დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:30 ოთხ. 13 იანვარი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დაძაბული დღეა, რომელსაც კონკურენტების ინტრიგები და შური ახლავს. მოულოდნელმა დაბრკოლებამ შეიძლება საქმის წარმატებით დასრულებაში ხელი შეგიშალოთ. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია რემონტთან, გაუთვალისწინებელ ხარჯებთან ან ოჯახის რომელიღაც წევრის ქმედებებთან.

კურო

ვენერა ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ რომანტიკული თავგადასავლისთვის. ამას, უპირველეს ყოვლისა, კურო ქალები იგრძნობენ. ამ დღეს მათ მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ხელსაყრელი დროა, რომ წარსულს დაემშვიდობოთ და ახალ პარტნიორს შეხვდეთ. მთელი არსებით მიენდეთ სიყვარულს, რადგან თქვენი პარტნიორი ამას იმსახურებს.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის. ინტრიგები, შური და მოულოდნელი დაბრკოლებები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. ჩიხურ სიტუაციაში მყოფს შეიძლება, მეგობრების, ოჯახის ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიყვარულისა და რომატიკული თავგადასავლებისთვის განგაწყობთ. წვრილმან საქმეებზე ნერვიულობის ნაცვლად, გირჩევთ, სიყვარულის მორევში გადაეშვათ და ცხოვრებით დატკბეთ. საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. ასე რომ, ისიამოვნეთ ყოველი წუთით, რადგან ცხოვრებაში ასეთი მომენტები ძალიან ბევრი არ არის.

ლომი

გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, შეიძლება, საქმის მიმდინარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და პარტნიორებს უფრო მეტად ენდოთ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრების, ოჯახის ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ.

ქალწული

პიროვნული მომხიბვლელობა და პრობლემისადმი სერიოზული დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ. სავარაუდოდ, ახალი იდეა შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მთელი თქვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ, უბრალოდ, ისეთ საქმეს არ უნდა შეეჭიდოთ, რომელიც ნერვულობას მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის, ასევე მშენებლობასთან და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის. ფულის ნებისმიერი ინვესტიცია წარმატებული და მომგებიანი იქნება.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს სახლს, ოჯახს და შვილებს დაუთმობთ. მოამზადეთ გემრიელი ვახშამი და მცირე ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობა იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, პარტნიორები მოიზიდოთ ან ახალი მოკავშირეები იპოვოთ. შეხვედრები წარმატებით დასრულდება, თუმცა ამისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევა მოგიწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება, თუმცა ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. ამ დღეს სიზმარში ჭუჭყიანი ტანსაცმელი ცუდის ნიშანია.

თხის რქა

საქმის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტი განსაზღვროთ და დრო სწორად გაანაწილოთ. არ არის გამორიცხული, ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რაც ახალი შემოსავლის წყაროს გაპოვნინებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. სავარაუდოდ, დილის საათებში საქმეში წარმატება გექნებათ. მერწყულ ქალებს პიროვნული მომხიბვლელობა ახალი პარტნიორების მოძებნაში დაეხმარება, თუმცა ახალი ნაცნობობა ხანმოკლე იქნება.

თევზი

დღე ცხოვრებით ტკბობას განასახიერებს და ხელსაყრელია ინტიმური შეხვედრებისა და ცოლქმრული სიყვარულისთვის. ბევრი თევზი პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში სირთულეების დაძლევას წარმატებით შეძლებს. ერიდეთ გაუმართლებელ რისკს. გირჩევთ, საკუთარი სიზმრების შესახებ არავის უამბოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge