რობერ ოსეინი: მარინასთან დაშორების მიზეზი რუსული ოჯახის ყოფა გახდა

სიყვარულის ისტორიები

31 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

მარინა ვლადი და რობერ ოსეინი პარიზის ყველაზე გლამურულ წყვილად მიიჩნეოდნენ. მილიონობით მამაკაცისთვის სასურველმა „ჯადოქარმა“ და ქალთა გულთამპყრობელმა ჟოფრეი დე პეირაკმა, რომელსაც გუშინ, 30 დეკემბერს, 84 წელი შეუსრულდა, ერთმანეთი ევროპაში გაიცნეს. იქ ორივე რუსეთიდან ჩავიდა. აზერბაიჯანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე გულწრფელად საუბრობს...

„მამაჩემი სამარყანდში დაიბადა და ეროვნებით აზერბაიჯანელია. ჩემი ნამდვილი გვარი ჰოსეინოვია. დედა კიევში, მდიდარი ბანკირის ოჯახში იზრდებოდა და სმოლნის ინსტიტუტში სწავლობდა. ბაბუას, ბანკის გარდა, სანკტ-პეტერბურგში შემოსავლების სახლიც ჰქონდა და ოთახებს აქირავებდა. მისი მდგმურები, ძირითადად, ღარიბი სტუდენტები იყვნენ. ბაბუა მათ ფულითა და პროდუქტებით ეხმარებოდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუდენტებს ჟენევაში მყოფ ლენინთან ჰქონდათ კავშირი და ბაბუას მიცემული ფულის ნაწილი პროლეტარიატის ბელადთან მიჰქონდათ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბაბუა დააპატიმრეს და კინაღამ ჩამოახრჩვეს, მაგრამ კომისარი, რომელმაც დაკითხა, მისი ყოფილი მდგმური აღმოჩნდა და იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელსაც ბაბუასგან იღებდა, თავისუფლება და, ოჯახთან ერთად, უცხოეთში გასვლის უფლება მისცა. დედაჩემის ოჯახი, რუმინეთის გავლით, გერმანიაში გადავიდა, სადაც ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. გერმანიაში დედამ ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა გაიკეთა, მაგრამ ფაშიზმის მოსვლისთანავე, ყველაფერი მიატოვეს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ“.

ოსეინის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში სწავლა არასოდეს ჰყვარებია. ოჯახის ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული იყო, მუშაობა პატარა ასაკიდან დაეწყო. თავიდან კინოში სტატისტი იყო, 17 წლისამ კი პირველი როლი მიიღო პიესაში „ხულიგნები“.
რაც შეეხება ჟოფრეი დე პეირაკის როლს, ოსეინის თქმით, თავიდან ამ როლზე დათანხმებას არც აპირებდა.
„მე ბევრ ფილმში გადამიღეს და წარმატებული რეჟისორიც გახლავართ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მაინც ჟოფრეი დავრჩი. არადა, თავის დროზე ამ როლზე უარის თქმას ვაპირებდი. ახალგაზრდა, პოპულარული და რომანტიკული გმირის საბურველში გახვეული მსახიობი ვიყავი და ამ დროს პროდიუსერები მთავაზობდნენ კუზიანი მოხუცის როლს, რომელსაც მთელ სახეზე იარა აქვს და საშინლად კოჭლობს. პროდიუსერები დიდხანს ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას. მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო, ნებისმიერი იარა და კოსტიუმი ამერჩია და ჩემი პირობები შემეთავაზებინა. საბოლოოდ, მივაღწიე, რომ ჩემს გმირს იარა დაპატარავებოდა, კუზი მოეშორებინა და 10 წლით გაახალგაზრდავებულიყო. როგორც იცით, ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა. ამ სიუჟეტზე, ერთის ნაცვლად, ხუთი ფილმი გამოვიდა. „ანჟელიკას“ ეკრანებზე გამოსვლას სრული სიგიჟე მოჰყვა! პარიზში ქალებმა კინოთეატრი ვარდებით გაავსეს; ქუჩაში კისერზე მეკიდებოდნენ და ცდილობდნენ, ჩემი ფეხსაცმელები დაეკოცნათ. უფრო ასაკოვნები ჩემს მკერდზე ქვითინებდნენ...“

რაც შეეხება მარინა ვლადისთან ქორწინებას, ოსეინის თქმით, მის ცხოვრებაში რუსი მზეთუნახავის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
1955 წლის 23 დეკემბერს რობერ ოსეინი მარინა ვლადიზე დაქორწინდა.
წყვილმა ერთად ოთხი წელი იცხოვრა და ორი ვაჟი - პეტრე და იგორი შეეძინა. რობერმა მეუღლე ოთხ ფილმში გადაიღო, რომლებმაც მარინა ვლადი ცნობილ მსახიობად აქცია.
„მარინა პირველად რომ დავინახე, პატარა გოგონა იყო. მეგობარმა მსახიობმა პარიზის გარეუბანში მდებარე პოლიაკოვ-ბაიდაროვების სახლში მიმიპატიჟა. ოჯახში მყოფი ოთხი დიდან მარინა ნაბოლარა იყო - სიფრიფანა, ცისფერთვალება და წარმოუდგენლად ლამაზი 11 წლის გოგონა. ჩვენი შემდეგი შეხვედრა წლების შემდეგ შედგა. იმავე მეგობარმა ქალმა მთხოვა, ჩემი სპექტაკლის რამდენიმე ბილეთი დები პოლიაკოვებისთვის შემენახა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ დები ჩემს საგრიმიორო ოთახში შემოვიდნენ და მარინას დანახვაზე ჭკუა დავკარგე... მაშინ უკვე 16 წლის იყო და კიდევ უფრო საშინლად ლამაზი. დანახვისთანავე შემიყვარდა და იმ დღესვე მისი ფოტოებით დამშვენებული ჟურნალები ვიყიდე. ვფიქრობდი, როგორ მომეხიბლა ეს მზეთუნახავი და გადავწყვიტე, სათამაშოდ მიმეწვია ჩემს ფილმში „არამზადები ჯოჯოხეთში ხვდებიან“. რა თქმა უნდა, ეს თავხედობა იყო, რადგან ის უკვე ვარსკვლავი იყო, მე კი დამწყები რეჟისორი, მაგრამ დამთანხმდა და ფილმზე მუშაობა დავიწყეთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, რომანტიკულ გასეირნებებს ვაწყობდი, მაგრამ ერთხელ მითხრა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდები და ტყუილად ცდილობო. თუ გინდა, შენი ცოლი გავხდე, ოკეანე კოვზით უნდა დაცალოო და მე დავთანხმდი...  2 წლის შემდეგ, მარინა ჩემი ცოლი გახდა“.

რობერ ოსეინის ამბობს, რომ სიყვარულით შექმნილი ოჯახის დანგრევის მიზეზი დიდი რუსული ოჯახის ყოფა გახდა.
„ჩვენ პოლიაკოვების უზარმაზარ სახლში ვცხოვრობდით. სამოვართან ჩაის სმა, საუბრები, თამაში. ერთი სიტყვით, პარიზში გადატანილი დიდი, რუსული ოჯახის ყოფა, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა დაანგრია. მარინას დებთან, ოჯახთან და ჩვეულ ცხოვრებასთან განშორება არ უნდოდა. მე კი კოლმეურნეობაში ცხოვრება აღარ შემეძლო. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ოთხივე დაზე ერთდროულად ვიყავი დაქორწინებული. ჩხუბი და სკანდალები უკვე აუტანელი გახდა და ორმა პატარა ბიჭმაც კი ვერ შეძლო ჩვენი ოჯახის გადარჩენა. გაყრა ძალიან მტკივნეული იყო, რადგან მარინა ძალიან მიყვარდა“.


რობერ ოსეინს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა არ გაუწყვეტია. 


 


„ვხედავდი, როგორი ბედნიერი იყო ვისოცკისთან და როგორ განიცდიდა, როცა ის ამ ქვეყნიდან წავიდა. თანავუგრძნობდი, როცა მის ხელებში კიბოთი დაავადებულმა მეორე ქმარმაც სული დალია. ამჟამად მხოლოდ წერილებით ვეხმიანებით ერთმანეთს. ჩვენი შვილებიც სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. იგორი ჰაიტიზე მარგალიტების მოპოვებითაა დაკავებული, პეტრე კი მუსიკოსი გახდა. მე ბოლო 30 წელია, მსახიობ კანდის პატუსთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან ბედნიერი ვარ“.

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?