დესერტი

ალუბლის ტორტის რეცეპტი

fun time

11:01 ოთხ. 22 ივნისი, 2022 წელი

ალუბლის ტორტის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ალუბლის პეროგი და ნამცხვარი რომ გემრიელია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ახლა კი სცადეთ მომჟავო და არომატული ალუბლის ტორტი - ფუმფულა ბისკვიტით და ნაღების კრემით. უგემრიელესია!

 

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 1,5 ჭიქა;
  • კვერცხი - 6 ცალი;
  • კარაქი - 80 გრ.
  • შაქარი - 3 ჭიქა;
  • ალუბალი - 500 გრ.
  • ნაღები - 1 ლ.
  • შოკოლადი - 120 გრ.
  • კაკაო - 3 ს. კოვზი;
  • სახამებელი - 50 გრ.

მომზადების წესი:

ფუმფულა ტორტის ბისკვიტი


კვერცხების ცილა და გული გააცალკევეთ.
კვერცხის გულები ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად ათქვიეთ.

ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა. როცა ბეზე კარგად გამაგრდება, თანდათან დაამატეთ 0,5 ჭიქა შაქარი და თქვეფა გააგრძელეთ.

ამის შემდეგ ათქვეფილი ცილა ფრთხილად გადაიტანეთ გულებიან ჯამში და მიქსერის ყველაზე დაბალი სიჩქარით რამდენიმე წუთი ერთად თქვიფეთ.
შემდეგ მიქსერი გამორთეთ და ათქვეფილ კვერცხს კაკაოსთან ერთად გაცრილი ფქვილი კოვზით ფრთხილად შეურიეთ.

გაადნეთ კარაქი, ოდნავ გააგრილეთ და ტორტის ცომს შეურიეთ.

საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ტორტის ცომი გადაიტანეთ. ტორტი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

ცივი კრემი


სანამ ბისკვიტი გრილდება, კრემი უნდა გააკეთოთ.
ჩაასხით 1ლიტრი ნაღები ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ ერთი ჭიქა შაქარი და 50 გრამი სახამებელი. ყველაფერი მიქსერის მაღალ სიჩქარეზე თქვიფეთ, სანამ კრემი კარგად არ შესქელდება. ამის შემდეგ მაცივარში შედგით.

ალუბლის მომზადება

ალუბალს კურკები გამოაცალეთ და 1 ჭიქა შაქარი დააყარეთ. დაელოდეთ, სანამ წვენს კარგად გამოუშვებს და ცოტა წყალი დაამატეთ. შაქარი კარგად რომ გადნეს, ალუბლები ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ, წვენი კი დაბალ ცეცხლზე დაადგით, სანამ შაქარი გადნება.

ტორტის აწყობა

გაგრილებული ბისკვიტი შუაზე ან 3 ნაწილად გაჭერით და ალუბლის წვენით დანამეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ალუბლის წვენს ცოტაოდენი კონიაკი დაუმატოთ.
კრემი მაცივრიდან გამოიღეთ და ფირფიტებს წაუსვით. ტორტის შიგნით და ზემოდან ალუბლები მოალაგეთ.

ტორტი დარჩენილი ნაღების კრემით გააფორმეთ და გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.

მზა ალუბლის ტორტი ორიოდე საათით მაცივარში შედგით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.

***

სხვათა შორის, ალუბალი კარგად იყინება და ამ ტორტს საახალწლოდაც კი გამოაცხობთ 👇

ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი