დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 ოთხ. 16 ივნისი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პროვოკაციებით სავსე, უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. არსებობს ტრავმის საფრთხე, ამიტომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოემზადეთ რამდენიმე მოულოდნელი ცუდი ამბის მოსასმენად. გახსოვდეთ, რომ ყველა საქმის წარმატება თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული.

კურო

ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღებისა და მოგზაურობისთვის. საყვარელი ადამიანისგან მოსალოდნელია სასიხარულო სიახლე ან საჩუქარი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ და უმიზეზო სევდა შემოგაწვეთ. სანერვიულო არაფერია - უარყოფითი ტენდენცია დასრულდა და მხოლოდ თქვენს წარმოსახვაშია. გირჩევთ ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.

ტყუპები

დილიდან კონფლიქტებს და გაუგებრობებს უნდა ელოდოთ. ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ყველა მომდევნო საქმის წარმატება თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. უარი თქვით ძალისა და უხეშობის პოზიციიდან პრობლემის მოგვარების მცდელობას. გახსოვდეთ, რომ ტაქტიანი და გულახდილი საუბარი სასწაულებს ახდენს.

კირჩხიბი

შეიძლება, დილით თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ საღამომდე თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოწყენის მიზეზი არ გაქვთ, რადგან უარყოფითი პერიოდი დასრულდა და მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობს. ძილის წინ სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება.

ლომი

დღის პირველ ნახევარში პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ჩანაფიქრის განხორციელებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. გამორიცხული არაა, რომ მარტოხელა ლომი შეხვდეს ადამიანს, რომელსაც მომავალს დაუკავშირებს. საღამოს პოზიტიური ტენდენციები მცირდება, რასაც შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს. თუ შესაძლებელია, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული

პროვოკაციებით სავსე დღეა, რომელიც თქვენს ნერვებს გამოცდას მოუწყობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან ამ დღეს ნებისმიერი საქმის წარმატება თქვენს მოთმინებაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული.

სასწორი

წინააღმდეგობრივი, მოულოდნელობებით სავსე დღეა. ოჯახური პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ტაქტს და თავგანწირვას მოითხოვს. ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ. სასწორ ქალებს ვურჩევთ, პარტნიორის ქცევას დააკვირდნენ და გეგმებს გადახედონ, რადგან შეცდომებმა და ილუზიებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები ან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

მორიელი

თუ ამ დღეს პროფესიულ პრობლემებს გაუმკლავდით და ძველი შეცდომები გამოასწორეთ, სტრესისგან გათავისუფლდებით და დაბრკოლებების უმეტესობას გადალახავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება გადაიტანეთ სახლსა და ოჯახურ ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსან მამაკაცებს სასიყვარულო თავგადასავლებსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ და საკუთარი მოქმედებების მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. გამოიყენეთ დისკრეცია. ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ - შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება.

თხის რქა

ამ დღეს გუნდური მუშაობა და ჯგუფური ღონისძიებები სასარგებლოა. ხელსაყრელი დღეა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებისა და გართობისთვის. ნუ იქნებით ასეთი ამპარტავანი და ეცადეთ, სხვა ადამიანების ინტერესებს ანგარიში გაუწიოთ. ყველა შემდგომი საქმის წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს გამძლეობაზე.

მერწყული

თუ ამ სტრესულ კვირას გაუძლებთ, ოჯახურ სკანდალებს თავიდან აიცილებთ და დაბრკოლებებს გადალახავთ, უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევთ. შედეგად, თქვენი გეგმები შეიძლება შეიცვალოს.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების გადაჭრა მოგიწიოთ. ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, პროფილაქტიკურ მკურნალობას მიმართოთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge