15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00 სამ. 14 მარტი, 2023 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, გადაწყვიტოთ რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მხოლოდ ამით დაკავდეთ. ეცადეთ, არჩევანი მოგებიან და პერსპექტიულ საქმეზე შეაჩეროთ. სავარაუდოდ, გარშემომყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ - იმედს ნუ გაუცრუებთ, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ.
კურო
დაძაბული დღეა. უამრავი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ნურც დასვენების შესახებ დაივიწყებთ. ეცადეთ, სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსოთ და პერიოდულად, განტვირთვის დღეები თუ წუთები მოიწყოთ. მშვიდი და აუჩქარებელი მუშაობა მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სიჩქარე და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება.
ტყუპები
დროა დაპაუზებული საქმეების დასრულებას შეუდგეთ და აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ - მათ ღირებული რჩევების მოცემა შეუძლიათ, რაც თქვენს პროექტს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.
კირჩხიბი
ეცადეთ, დილიდან აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის განეწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ რთული პრობლემის გადაჭრაში და მოგებიანი შეთავაზებების მიღებაში სწორედ აქტიურობა დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს და პოზიციის განმტკიცების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ლომი
დღის გეგმები შეიძლება სულ ბოლო წუთს შეიცვალოს, მაგრამ ეს ნერვიულობის და უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ახალი გარემოებების წყალობით ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით. გირჩევთ, ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ. ამ დღეს ორი კურდღლის დევნა დროის უშედეგოდ ხარჯვა იქნება.
ქალწული
მიმდინარე საქმეებიდან ყურადღება იმ საქმეზე გაამახვილეთ, რომელსაც ფინანსური შემოსავლის მოტანა შეუძლია. წინდახედულობა და გონივრული მიდგომა კეთილდღეობას და პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს ადამიანებით მანიპულირება არ გამოგივათ და შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოთ. გირჩევთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, პირადი ცხოვრებისა და გართობისთვის დრო გამონახოთ და, თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, საინტერესო ღონისძიებაზე დაპატიჟოთ.
მორიელი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ბრწყინვალე შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელიც ახლახან აღმოაჩინეთ. გირჩევთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს დააკვირდეთ და კარიერული წინსვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ, სწრაფი რეაქცია გამოავლინოთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილების მიღებს, თუნდაც სიტუაცია საიმედოდ მოგეჩვენოთ. უარი თქვით ექსპერიმენტებზე და მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმით დაკავდით. ადამიანი, რომელსაც დღეს დაეხმარებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გააძლიერეთ იმუნური სისტემა.
თხის რქა
ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ იმის მიუხედავად, რომ ამ დღეს ნერვიულობის ბევრი მიზეზი გექნებათ. მშვიდი და თანმიმდევრული მუშაობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ. დაფიქრდით, სანამ ვინმეს საბოლოო პასუხს გასცემთ.
მერწყული
გირჩევთ, ეს დღე სახლისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებისთვის არახელსაყრელი დროა, თუმცა ინტერიერის მცირეოდენი შეცვლა და ავეჯის გადაადგილება სასარგებლო იქნება. ეცადეთ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ - საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ.
თევზები
ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას და გვიანობამდე მუშაობას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, გართობისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. გაათავისუფლეთ სახლი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, რაც თქვენს კეთილდღეობას აფერხებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან