ურთიერთობა

რას გულისხმობს ქალური სიბრძნე? - 10 თვისება, რომელიც ამას აჩვენებს

fun time

12:00 შაბ. 20 თებერვალი, 2021 წელი

ქალის ფსიქოლოგია

14
დაკოპირებულია

როგორ ცხოვრობს ჭკვიანი ქალი:

1. მისი სამყარო არ ბრუნავს მხოლოდ მამაკაცების გარშემო

ასეთ ქალს აქვს სამუშაო, საყვარელი ჰობი, ჰყავს მეგობრები, თუმცა ბედნიერების აუცილებელ ნაწილად მიაჩნია გვერდით ერთგული მამაკაცის ყოლა. უბრალოდ, ის ამ ყველაფერზე უარს არ იტყვის თავისი რჩეულის გამო.

2. მან იცის, რომ ტკბილ ტყუილს ყოველთვის მწარე სიმართლე სჯობს
არ ელოდება მამაკაცის ზარს უსასრულოდ და არ სჯერა ტყუილი დაპირებების. მას არასდროს უკეთია ვარდისფერი სათვალე.

3. დრამები მისთვის მიუღებელია
ჭკვიანი ქალი სხვების დასანახად არასდროს აწყობს ისტერიკას და ეჭვიანობის სცენებს. და ისიც იცის, რომ, თუ ქალი მამაკაცის გვერდით ცუდად გრძნობს თავს, ესე იგი, ის მისი მამაკაცი არ არის.

4. ენდობა საკუთარ ინტუიციას
ჭკვიანი ქალი ზუსტად გრძნობს ტყუილს. მისი მოტყუება რთულია და, საერთოდ, ამის ცდა არ ღირს.

5. აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი
ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის, როგორ გამოიყურებოდეს ელეგანტურად და სიტუაციის ადეკვატურად. ის არ მისდევს მოდის კაპრიზებს.

6. ცხოვრებაში თავისი პრინციპები აქვს
ჭკვიანმა ქალმა იცის, როგორ დაიცვას თავისი პრინციპები და ისიც, როდის უნდა წავიდეს კომპრომისზე.

7. შეუძლია პატიება
პატიებისა და შერიგების შემდეგ ჭკვიანი ქალი არასდროს გაიხსენებს ძველ წყენას, რადგან იცის, რომ შეცდომა შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს.

8. არ ცხოვრობს წარსულით
გამოცდილება - ეს არის ერთადერთი რამ, რაც ჭკვიან ქალს თავისი წარსულიდან მოჰყვება.

9. ჰარმონიაშია თავის სხეულთან
ჭკვიანი ქალი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ ორგანიზმზე, გარეგნობაზე და არავის აძლევს უფლებას, უკარნახოს, როგორ უნდა გამოიყურებდეს.

10. ყოველთვის ქალად რჩება
ჭკვიანი ქალი თავის ინდივიდუალურ, ცოტა სენტიმენტალურ, ოპტიმისტურ ხასიათსა და იმიჯს ინარჩუნებს ყოველთვის - კარიერული წარმატებისას თუ ასაკში შესვლისას. ასეთი ქალი კი არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ - დიდებული მანდილოსანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!