენტი დაჭრიდან 29 საათის შემდეგ, ტანჯვით გარდაიცვალა. მას არ დაუსახელებია მკვლელები. ერთი ვერსიით, ის მოზარდების დანაშაულის დაფარვით მათ დაცვას ცდილობდა.

ვინსენტის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის ყურების შემდეგ ვინმე რენე სეკრეტანმა, რომელიც თინეჯერი ხულიგნების ბანდას ხელმძღვანელობდა, დუმილი დაარღვია და აღიარა, რომ ისინი მთვრალი მხატვრის ჩაგვრით სიამოვნებას ხშირად იღებდნენ, თუმცა მისთვის არ უსვრიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სიკვდილის დამადასტურებელ არცერთ ცნობაში ნათქვამი არაა სიტყვა „თვითმკვლელობა“. წერია მხოლოდ ის, რომ თავი დაიჭრა.

ვან გოგი, „ხის ფესვები“, ბოლო ნახატი

ვან გოგის ბოლო სიტყვები ყოფილა: „მწუხარება მარადიულია“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!