6 ფილმი უდიდესი ამერიკელი მწერლების ცხოვრებაზე

კინო

3 იანვარი 18:00, 2018 წელი

თითოეული მათგანის ბიოგრაფია რეალობაშიც თავისთავად უკვე ბობოქარი და მგზნებარე რომანია - სასიყვარულო სამკუთხედებით, განშორებებით, აღზევებითა თუ მწარე მარცხით. ამ მწერლების ცხოვრებამ კარგა ხანია, მიიქცია ჰოლივუდელი რეჟისორებისა თუ პროდიუსერების ყურადღება.

1. გენიოსი / Genius (აშშ, 2016)
რეჟისორი: მაიკლ გრანდაჟი
ნოუ-იორკი. 1920 წელი. მაქს პერინსი გამომცემელია. მან თავის დროზე დახმარება გაუწია ისეთ დიდებულ მწერლებს, როგორებიც იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი და სკოტ ფიცჯერალდი. ერთხელაც, მას ხელში უვარდება 1000-გვერდიანი ხელნაწერი, რომლის ავტორია ტომას ვულფი. პერკინსი გრძნობს, რომ მან გენიოსი აღმოაჩინა. ფილმი მოგვითხრობს ამ ორი გმირის ურთიერთობის შესახებ, რომელთაგან თითოეული ცალკე უზომოდ საინტერესო პიროვნებაა.






2. უხილავი ქალი / The Invisible Woman (დიდი ბრიტანეთი, 2013)
რეჟისორი: რალფ ფაინსი
ფილმში მოთხრობილია ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსისა და ახალგაზრდა მსახიობის ელენ ტერნანის სიყვარულის ისტორია. მათი რომანი 1857 წელს დაიწყო, როცა მამაკაცი 45-ის იყო, გოგონა კი - 18-ის, და გაგრძელდა 13 წელი, მწერლის სიკვდილამდე.




3. ყორანი / The Raven (აშშ, უნგრეთი, ესპანეთი. 2012)
რეჟისორი: ჯეიმს მაქთეგი
ფილმი მოგვითხრობს ედგარ ალან პოს ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე. ცნობილი მწერალი ეძებს სერიულ მკვლელს, რომლის მიერ ჩადენილი მკვლელობები ძალიან ჰგავს მწერლის მიერ ნაწარმოებში აღწერილს...





4. ჰემინგუეი და გელჰორნი / Hemingway and Gellhorn (აშშ, 2012)
რეჟისორი: ფილიპ კაუფმანი
მოქმედება იწყება 1936 წელს ფლორიდაში, ერთ-ერთ ბარში, სადაც მწერალი ჰემინგუეი და მარტა გელჰორნი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროს ჰემინგუეი უკვე ცნობილი მწერალი იყო და მეორე ცოლი ჰყავდა, გელჰორნი კი - ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო კორესპონდენტი. ისინი თავიანთი თაობის სამაგალითო წყვილი იყვნენ. სწორედ მარტა გახდა ჰემინგუეის მუზა რომანისთვის „ვისთვის რეკს ზარი?“





5. გახდე ჯეინი / Becoming Jane (დიდი ბრიტანეთი, აშშ, 2007)
რეჟისორი: ჯულიან ჯაროლდი
ფილმში მოთხრობილია ინგლისელი მწერალი ქალის, თავისუფლებისმოყვარე და დიდებული ჯეინ ოსტინისა და ადვოკატ ტომას ლეფროის ვნებიანი სიყვარულის ამბავი...





6. ჯადოსნური ქვეყანა / Finding Neverland (დიდი ბრიტანეთი, აშშ, 2004)

რეჟისორი: მარკ ფორსტერი
მწერალი ჯეიმს მეთიუ ბარი არ ემორჩილება ლონდონის კონსერვატორულ კანონებს. ის მეგობრობს მარტოხელა ქვრივ ქალთან და მამობას უწევს მის ოთხ პატარა ვაჟიშვილს. სწორედ ახალი ოჯახი შთააგონებს მეთიუს, შექმნას საბავშვო გმირი - პიტერ პენი და მშვენიერი ზღაპარი ბავშვების შესახებ, რომლებსაც არ უნდათ, რომ გაიზარდონ.


კულინარია

როგორ მოვამზადოთ ბლინები ყაბაყისგან

არანაირი ფქვილი და საფუარი. ახალი ბოსტნეული, ცოტაოდენი ცხიმი, ტაფაზე რომ არ მიიწვას, არომატული საკმაზები და მორჩა! მთელი დღით უზრუნველყოფილი ხართ საჭირო ვიტამინებითა და უჯრედისით. თანაც ზაფხულში ეს კერძი ძალიან იაფი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

საბჭოეთის აკრძალული ფოტოგრაფია

1987 წელს საბჭოთა კავშირში, სადაც „სექსი არ არსებობდა“, საბჭოთა ხელისუფლების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საპატიო გამოფენაზე ამ ფოტოების გამოჩენა ნამდვილი ბომბი იყო.
დღის ჰოროსკოპი

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ჯაშუშური ფილმი, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული

ვისაც გიყვართ ნამდვილი ისტორიები ჯაშუშებზე, საიდუმლოებებსა და სახიფათო თამაშებზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...
დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?