აღგზნების საშუალებები - პროდუქტები, რომლებიც სახლში გაქვთ
00:10 შაბ. 15 იანვარი, 2022 წელი
ქალის ორგაზმი რთული ფენომენია: სიამოვნების მისაღებად საჭიროა ატმოსფერო, შესაფერისი პარტნიორი, განწყობა და ორგანიზმის მზადყოფნა... ამ უკანასკნელისთვის ეს პროდუქტები გამოგადგებათ:
ზეითუნის ზეთი
ხომ არ დაფიქრდით, რა შუაშია ზეითუნის ზეთი ორგაზმთან? აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთი ტესტოსტერონის დონეს ზრდის და თუკი ფიქრობთ, რომ ეს ჰორმონი მხოლოდ კაცებს სჭირდებათ, ძალიან ცდებით. ზეითუნის ზეთი თქვენს ლიბიდოსაც აუცილებლად მოუტანს სარგებელს.
ცხარე წიწაკა
წიწაკა თქვენს ორგაზმზე საუკეთესოდ იმოქმედებს. პირველ რიგში, წიწაკა ახურებს სხეულს და გვამზადებს სექსისთვის. მეორე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას - მათ შორის, საშოს მიდამოებში. ხოლო როდესაც სისხლი მგრძნობიარე ორგანოებს ძლიერად მიეწოდება, სექსი შეუდარებელია.
ნიორი
მიუხედავად იმისა, რომ ნიორი სულ ბოლო პროდუქტია, რომელიც სექსთან კონტექსტში თავში მოგივათ, მაინც გეტყვით, რომ ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით ალიცინს, რომლის დახმარებითაც სისხლის მიმოქცევა სასქესო ორგანოებში ძლიერდება. შესაბამისად, ძლიერდება აღგზნებადობაც. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსი ნივრის არომატის ფონზე.
თხილი
თხილი ყველაზე კარგად მოქმედებს სიამოვნების ხარისხზე, რადგან მასში შემავალი ომეგა-3 ქალის ლიბიდოს აძლიერებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს გემრიელობა კალცის, ფოსფორისა და კალიუმის წყაროა, რაც ქმნის პატარა ენერგეტიკულ საწარმოს, ხოლო ენერგია კარგი სექსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
შოკოლადი
რა თქმა უნდა, შოკოლადის გარეშე არაფერი გამოვა! თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია შავ შოკოლადზე. ის შეიცავს ფენილეტილამინს, რომელიც ორგანიზმის მოდუნებას, დაკმაყოფილებასა და სიამოვნებას უწყობს ხელს. ამაღლებს განწყობას, ამცირებს სტრესს და არეგულირებს სექსუალურ სურვილს.
ბანანი
ბანანი B ვიტამინის ჯგუფის ნამდვილი წყაროა, რომელიც ჰორმონების სინთეზში აუცილებლად მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანია სეროტონინი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც განწყობასა და სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი.
🔰:
როგორ განვიცადოთ ორგაზმი - 5 რჩევა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან