იცით თუ არა

რატომ არ იყენებენ „ზელიონკას“ არსად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა?

fun time

14:00 ორშ. 5 აპრილი, 2021 წელი

„ზელიონკა“ ჭრილობაზე

14
დაკოპირებულია

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებული ნებისმიერი ადამიანისთვის ეს მკვეთრი მწვანე შეფერილობის, სპირტის შემცველი ხსნარი კარგად ნაცნობია, სამაგიეროდ, დასავლეთში „ბრილიანტის მწვანეს“ დანახვა აღარ უნდათ და ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს...

„დიად საბჭოეთში“ ვერ აღმოაჩენდით ოჯახს, სადაც „ბრილიანტის მწვანე“ არ ინახებოდა, როცა მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა ამ მედიკამენტს აღარ მოიხმარდა.

ამ მოვლენის მიზეზების ძიებაში მცირე ექსკური უნდა შემოგთავაზოთ, საინტერესო ფინალით...

მე-19 საუკუნის შუა წლებში ევროპაში სეფსისით ყოველი მეათე მშობიარე ქალი იღუპებოდა.

ამ უდიდესი პრობლემის მიზეზი პირველად ვენის საავადმყოფოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგმა იგნაც ზემელვეისმა გააახმოვანა, რაც იმავე პერიოდში პარიზში მცხოვრებმა ლუი პასტერმაც გაიმეორა: დაავადებება შეიძლება გამოიწვიოს გარედან შეჭრილმა მიკროორგანიზმებმა!

ლუი პასტერის აღმოჩენის შემდეგ მედიცინაში ანტისეპტიკების ანუ ტკივილის ბაქტერიებთან ბრძოლის ეპოქა დაიწყო.

იმავე პერიოდში შეიქმნა სამედიცინო საღებავების ხაზი.

ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ქიმიკოსი უილიამ პერკინი მალარიის სამკურნალო პრეპარატის შექმნას ცდილობდა და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა. მოულოდნელად მან მკვეთრი იისფერი ნივთიერება მიიღო, რომელსაც მოგვიანებით, მოვეინი უწოდა. სხვადასხვა ფერის ორგანული საღებავები შექმნა, რომლებმაც ადვილად ჩაანაცვლა ნატურალური საღებავები.

ექიმებმა ახალი საღებავების გამოყენება მიკროორგანიზმებისგან შექმნილი პრეპარატებისთვის ფერის მისაცემად დაიწყეს, რათა მათი მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება უკეთ მოეხერხებინათ. სწორედ ასეთი დაკვირვებების დროს აღმოაჩინეს, რომ საღებავი მიკრობებს უკვალოდ სპობდა. ასე შეიქმნა სამედიცინო საღებავების ხაზი. „ზელიონკაც“ - სინთეტიკური საღებავია.

იმ დროისთვის სადეზინფექციო საშუალებად მერკუროქრომი, ბრილიანტის მწვანე, იოდის ხსნარი, ფენოლმჟავები და ფენოლი გამოიყენებოდა.

ამჟამად, მედიცინაში სხვა, გაცილებით თანამედროვე საშუალებებია, თუმცა ძველი და კარგად გამოცდილი ქლორი დღემდე გამოიყენება. სამაგიეროდ, დასავლეთში „ბრილიანტის მწვანეს“ დანახვა აღარ უნდათ.

სანამ ამის მიზეზებს გავარკვევთ, ჯერ ის გავარკვიოთ, რა არის ამ ხსნარში ასეთი ბრილიანტისებური?

მშრალი სახით, სპირტში გახსნამდე, ისინი მოოქროსფრო-მომწვანო გრანულებია და ლათინურად viridis nitentis, ანუ „ელვარე მწვანე“ ჰქვია. ფრანგულად თარგმნისას უცნობმა ქიმიკოსმა სიტყვა brillant გამოიყენა, რაც ფრანგულად ელვარეს ნიშნავს.

უკვე მრავალი წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერ ნაკაწრს, ჭრილობასა და დაჟეჟილობას ბრილიანტის მწვანეთი ვამუშავებთ. განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში.
გვიკვირს, როგორ ახერხებენ დასავლეთში ამ ჯადოსნური ხსნარის გარეშე არსებობას, მათ კი ჩვენი მწვანე ლეოპარდებივით გაფერადებული ბავშვების დანახვა აკვირვებთ.

რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე კოზლოვის განმარტებით, დასავლეთში მიღებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის დოქტრინა, „ზელიონკის“ მოლეკულური მოქმედების მექანიზმი კი ამ დრომდე უცნობია. ამის დასადგენად, საჭიროა რთული და ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარება, რასაც ასეთი ძველი პრეპარატისთვის არავინ გააკეთებს.

ამ კვლევების ჩატარებამდე კი იქაურ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეპარატი ბოლომდე შესწავლილი არ არის და რიგ შემთხვევებში ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

მოსკოვის კანის ვენერიული დისპანსერის მთავარმა ექიმმა პეტრე ბოგუშმა კიდევ ერთი მოსაზრება გააჟღერა. მისი თქმით, დასავლურ მედიცინაში ეფექტურობის გარდა, ესთეტიკური მხარეც მნიშვნელოვანია. თანაც იქ ფიქრობენ, რომ აუცილებელი არაა საკუთარი პრობლემებზე საღებავით ხაზგასმა. მსგავსი პრობლემების დროს, ამერიკელები ანტიბიოტიკებისგან დამზადებულ მალამოს ან ბეტადინთან ჩვეულებრივი შაქრის ნაზავს იყენებენ, რაც იოდის ერთ-ერთი შემადგენელია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი მწვანედ აჭრელებული პაციენტის დისკომფორტზე განსაკუთრებულად არავინ ნერვიულობს, თუმცა, ბევრი მედიკოსის აზრით, ძველი და კარგად გამოცდილი „ზელიონკა“ შაქრიან ბეტადინზე ეფექტური პრეპარატია. ესთეტიკური მხარე კი რამდენიმე დღე მოიცდის...

P.S. თუკი გსურთ ზელიონკას მოშორება კანიდან, იატაკიდან, ლინოლიუმიდან, ლამინატიდან - გამოიყენეთ სპირტი ან წყალბადის ზეჟანგი; ხოლო ქსოვილიდან ამოსაყვანად - საპნიანი წყალი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?