საკნატუნო ამბები

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გამოდგა

fun time

14:00 ხუთ. 22 ივლისი, 2021 წელი

10 ფილმი, რომელიც წიგნზე
უკეთესი გამოდგა

14
დაკოპირებულია

უამრავი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია არსებობს. ფილმებში ყოველთვის ვერ ხერხდება გმირების მთელი განცდების გადმოცემა. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ამ 10 ფილმზე - ისინი პირველწყაროზე უკეთესებიც აღმოჩნდა.

მებრძოლთა კლუბი / Fight club (1999)

წიგნის ავტორი: ჩაკ პალანიკი. ფილმის რეჟისორი: დევიდ ფინჩერი

როცა ფილმი კინოგაქირავებაში გამოჩნდა, მას მაყურებელი და კინოკრიტიკოსები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ უწოდეს ფილმს „ჩვენი დროის საუკეთესო საკულტო ფილმი“ და ციტატებადაც დაანაწევრეს, რომელთაგან მთავარი იყო: „მებრძოლთა კლუბის პირველი წესი, არავის მოუთხროთ მებრძოლთა კლუბის შესახებ“.

ამ ფილმში როლები შეასრულეს: ედვარდ ნორტონმა, ბრედ პიტმა და ჰელენა ბონემ კარტერმა. თვით ჩაკ პალანიკმაც კი აღნიშნა, რომ ფილმის ფინალი ბევრად კარგი იყო, ვიდრე მისი წიგნის დასასრული.

2. ძაღლის გული / Собачье сердце (1988)

წიგნის ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი. ფილმის რეჟისორი: ვლადიმერ ბორტკო

ძაღლის ადამიანად გადაქცევა პოლიტიკურ სატირად მიიჩნევა. მიხეილ ბულგაკოვმა „ძაღლის გული“ ჯერ კიდევ 1925 წელს დაწერა, მაგრამ ის ოფიციალურად მხოლოდ 1987 წელს დაიბეჭდა. ერთი წლის შემდეგ კი ვლადიმერ ბორტკომ მისი ეკრანიზაცია მოახდინა. ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მრავალი ჯილდო დაიმსახურა.

3. ფორესტ გამპი / Forrest Gump (1994)

წიგნის ავტორი: უინსტონ გრუმი. ფილმის რეჟისორი: რობერტ ზემეკისი

ფილმის მთავარი გმირი კეთილი და გულუბრყვილო ბიჭია, არადა წიგნში ის აუტანელ ცინიკოსად არის დახატული. რეჟისორმა ცოტათი გადაუხვია რომანის ფაბულას და ფორესტ გამპი უწყინარ ადამიანად დახატა - ასე ის მაყურებელში უფრო მეტ სიმპათიას გამოიწვევდა. ასეც მოხდა: ფილმმა „ოსკარის“ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

4. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა / One flew over the cuckoo's nest (1975)

წიგნის ავტორი: კენ კიზი. ფილმის რეჟისორი: მილოშ ფორმანი

ფილმიც და წიგნიც მთავარი გმირის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. ჯეკ ნიკოლსონის გმირი არ ეთანხმება იქ არსებულ რეჟიმს და ცდილობს, მას შეებრძოლოს. რომანის ეკრანიზაცია წიგნის ავტორმაც კი გააკრიტიკა. ამის მიზეზი „მთხრობელის“ მეორე პლანზე გადაყვანა გახდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილმმა „ოსკარის“ 5 ჯილდო დაიმსახურა.

5. შინდლერის სია / Schindler's List (1993)

წიგნის ავტორი: ტომას კენილი. ფილმის რეჟისორი: სტივენ სპილბერგი

ფილმი ავსტრალიელი მწერლის ტომას კენილის რომანის „შინდლერის კიდობანის“ მიხედვით გადაიღეს. მასში ჰოლოკოსტისდროინდელი ამბებია აღწერილი. მთავარმა გმირმა, ოსკარ შინდლერმა პოლონეთსა და გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკებიდან 1200 ებრაელი დაიხსნა.

ეს ფილმი ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შავ-თეთრი ფილმი გახდა.

6. დიდი გეტსბი (2013)

წიგნის ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. ფილმის რეჟისორი: ბაზ ლურმანი

ფიცჯერალდის რომანის 5 ეკრანიზაცია არსებობს, მაგრამ 2013 წლის ფილმი განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა. და რისი ბრალია ეს - მთავარ როლში ლეონარდო დიკაპრიოს გამოჩენის თუ ძვირად ღირებული სპეცეფექტების? აშკარად ძნელი სათქმელია.

7. ნათლია / The Godfather (1972)

წიგნის ავტორი: მარიო პიუზო. ფილმის რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა

„ნათლია“ უდიდეს განგსტერულ ფილმად აღიარეს. მასში გავლენიანი მაფიოზური ოჯახის - კორლეონეების ისტორიაა ასახული.

მარლონ ბრანდოს მიერ შესრულებული მთავარი როლი „ოსკარით“ აღინიშნა, თუმცა მსახიობმა ამერიკის ძირძველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე პროტესტის ნიშნად მასზე უარი განაცხადა.

8. მექანიკური ფორთოხალი / A Clockwork Orange (1971)

წიგნის ავტორი: ენტონი ბერჯესი. ფილმის რეჟისორი: სტენლი კუბრიკი

ენტონი ბერჯესმა რომანის წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. რომანი-ანტიუტოპია ადამიანის აგრესიის რაობაზეა. ამ აგრესიას ციხეც კი ვერ ანელებს.

სტენლი კუბრიკს თავიდან წიგნის ენა არ მოეწონა და გადაღებები გაჭიანურდა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და არც უნანია: „მექანიკურმა ფორთოხალმა“ 5 ჯილდო და 16 ნომინაცია დაიმსახურა.

9. მწვანე მილი / The Green Mile (1999)

წიგნის ავტორი: სტივენ კინგი. ფილმის რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგის „საშინელებათა მეფის“ სახელი აქვს გავარდნილი, „მწვანე მილში“ უფრო მეტად მისტიკა და უსასოობაა, ვიდრე კოშმარი.

პოლ ეჯკომბი, ციხის ყოფილი ზედამხედველი, პატიმარ ჯონ კოფის ისტორიას გვიამბობს. ამ პატიმარს ზებუნებრივი უნარები ჰქონდა, მაგრამ ამ კეთილ ადამიანს, სამწუხაროდ, სასიკვდილო განაჩენი უსამართლოდ გამოუტანეს.

10. გაქცევა შოუშენკიდან (1994)

წიგნის ავტორი: სტივენ კინგი. ფილმის რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

სტივენ კინგის ნამუშევრის კიდევ ერთი საკულტო ეკრანიზაცია, რომელსაც დიდი ხანია, ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში ლიდერის პოზიცია უკავია.

მკვლელობისთვის დაპატიმრებული ენდი დიუფრეინი უარს ამბობს სამუდამო პატიმრობის მოხდაზე და შოუშენკიდან გაქცევის საკუთარ გეგმას დიდი სიზუსტით ახორციელებს.

🔰🔰🔰:

მერილ სტრიპის ფილმები

საუკეთესო ფილმები სიყვარულზე

5 ფილმი მარტოობაზე

5 ფილმი ვიქტორიანულ ეპოქაზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში