შესაძლებელია თუ არა სექსი კოსმოსში?
23:00 შაბ. 18 ივნისი, 2022 წელი

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ შესაძლებელია თუ არა სიყვარული კოსმოსში? ეროტიკული სცენები სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან შთამბეჭდავია, მაგრამ რეალობა ფილის სცენარისგან ძალიან განსხვავდება.
ლიბიდოს დაქვეითება, ერექციასთან დაკავშირებული სირთულეები და უწონადობის დაძლევა - ეს პრობლემების ნაწილია, რომელიც ასტრონავტებს ელით. ამას ისიც ემატება, რომ კოსმოსურ ხომალდებზე მკაცრი სამუშაო გრაფიკია და სექსისთვის არავის სცალია - ასტრონავტებმა უწონადობის პირობებში სხეულის კონტროლი უნდა ისწავლონ.
გარდა ამისა, მიკროგრავიტაციიდან გამომდინარე, პარტნიორთან შეჯახებას მყისიერად სხვადასხვა მიმართულებით დაშორება მოჰყვება, ამ დროს კი სწორი პოზების შერჩევა და მოძრაობების კოორდინაცია ძალიან რთულია.
გარდა ამისა, ხომალდის სივრცე ძალიან შეზღუდულია. ძნელია მოდუნება გარემოში, სადაც კოლეგები მუშაობენ.
ბოლო კვლევების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასტრონავტების სხეულში საოცარი ცვლილებები ხდება - მათ სისხლძარღვებს და კუნთებს უზარმაზარი დატვირთვა აწვება და გულის ზომა მცირდება.
აქედან გამომდინარე, ასტრონავტებს შესაძლოა ერექციის პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოსმოსის ათვისებასთან ერთად ადამიანები ისწავლიან უწონადობის პირობებთან შეგუებას. ამ შემთხვევაში, კოსმოსში სექსი შეიძლება რეალურობა გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან