5 ფილმი, რომელიც მარტოობაზე აზრს შეგიცვლით
16:00 შაბ. 20 მარტი, 2021 წელი
მარტოობა ხომ მხოლოდ ფიზიკურად მარტო ყოფნას არ ნიშნავს. შეიძლება უამრავი ადამიანი გეხვიოს თავს და მაინც მარტოსული იყო. მაგრამ ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ... კინემატოგრაფი ამ საკითხის ძალიან ფართო პანორამას გვთავაზობს და ამ პრობლემას სხვადასხვა კუთხით გვანახვებს.
1. „ჯულიეტა“/ JULIETA, ესპანეთი, 2016
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
როლებში: ადრიანა უგარტე, როსი დე პალმა, ინმა კუესტა, მიშელ ჯენერი, დარიო გრანდინეტი, ემა სუარესი
ჯულიეტა აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი გაქრა. შვილის ძებნაში ის მშობლიურ ქალაქში მადრიდში ჩავა. იქ ეს მარტოხელა ქალი იხსენებს ახალგაზრდობას, სიყვარულს და იმ საშინელ ტრაგედიას, რომელმაც სულიერად დააშორა ქალიშვილს. ალმოდოვარი ჩვეული ოსტატობით აჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ უბრალო შემთხვევას დედას დააკარგვინოს შვილი და ადამიანი სამუდამო მარტოობისთვის გაწიროს.
2. „ლობსტერი“ / The Lobster, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, 2015
რეჟისორი: გიორგოს ლატიმოსი
როლებში: კოლინ ფარელი, რეიჩელ უაისი, ლეა სეიდუ
ფილმის სიუჟეტი მომავალში ვითარდება. მარტოხელა ადამიანებს იძულებით აგზავნიან საშინელ სასტუმროში, სადაც ისინი ვალდებულნი არიან, 45 დღის განმავლობაში იპოვონ წყვილი თავისნაირ მარტოხელებს შორის. და თუ ამას ვერ მოახერხებენ, მათ ცხოველად გადააქცევენ და ტყეში გაუშვებენ. დაბოლოს, კოლინ ფარელის ფანატებს წინ დიდი სიამოვნება გელით. ის მართლაც შეუდარებელია!!!
3. „მარსელი“ / The Martian, აშშ, 2015
რეჟისორი: რიდლი სკოტი
ჯესიკა ჩესტეინი, კეიტ მარა, სებასტიან სტენი, მეთ დეიმონი, კრისტენ უიგი, შონ ბინი
რიდლი სკოტისა და მეთ დეიმონის შესანიშნავი ტანდემი და შედეგად „ოსკარის“ 7 ნომინაცია.
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ მეთ დეიმონის გმირი ეკიპაჟს ჩამორჩება. ყველას ჰგონია, რომ ის დაიღუპა, მაგრამ მარკი გადარჩება და გონზე მოსული, აღმოაჩენს, რომ დედამიწასთან კავშირი დაკარგულია. მისი მიზანია 4 წელი გაძლოს ამ უცხო პლანეტაზე და ცოცხალი დახვდეს დედამიწიდან ჩასულ ახალ მისიას.
4. „მოსამართლე“ / The Judge, აშშ, 2014
რეჟისორი: დევიდ დობკინი
როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, რობერტ დიუვალი, ვერა ფარმიგა, ბილი ბობ ტორნტონი, ვინსენტ დ’ონოფრიო, ჯერემი სტრონგი
წარმატებული ადვოკატი მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე ჩადის და იგებს, რომ მამამისს, რომელიც ქალაქის მოსამართლეა, მკვლელობას აბრალებენ. ის გადაწყვეტს, დარჩეს და სიმართლე გაარკვიოს. მაგრამ, ამასთანავე, ის შეიცნობს საკუთარ თავს და მკაფიოდ დაინახავს, რა შორსაა უახლოესი ნათესავებისგან და რა მარტოხელაა თავად...
5. „ის“ / Her, აშშ, 2013
რეჟისორი: სპაიკ ჯონსი
როლებში: ჰოაკინ ფენიქსი, ლინ ა. ფრიდმანი, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უაილდი, ემი ადამსი
მთავარი გმირი აბსოლუტურად მარტოა, ის აცნობიერებს თავის მდგომარეობას, ეძებს საკუთარ თავს და კიდევ უფრო იხლართება თავის უინტერესო ცხოვრებაში. თეოდორი მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. მოწყობილობა აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით - ის სასიამოვნო მოსაუბრეა, თავისი განცდებითა და ინტერესებით. რაღაც დროის მერე, თეოდორი ხვდება, რომ შეყვარებულია. სამანტას საოცრად კარგად ესმის მისი და ალამაზებს მის მარტოობას. ის ეხმარება მამაკაცს, იპოვოს საკუთარი თავი, მაგრამ გასაგებია, რომ სამანტას გრძნობები რარარეალურია.
სკარლეტ იოჰანსონმა ამ ფილმით დაამტკიცა, რომ გენიალურ მსახიობს შეუძლია, მხოლოდ ხმითაც კი გენიალურად ითამაშოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან