იცით თუ არა

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარული შეიყვაროთ

fun time

17:07 ორშ. 6 მაისი, 2024 წელი

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

14
დაკოპირებულია

წვიმის ხმა ბევრისთვის რომანტიკასა და სიმშვიდესთან ასოცირდება, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მათი აზრით, წვიმაში სეირნობა  განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან შეუძლია ჩვენი გონება დაამშვიდოს და უარყოფითი ემოციებისგან გაათავისუფლოს.

ალბათ გიგრძნიათ წვიმის დაწყებისას მშრალი მიწიდან ავარდნილი სუნი, რომელსაც პეტრიკორი ჰქვია. ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნული პეტრადან, რაც „ქვას“ ნიშნავს და ichor-გან, (ღვთაებრი სითხე). ტერმინი 1964 წელს, მეცნიერებმა იზაბელა ჯოი ბეარმა (ავსტრალია) და როდერიკ გ. თომასმა (დიდი ბრიტანეთი) ჟურნალ Nature-ში სტატიისთვის გამოიგონეს.

სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, წვიმის შემდეგ ქიმიური ნივთიერებების შეერთების გამო სპეციფიკური სუნი ჩნდება

საქმე ისაა, რომ ნალექის მოსვლამდე სიმშრალის პერიოშდი მცენარეები გამოყოფენ ზეთებს, რომლებსაც ნიადაგი შეიწოვს. წვიმის დროს ეს ზეთები ჰაერში ქიმიურ ნაერთ გეოსმინთან ერთად ადის და გამოსცემს სურნელს, რომელიც ყველას გვიყვარს.

წვიმაში სიარულის 7 სარგებელი:

1. წვიმის სუნი ამშვიდებს გონებას.

2. მაღალი ტენიანობა სასარგებლოა კანისა და თმისთვის. წვიმის წვეთები შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის კანს წმენდს.

3. იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წვიმიან ამინდში ვარჯიშით ან სიარულით გაცილებით მეტი კალორია იწვება, ვიდრე მშრალ და ცხელ ამინდში.

4. წვიმის წვეთები მტვერს და მიკრობებს შთანთქავს, ამიტომ წვიმაში სეირნობის დროს სუფთა ჰაერით დატკბებით.

5. წვიმაში სიარული განწყობას - ამ დროს ადამიანს წესების დარღვევის და თავაწყვეტილი მხიარულების სურვილი უჩნდება.

6. წვიმა გვეხმარება, რომ საკუთარ პრობლემებს მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედოთ.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყარო უფრო რაციონალური გახდა. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც წვიმაში სიარული მოსწონს.

გირჩევთ, ნუ მიბაძავთ მოსაწყენ ადამიანებს. იარეთ წვიმაში და გაიწმინდეთ გონება - გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისა და ემოციებისგან.

ესეც საინტერესოა:

მაუსინრამი- ადგილი, სადაც ყოველდღე წვიმს

„წვიმის გამყიდველი“ - ვინ იყო კაცი, ვისაც წვიმის გამოწვევა შეეძლო?

დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება

რატომ იკრძალება აშშ-სა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?