+18

როგორ შეიქმნა პირველი ვიბრატორები და რას მკურნალობდნენ მისი დახმარებით?

fun time

23:00 პარ. 9 აპრილი, 2021 წელი

პირველი ვიბრატორები

14
დაკოპირებულია

დღეს ამ მოწყობილობის ერთადერთი ფუნქცია სიამოვნების მინიჭებაა, თუმცა სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ ვიბრატორი მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ გაუჩნდათ ვიქტორიანული ეპოქის ექიმებს „გენიტალიების ვიბრომასაჟისტის“ იდეა და როგორ იქცა იმად, რაც ახლა არის.

მე -19 საუკუნის ბრიტანეთში ბევრი ქალი იტანჯებოდა დაავადებით, რომელსაც ისტერიკა უწოდეს. დაავადების მთავარ სიმპტომებად ითვლებოდა ქრონიკული შფოთვა, გაღიზიანება და დისკომფორტი მუცლის არეში. ექიმების აზრით, დაავადების გამომწვევი მიზეზი საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა იყო. სინამდვილეში, სექსუალური სიამოვნების სიხარულს მოკლებულ ქალებს სრულიად სხვა დაავადება ჰქონდათ.

მაგრამ იმ შორეულ დროს მამაკაცებს არა მხოლოდ ქალების არჩევნებში მონაწილეობა, არამედ მათი სექსუალური აღგზნების უნარიც აეჭვებდათ. სექსის მოთხოვნილება მხოლოდ მამაკაცის უნარად ითვლებოდა. შესაბამისად, ფიქრობდნენ, რომ სექსის სურვილი მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა, ქალებისთვის ეს უსიამოვნო, მაგრამ გამრავლებისთვის აუცილებელი მოვალეობა იყო.

ისტერიკა ითვლებოდა დაავადებად, რომელსაც სექსთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ჩვენი სტანდარტებით მისი მკურნალობა საკმაოდ უცნაური იყო: ექიმები პაციენტებს მკურნალობის მიზნით სასქესო ორგანოების მასაჟს უნიშნავდნენ, თანაც ასეთ მასაჟს თავად ექიმი უტარებდა, საკუთარი ხელით. მასაჟის მიზანი იყო პაციენტის „ისტერიულ პაროქსიზმამდე“ მიყვანა. ეს იყო მდგომარეობა, რომლის დროსაც ზოგი ქალი კვნესოდა, ზოგი ტიროდა.. ამ დროს ქალის ზურგი რკალივით იხრებოდა, ხოლო საშოს კუნთები ძლიერად იკუმშებოდა. მასაჟის შემდეგ, ყველა ქალი შვებას და კმაყოფილებას გრძნობდა და ავადმყოფობა უკან იხედვა… ახალ შეტევამდე.

მიუხედავად იმისა, რომ მასაჟი ექიმებისთვის უაღრესად მომგებიანი პროცედურა იყო და მასზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მათ ეს საერთოდ არ მოსწონდათ. პირიქით, სამედიცინო დღიურების თანახმად, ექიმების უმეტესობისთვის ეს პროცესი მომაბეზრებელი, შრომატევადი და დამღლელი აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, ვიქტორიანულ ეპოქაში ნებისმიერ გამოგონებას მიესალმებოდნენ, რომელიც ხელით შრომას ამსუბუქებდა.

ასე გაჩნდა მექანიზმის შექმნის იდეა, რომელიც მასაჟს ნაკლებად შრომატევადს გახდიდა.

მე -19 საუკუნის შუა წლებში პირველი ვიბრატორების შესაქმნელად ექსპერიმენტები დაიწყო. პირველი ქარხნული ვიბრატორები საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა - მექანიზმი მოქმედებას ძალიან სწრაფად ასრულებდა და პაციენტი კულმინაციამდე მისვლას ვერ ასწრებდა.

1860-იან წლებში გამოიგონეს ფრანგული „გენიტალიების შხაპი“, რომელიც წყლის ნაკადს კლიტორისკენ მიმართავდა. პროცედურის დაწყებიდან დაახლოებით, 4 წუთში „პაროქსიზმი“ დგებოდა. არცთუ ცუდი მიღწევაა.

1870-იანი წლების შუა წლებში პირველი ორთქლის „მანიპულატორი“ გამოჩნდა. გარეგნულად ის საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა. მანიპულატორი შედგებოდა მაგიდისგან, სადაც პაციენტი წვებოდა, ფეხებს შლიდა და ვიბრაციულ სფეროს საჭირო ადგილზე ირგებდა.

მოწყობილობა რთული და მოუხერხებელი იყო, ამიტომ გამომგონებლებმა გადაწყვიტეს, რომ ექსპერიმენტები გაეგრძელებინათ. 1880-იანი წლების დასაწყისში ლონდონელმა ექიმმა მორტიმერ გრანვილმა პირველი ელექტრომექანიკური ვიბრატორი დააპატენტა. ეს იყო გამოგონება, რომელიც ელექტროუთოს და მტვერსასრუტს ათწლეულებით უსწრებდა.

თავდაპირველად, ვიბრატორი მხოლოდ ექიმების კაბინეტებში იდგა - მას მაცივრის ზომის გენერატორის დახმარებით ამუშავებდნენ, მაგრამ უკვე არსებობდა სახლის ვიბრატორის დამზადების იდეა. ეს უნდა ყოფილიყო უფრო პატარა და მარტივი მოწყობილობა. მართლაც, „პორტატული ვიბრატორის“ ადრეული ვერსიები ჩვეულებრივ თმის საშრობს ჰგავდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ბაზარზე სულ მცირე, 50 ვარიანტი იყიდებოდა.

მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვიბრატორმა ქალის გონება (და სხეული) მთლიანად დაიპყრო. ქალების ჟურნალები სავსე იყო ვიბრატორების რეკლამებით სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად. მათ უბრალოდ „მასაჟორებს“ (სხვათა შორის, მათი გამოყენება ამ მიზნითაც შეიძლებოდა) ან „ქალების სასიამოვნო თანამგზავრებს“ უწოდებდნენ.

1909 წელს ცნობილმა ჟურნალმა Good Housekeeping რამდენიმე ვიბრატორის მოდელის მიმოხილვა გამოაქვეყნა, ხოლო 1906 წელს ჟურნალ Woman's Own- მა საკმაოდ გულწრფელად დაწერა: ის უფრო ხანგრძლივად, თანაბრად და ღრმად მუშაობს, ვიდრე ხელი. ზუსტად იმდენხანს, რამდენიც გსურთ“.

თუ აცნობიერებდნენ ქალები რას ყიდულობდნენ? როგორ მოხდა, რომ ვიბრატორის გამოყენების დროს მიღებული სიამოვნება არანაირად არ ასოცირდებოდა ორგაზმთან?

ძალიან მარტივად. ამ პერიოდში მოღვაწე ექიმების აზრით, ორგაზმის მიღება მხოლოდ მამაკაცთან სიახლოვის შედეგად მიიღწეოდა და სხვა ვარიანტები არც განიხილებოდა.

1920-იანი წლების ბოლოს ვიბრატორები პირველ პორნო ფილმებში გამოჩნდა. შემდეგ „მასაჟორები“ დროებით თვალს მიაფარეს. ისინი ვიტრინებში მხოლოდ 1960-იან წლებში აღმოჩნდნენ. ამასთან, თუ Shere Hite–ის მიერ 1970 წელს ჩატარებულ კვლევას ვენდობით, მათ მხოლოდ ქალების 1% იყენებდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიბრატორები მამაკაცებმა შექმნეს, ეს გასაკვირი არაა. მათ საკუთარი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე თუ როგორი „სათამაშო“ ანიჭებს ქალს სიამოვნებას. მათი აზრით, ეს „სათამაშო“ დიდი უნდა ყოფილიყო.

ვიბრატორი სექსუალური სცენაზე მხოლოდ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაბრუნდა. შეიქმნა Rampant Rabbit მოდელი, რომელიც საშოს და კლიტორის ერთდროულ სტიმულირებას გულისხმობს.

ახლა ბაზარზე ნებისმიერი გემოვნების მრავალფეროვან მოდელებს იხილავთ. ისინი ზომით, ფერით, მასალითა და ფორმით განსხვავდებიან, მაგრამ მთავარი აერთიანებთ - სიამოვნების მინიჭება შეუძლიათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში