მეცნიერების რჩევა კაცებს: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სექსის შემდეგ უნდა მიიღოთ
19:56 სამ. 28 ივნისი, 2022 წელი

ბრიტანელი უროლოგებისა და სექსოლოგებისა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უმჯობესია, რომ მამაკაცებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც კრეატიულობა სჭირდება, სექსის შემდეგ მიიღონ. როგორც ირკვევა, სქესობრივი აქტის შემდეგ ჰორმონალური აფეთქება ხდება, რაც გონებრივი მუშაობისთვის უკეთეს პირობებს ქმნის.
დაოისტმა ბერებმა საუკუნეების წინ შენიშნეს, რომ სექსის შემდგომი მდგომარეობა გონების განათებას წააგავს. ისინი ამ მომენტს ძალიან აფასებდნენ, შესაბამისად, ქალებთან შეხვედრები და ინტიმური ურთიერთობები სასარგებლოდ მიაჩნდათ.
ახლახან კი ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს მხოლოდ ემოციები კი არა, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. სქესობრივი კავშირის შემდეგ სისხლში სამი ჰორმონის: დოფამინის, ენდორფინისა და ოქსიტოცინის ძლიერი კოქტეილი წარმოიქმნება. ის არა მხოლოდ განწყობას აუმჯობესებს, არამედ ყურადღების კონცენტრაციაში ეხმარება.
გარდა ამისა, სექსი სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს ამცირებს. სექსის შემდეგ ადამიანი თავს უფრო გაწონასწორებულად გრძნობს და ეს იდეალური დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
მაგრამ მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს თეორია ყველასთვის არ მუშაობს: არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც სექსის შემდეგ უბრალოდ დაძინება სურთ. არიან ისეთებიც, რომლებიც ე.წ პოსტკოიტალური დისფორიაში ანუ დეპრესიაში ვარდებიან. ეს მელანქოლიის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი ენერგიას კარგავს.
2010 წელს ეს ფენომენიც შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ პოსტკოიტალური დისფორია სექსუალურად აქტიური მამაკაცების 33 %-ს ტანჯავს. სუსტი სქესის წარმომადგენლებში ეს მდგომარეობა არც ისე მკვეთრად გამოხატულია და ზოგადად, სექსში ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან