დესერტი

ხაჭოს პასკა „სნიკერსი“ - სადღესასწაულო სუფრის მშვენება

fun time

12:00 პარ. 16 აპრილი, 2021 წელი

ხაჭოს პასკა სნიკერსი -
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

თუ მოახლოებული დღესასწაულისთვის რაღაც განსაკუთრებულის მომზადება გსურთ, ხაჭოს პასკა შესანიშნავი არჩევანია. გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც დამწყები დიასახლისიც კი ადვილად გაუმკლავდება. მთავარია, მითითებებს მიჰყვეთ და შედეგი აუცილებლად მოგეწონებათ.

 

საჭირო პროდუქტი:

ხაჭო - 500 გრ

კარაქი - 70 გრ

ნაღები - 100 მლ

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 100 გრ

მოხალული მიწის თხილი - 120 გრ

კარამელი (შიგნით - 100 გრ, გაფორმებისთვის - 50 გრ)

შავი შოკოლადი - 60 გრ

ნაღები - 33-35% 30 გრ

მომზადების წესი:

მოხარშეთ კრემი - ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, ჩაასხით ცხელი ნაღები (100 მლ), სწრაფად აურიეთ, დაადგით ცეცხლზე და განუწყვეტელი მორევით გასქელებამდე მიიყვანეთ.

კრემი გაზქურიდან გადმოდგით, ბლენდერით ათქვიფეთ და ოდნავ გააგრილეთ.

ოთახის ტემპერატურის ხაჭო საცერში გაატარეთ და კარაქთან ერთად კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა, დაუმატეთ მოხარშული კრემი და ისევ ათქვიფეთ, სანამ პრიალა არ გახდება.

ახლად მოხალული და გაციებული მიწის თხილი ოთახის ტემპერატურის კარამელში აურიეთ.

60 გრ შოკოლადს დაასხით 30 გრ ცხელი ნაღები და წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.

ხაჭოს მასაში ჩაასხით შოკოლადისა და კარამელ-არაქისის მასა.

საწურში ან ნახვრეტებიან პასკის ფორმაში ორი ფენა დასველებული და კარგად გაწურული დოლბანდი ჩააფინეთ.

ხაჭოს მასა ფორმაში გადაიტანეთ, ზედა ნაწილზე დოლბანდი ფრთხილად დააფარეთ, სიმძიმე დაადგით და მაცივარში მთელი ღამით შედგით.

დილას მზა პასკა საწურიდან ფრთხილად ამოიღეთ და დოლბანდი მოაცილეთ.

პასკა შესაფერის ლანგარზე გადაიტანეთ, მორთეთ კარამელით, გახეხილი შოკოლადით და მიწის თხილით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი