დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:37 შაბ. 13 აგვისტო

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელოვან ვერძებს წარმატებული დღე ელით, ბიზნესმენებს კი პირიქით - ახალი გატაცება მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კარგი იქნება, ექიმთან ვიზიტისთვის დრო გამონახოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

კურო

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის საფუძველზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

ტყუპები

სავარაუდოდ, ეს დღე თქვენს გეგმებში მცირე კორექტივებს შეიტანს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ზედმეტი ემოციები, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია კამათი, რომელიც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, თქვენს ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ, ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

ლომი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებას უკავშირდება. მზად იყავით მოულოდნელი წინადადების ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრისთვის. ეცადეთ, ფიზიკურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ - თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში მცირე კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული

ზედმეტი თავდაჯერებისა და დაუფიქრებელი მოქმედების გამო ამ დღეს ფინანსური ზარალია მოსალოდნელი. ეცადეთ, უფროს თაობასთან ურთიერთობაში ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ იმ საკითხებთან დაბრუნება, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატება ფეხდაფეხ დაჰყვებათ.

სასწორი

მშვიდი დღეა. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა საეჭვოა, ამან სარგებელი მოგიტანოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ, რადგან გამორიცხული არ არის, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებს მოარგოთ. ნურც ბავშვების შესახებ დაივიწყებთ და ეცადეთ ახალი საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მთავარია, შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

თხის რქა

ამ დღეს იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებებისა და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ, საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ.

მერწყული

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. უმჯობესია სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე გაუგებრობა შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას ერიდეთ, თორემ საპასუხო აგრესიას დაიმსახურებთ.

თევზები

პლანეტების განლაგება თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ გყავთ მეგობარი, რომელსაც სულელური მიზეზით ეჩხუბეთ, დროა, მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ. შემოქმედებითი პროფესიის თევზებს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge