+18

ქალის ვირტუოზულად გახდის 6 წესი

fun time

23:00 შაბ. 31 ივლისი, 2021 წელი

ქალის გახდის წესები

14
დაკოპირებულია

გგონიათ, რომ იცით, როგორ უნდა გახადოთ ქალს სწორად სამოსი? აბა, გადაამოწმეთ თქვენი „ცოდნა“.

1. ჩააქრეთ შუქი

გახდის ნებისმიერი პროცესი მაღალი განათების ფონზე, ალბათ, უფრო ექიმთან ვიზიტთან ასოცირდება და ქალებში შფოთვას იწვევს. ამიტომ, თუკი გადაწყვიტეთ, ქალს სამოსი გახადოთ, იზრუნეთ რომანტიკულ განათებაზე.

კაშკაშა მზის შემთხვევაში, ოთახი ფარდებით დააბნელეთ, ხოლო ჭერზე დამონტაჟებული ელექტროგანათება მაგიდაზე დასადგამი განათებით ან სულაც, სანთლებით ჩაანაცვლეთ.

2. გაუფრთხილდით სამოსს

ფილმებში ძალიან ხშირად გვინახავს, როგორ გლეჯენ სხეულიდან სამოსს „დამშეული წყვილები“ ერთმანეთს (არა, არ ვგულისხმობთ ფილმებს ზომბებზე, საუბარია ეროტიკულ ფილმებზე), ისე, რომ საერთოდ არ უფრთხილდებიან სამოსის ნაკერებს, ელვა შესაკრავებს ან ღილებს.

აღმოჩნდა, რომ რეალობაში ეს ხერხი აბსოლუტურად არ მუშაობს. იშვიათად შეხვდებით ქალს, რომელსაც გაუხარდება ტანსაცმლის ველურად გახდა და იმ კაბის გაფუჭება, რომლის შესაძენად ის მთელი თვე, შეიძლება, „წელებზე ფეხს იდგამდა“.

ამიტომ იყავით განსაკუთრებით აკურატული, როდესაც ქალს სამოსის გახდას დაუწყებთ. ნუ დაიზარებთ და ყურადღებით გაუხსენით ყველა ღილი... ბოლომდე.

3. ნუ გახდით ქალს საცვალს

როდესაც ქალს სვიტერს, როლინგს, ჯემპრს, შარვალს, რეიტუზსა და წინდებს გახდით, დაინახავთ, რომ ის საცვლის ამარა დარჩა. და თუკი მას ელეგანტური საცვალი აცვია (და ამას მარტივად მიხვდებით), ნუ დაიწყებთ მის დაუყოვნებლივ გახდას. სავარაუდოდ, ეს ელეგანტური საცვალი მან სპეციალურად თქვენთვის ჩაიცვა. ამიტომ სჭირდება გარკვეული დრო თქვენთვის თავის მოსაწონებლად.

ასე რომ, როდესაც ქალი მხოლოდ მიმზიდველ და საოცრად სექსუალური საცვლის ამარა დარჩება, შეგიძლიათ, გახდის პროცესი ოდნავ შეანელოთ. ისარგებლეთ პაუზით, აკოცეთ, სასმელი მიაწოდეთ...

4. გაიხადეთ წინდები

იმის შესახებ, რომ სექსის დროს კაცს წინდები არ უნდა ეცვას, ადრე ვისაუბრეთ და შევთანხმდით. მაგრამ ახლა კაცებზე არ ვსაუბრობთ. გახადეთ წინდები ქალსაც. ზოგიერთი ენთუზიასტი ჩქარობს ქალზე სამოსის გახდას, მაგრამ წინდები ავიწყდება.

ალბათ, ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც ქალს შარვალს ხდით და წინდა ქუსლზე გაეჭედება, შემდეგ კი, სახეზე გაწითლებულები, ორივე ცდილობთ, იხსნათ ტყვეობიდან საცოდავი, გაჭედილი წინდა. ამიტომ, თუკი ქალს ჯინსის შარვალი აცვია, დადექით მუხლებზე, ჯერ წინდები გახადეთ, შემდეგ კი, აუჩქარებლად ჩამოაცურეთ მისი სხეულიდან შარვალი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს მთავარია, ქალს თვალებში უყურებდეთ.

5. ნუ იქნებით ჭკვიანი ბიჭის როლში

თუკი ქალს აცვია საცვალი წარწერით, რომლის აზრსაც არ ეთანხმებით, ნუ შეიმჩნევთ და ამ თემაზე ხუმრობასაც არ გირჩევთ: პარტნიორს რომანტიკულ განწყობას გაუფუჭებთ. იგივე შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ, თუკი ქალის წინდაზე ნახვრეტს აღმოაჩენთ, ნუ შეიმჩნევთ, დაიჭირეთ თავი ისე, თითქოს არაფერი დაგინახავთ.

6. დაუთმეთ ბიუსტჰალტერს

თუკი უკვე 15 წუთია, ცდილობთ, გახსნათ ქალის ბიუსტჰალტერის შესაკრავი, წადით კომპრომისზე. დიახ, ბიუსტჰალტერთან შეწინააღმდეგება არ ღირს. დაუთმეთ ეს პროცესი ქალს, სანამ იმ კაცების სიაში შეხვალთ, რომლებზეც ქალები ჭორაობენ და მის მოუხერხებლობაზე იცინიან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში