+18

8 ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ერექციაზე

fun time

23:00 შაბ. 27 ნოემბერი, 2021 წელი

რა მოქმედებს ერექციაზე

14
დაკოპირებულია

მამაკაცების უმეტესობას საკუთარი ჯანმრთელობა „მიშვებული აქვს“, სანამ რაღაც სერიოზულად არ დაშავდება.  „მამაკაცებმა მშვენივრად იციან, რომ მათი ცხოვრების წესი ჯანმრთელობას აზიანებს, მაგრამ სანამ პრობლემები ერექციაზე არ აისახება, არაფერს ცვლიან,“ - ამბობს იელის უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი და კარდიოვასკულური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის დამფუძნებელი ჩარლზ უოკერი. 

საბედნიეროდ, ერექციულ დისფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა ადვილია, თუ ამ 10 მარტივ რჩევას გაითვალისწინებთ.

1. ღიპი

გახსოვდეთ,რომ დიდი ღიპი მამაკაცურ ძალას საფრთხეს უქმნის. მამაკაცებში, რომელთა წელის შემოწერილობა 99 სმ-ზე მეტია, ერექციული დისფუნქციის ალბათობა ორჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში, რომელთა წელის შემოწერილობა 89 სმ-ზე ნაკლებია. გაითვალისწინეთ, რომ მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი ტესტოსტერონის დონის დაქვეითებასთან და ანთებით პროცესებთან ასოცირდება.

2. თამბაქო

„ყველამ იცის, რომ მოწევა ჯანმრთელობას აზიანებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მოწევასა და ერექციულ დისფუნქციას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს“, - ამბობს უოლკერი. მოწევა სისხლძარღვების კედლებზე მოქმედებს, რაც პენისის კუნთებზე გავლენას ახდენს და სისხლის ნაკადს ამცირებს.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწეველებში ერექციული დისფუნქციის საფრთხე 51%-ით მაღალია. კვლევებმა დაადასტურეს, რომ მავნე ჩვევის მიტოვებიდან ერთი წლის შემდეგ, მამაკაცების 25% ერექცია და ზოგადად, პოტენციალი გაუმჯობესდა.

3. სტრესი

„სამსახურში სტრესული გარემო, შფოთვა და ნერვიულობა ერექციული დისფუნქციის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“ - ამბობს უოლკერი. ყველაფერი შფოთვის დონეზეა დამოკიდებულია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.

4. უძილობა

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის თანახმად, ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცებში დღე-ღამის განმავლობაში 5 საათმა ძილმა ღამეში შეიძლება ტესტოსტერონის დონე 10%-ით შეამციროს.

„ძილი თავისუფალ ტესტოსტერონზე მოქმედებს, რომელსაც ორგანიზმი სექსუალური ფუნქციის შენარჩუნებისთვის იყენებს“, - განმარტავს უოლკერი. გარდა ამისა, სრულფასოვანი ძილი ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ერექციისთვის. ჯანმრთელ მამაკაცს დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ, 6 საათი უნდა ეძინოს, თუმცა უმჯობესია თუ ამ დროს 7-8 საათამდე გაზრდით.

5. იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე

თურქმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებში ღრძილების დაავადების რისკი სამჯერ მაღალია. „პირის ღრუში არსებულმა ბაქტერიებმა შეიძლება, სისხლში შეაღწიონ და სისხლის მიმოქცევის პრობლემები გამოიწვიონ. კბილების დღეში ორჯერ გახეხვით და კბილის ძაფის რეგულარული გამოყენებით პირის ღრუში პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

6. ალკოჰოლი

ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სიმთვრალის დროს ერექცია უფრო რთულად მისაღწევი და უხარისხოა. ჟურნალში Journal of Sexual Medicine გამოქვეყნებული სტატიის თანახმად კი ალკოჰოლზე დამოკიდებულება ერექციული დისფუნქციის რისკს ზრდის. საბედნიეროდ, სრული აკრძალვა აუცილებელი არაა - მთავარია, ზომიერების დაცვა შეძლოთ.

7. ღალატი

კაცებო, გამოგიცდიათ სირცხვილის გრძნობა ღალატის შემდეგ? ჩარლზ უოკერი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში სირცხვილის გრძნობა შფოთვად იქცევა, რაც თავის ტვინში ქიმიურ ცვლილებებს იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, ერექციაზე უარყოფითად მოქმედებს.

8. ლეპტოპი მუხლებზე

არსებობს ვარაუდი, რომ მუხლებზე ხანგრძლივად დადებული ლეპტოპის ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე. საქმე ისაა, რომ სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ და სწორედ ამიტომ არიან სხეულის გარეთ. სათესლე ჯირკვლების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში ტესტოსტერონის დაქვეითება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ უარყოფითად იმოქმედებს ერექციაზე. თუმცა, თუკი დანარჩენ ფაქტორებს გაითვალისწინებთ, მუხლებზე დადებული ლეპტოპი ყველაზე ნაკლებად დაემუქრება თქვენს მამაკაცურ ძალას.

ესეც საინტერესოა 👇

როგორ და რატომ იგონებს მამაკაცი ორგაზმს?

Wi-Fi იმპოტენციას იწვევს - მითია თუ რეალობა?

იმპოტენციის ნიშნები - რაზე მიგვითითებს მამაკაცის სიარულის მანერა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში