დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 ხუთ. 14 იანვარი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ძარცვის ან წარუმატებელი შენაძენის გამო მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის რისკი. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონფლიქტს. თქვენმა სიმამაცემ და თავდადებამ შეიძლება დაგაზარალოთ.

კურო

თქვენი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. ამ დღეს რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში წარმატება გელით. უბრალოდ, უნდა ერიდოთ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ მოსალოდნელი ტრამვის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ტყუპები

ტყუპ ქალებს პიროვნული მომხიბვლელობა წარმატების გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. ამ დღეს ისინი შეძლებენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალი, თუმცა ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდონ. მამაკაც ტყუპებს ვარსკვლავები მოსალოდნელი ტრამვის ან ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აფრთხილებენ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. არ არის გამორიცხული, რომ ადრე დადებულმა გარიგებებმა სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში წარმატებაა მოსალოდნელი. არ უნდა შეეჭიდოთ საქმეს, რომელიც კარგად არ იცით. სასურველია, რომ საღამო სახლის გარეთ გაატაროთ - თუნდაც მეგობრებთან, რომლებიც დიდი ხანია გეპატიჟებიან.

ლომი

ყოველმხრივ კარგი დღეა. სამსახურის ხელმძღვანელი ან ბიზნესპარტნიორი შრომისმოყვარეობისა და ეფექტურობისთვის მადლობას გიხდიან. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულების, განვლილი გზის ანალიზისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის.

ქალწული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც ცდუნებები და ბნელი ვნებები ახლავს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად გაუარესდება. შესაძლოა, ეს ძვირფასი ნივთის დაკარგვას ან ძველ ვალებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით - არსებობს ხანძრის ან უცხო ადამიანებთან კონფლიქტის საფრთხე. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ახლა დაშორდებით თუ ცოტა მოგვიანებით.

სასწორი

ახალი იდეები შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება - გაციება ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რაც თქვენი გაუფრთხილებლობის შედეგი იქნება.

მორიელი

წინა დღის პოზიტიური ტენდენციები ამ დღეზეც აისახება. ის, რაც გუშინ საგანგაშოდ გეჩვენებოდათ, სრულიად აღარ გაღელვებთ. თუ თქვენს მკაცრ და ხისტ ხასიათს შეარბილებთ, ახლობელ ადამიანებს გააბედნიერებთ და უამრავ ახალ მეგობარს შეიძენთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ისიამოვნეთ ყოველი წუთით.

მშვილდოსანი

ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომები და ნერვულობა გამოიწვიოს. მერკურის რეგრესიული მოძრაობა უარყოფითად აისახება ფინანსურ საქმეებზე - მოულოდნელი პრობლემა თქვენს ყველა წამოწყებას დააბრკოლებს. მატერიალური ზარალის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საქმიანი აქტიურობა შეამციროთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით - ამ დღეს დიდია ხანძრის ან უცხო ადამიანებთან დაპირისპირების საფრთხე. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ გირჩევთ, პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოთ და დიეტა დაიცვათ.

მერწყული

ამ დღეს იწყება გონებისა და გრძნობების ჰარმონიის პერიოდი. პლანეტები ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში გეხმარებიან. ძლიერი ასტროლოგიური პროცესები მრავალი მერწყულის პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. სიყვარულით ტკობა და შემოქმედებით გამოწვეული სიხარული გელით. დიდი სიყვარული, სავარაუდოდ, ქორწინებით დაგვირგვინდება.

თევზი

ეს დღე შინაგან თავისუფლებას განასახიერებს. წარმატება ელით მშვიდი ბუნების თევზებს, რომლებმაც იციან, როგორ მართონ ემოციები და ცხოვრების ნებისმიერ პირობებს მოერგონ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეთ. დღის პირველ ნახევარში ბიზნესში წარმატება შეიძლება, აპათიამ და სიზარმაცემ შეაფერხოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge