+18

„თექვსმეტი პოზა“ - პირველი ევროპული პორნოგრაფია

fun time

23:00 შაბ. 13 თებერვალი, 2021 წელი

ჯულიო რომანოს შურისძიება
14
დაკოპირებულია

ვატიკანში, პაპის სასახლის სტუმრებს აუცილებლად აჩვენებენ რაფაელ სანტის ფრესკებით მოხატულ ოთხ ოთახს, რომლებიც ტურისტებს შიშისმომგვრელი დიდებულებით აოცებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ადრე ამ კედლებს სრულიად სხვა, ეროტიკული სურათები ამშვენებდა. ამჟამად სურათების კვალი გამქრალია, მაგრამ ისინი ისტორიაში დარჩნენ პირველი, ძალიან თამამი წიგნის სახით. 

კონსტანტინის დარბაზი ამ ოთახებში ყველაზე დიდია. აქ ასახულია სცენები რომის პირველი იმპერატორის, კონსტანტინეს ცხოვრებიდან, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. ხელოვნების ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ამ კედლებს ადრე სხვა, უხამსი ნახატები ამშვენებდა.
კონსტანტინეს დარბაზის მოხატვის დროს რაფაელი გარდაიცვალა და ოთახი მისმა სტუდენტებმა ჯულიო რომანოს ხელმძღვანელობით მოხატეს.

შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების დაგვიანების გამო, მან პაპ კლემენტ VII- ზე შური იძია და დარბაზის კედლებზე გამოჩნდა სხვადასხვა ეროტიკულ პოზაში მყოფი წყვილის 16 ნახატი. იმ დროს ეს ისეთი სიგიჟე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აღორძინების ეპოქაში ხორციელი სიხარული, ხელოვნება და კათოლიკური ეკლესია ისევე მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული, როგორც საყვარლები რომანოს ნახატებში.

ხმები დადიოდა, რომ პაპი ლეო X- ის დროს რაფაელი კარდინალი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ის საყვარელ ქალთან ბობოქარი ღამის შემდეგ ნაადრევად გარდაიცვალა. მისი ჩანაწერების თანახმად, ეკლესიის ან მისი მოხელეების საკუთრებაში მყოფ სახლებში ხშირად იმყოფებოდნენ უგვარო ახალგაზრდა ქალები, სავარაუდოდ, ეკლესიის მმართველთა საყვარლები. ისინი მშვიდად და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ თავიანთი საყვარლების გვერდით.

ვატიკანის კედლებზე ეროტიკული ხელოვნება ახალი არ იყო. 1516 წელს კარდინალი ბაბიენა ეკლესიის ისტორიაში შევიდა იმით, რომ რაფაელს სააბაზანო ოთახები შიშველი ნიმფებით მოახატინა.

მაგრამ, თუ სააბაზანო ოთახი კარდინალის საკუთრებას წარმოადგენდა, კონსტანტინეს დარბაზი საჯარო ადგილი იყო. რომანოს ნახატები გაანადგურეს. ისინი არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა მარკანტონიო რაიმონდი. ნიჭიერმა გრავიორმა და მბეჭდავმა დააკოპირა რომანოს ეროტიკული სურათები. „ თექვსმეტი პოზა“ - ასე ეწოდებოდა ამ გრავიურებიან ბროშურას, რომლის გაყიდვაც დაიწყეს რომის გარშემო.

გრავიურების გულწრფელობით შთაგონებულმა პოეტმა და სატირიკმა პიეტრო არეტინომ გადაწყვიტა საკუთარი წვლილიც შეეტანა.

თითოეული გამოსახულებისთვის მან შექმნა სცენის აღმწერი სონეტი. მისი სიტყვები და რაიმონდის სცენები გაერთიანებული იქნა წიგნში, რომელიც მკითხველს ესალმებოდა შემდეგი სიტყვებით:

„მოდით ნახეთ! ეს თქვენ ხართ - ისინი, ვისაც უყვარს და არ აქვს ბარიერი ამ ტკბილ საქმიანობაში“.

წიგნს ბევრი დასახელება ჰქონდა: „არეტინოს პოზები“, „თექვსმეტი პოზა“, „სასიყვარულო პოზები“. ხალხს უყვარდა ეს წიგნი. რომანომ, რაიმონდიმ და აპეტინომ საბეჭდი დაზგის დახმარებით შექმნეს პირველი ბეჭდვითი
პორნო-ბლოკბასტერი.

მათი ნამუშევარი მაშინვე გახდა ცნობილი. ადამიანები მთელს ევროპაში სოლიდურ თანხებს იძლეოდნენ ან სკანდალური წიგნისთვის.

„თექვსმეტი პოზა“ მხოლოდ კომერციულ წარმოებად არ ქცეულა. ეს იყო მასობრივ კულტურაში მოხვედრილი ერთ-ერთი იშვიათი პორნოგამოცემა. ეს წიგნი, შექსპირის პიესაშიც კი არის მოხსენიებული.

უკანონოდ დაბეჭდილი ამ წიგნის ასლები ას წელზე მეტი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა პოპულარობას.

სინამდვილეა ის ფაქტი, რომ ეკლესია და ხელისუფლება დევნიდა და ანადგურებდა წიგნის ეგზემპლიარებს ისეთივე ენთუზიაზმით, როგორითაც მათ იძენდნენ ადამიანები. ისტორიამ არ შეინახა რაიმონდის გრავიურების ორიგინალები, ბრიტანეთის მუზეუმში არსებული რამოდენიმე ფრანგმენტის გარდა, სადაც გენიტალიებია მოშორებული.

ამჟამად ცნობილი „თექვსმეტი პოზა“ - ორიგინალის შედარებით გვიან გადახატული ასლია. „თექვსმეტი პოზა“ ახალი ჟანრის, ეროტიკული ლიტერატურის საფუძველი გახდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მაზოხიზმის ანატომია - რატომ სიამოვნ...

მაზოხიზმის ანატომია

სექსთან დაკავშირებული 5 ყველაზე უცნ...

სექსი და აკრძალვები

მეცნიერების რჩევა კაცებს: მნიშვნელო...

სექსის შემდეგ

შესაძლებელია თუ არა სექსი კოსმოსში?

სექსი და კოსმოსი

რაში სჭირდება ქალს ორგაზმი?

რაში სჭირდება ქალს
ორგაზმი?

რა იწვევს სექსის დროს სიკვდილს?

ვისთვის არის სექსი
სახიფათო

რამდენი სექსი სჭირდება კაცს ბედნიერ...

სექსუალური აქტის
ხანგრძლივობა

ფოტოები ნიუ-იორკული პორნოს გადასაღე...

ფოტოები ნიუ-იორკული
პორნოს გადასაღები
მოედნიდან

როგორია ვნებიანი ქალი

ფოტოგრაფ კრისტინა
კაზარინას ნამუშევარი