17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 სამ. 16 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დროა, რომ ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ. სიმორცხვე გვერდით გადადეთ - ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა, ძალიან მალე რეალობად იქცევა. დღეს მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა, ამიტომ მანქანის მართვის დროს ფრთხილად იყავით, თუმცა უკეთესია, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აირჩევთ. თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენს ხელშია. ნუ დაელოდებით, რომ ცხოვრება ყველაფერს მზამზარეულად მოგართმევთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ, რომ მისი წყენა თავიდან აიცილოთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი იდეალურია მოლაპარაკებებისა და საქმიანი საკითხების მოგვარებისთვის. ამ დღეს თქვენს საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენთ და პარტნიორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. წარსულში დაგროვილი წყენა თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ მისგან დროულად გათავისუფლდეთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.
ტყუპები
სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რომელიც ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს და საქმის ვადებსაც გაახანგრძლივებს.
ამჟამად ტყუპები ზედმეტად ბევრ ენერგიას ხარჯავენ და სანაცვლოდ თითქმის არაფერს იღებენ. ასეთი ტემპით ადვილად შეიძლება „ემოციურად გადაიწვათ“, ამიტომ დასვენებაზე იფიქრეთ ან შვებულება აიღეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ის მაინც აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა.
კირჩხიბი
ამ დღეს თითქოს მეორე სუნთქვა გაგეხსნათ — ადრე ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ასეთ რამეს შეძლებდით. ეს დღე საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას გპირდებათ. თავდაჯერება და საბრძოლო სულისკვეთება საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ და დასახულ მიზანს მიაღწიოთ. თუმცა ნუ გამოიყენებთ ადამიანებს საკუთარი მიზნებისთვის, თორემ ადრე თუ გვიან, მარტო დარჩებით.
ლომი
საკუთარ კონსერვატიულ შეხედულებებს არ ღალატობთ და ახალ იდეებსა და კონცეფციებს გამოცდილ, დროისგან შემოწმებულ გზებს არჩევთ.
თქვენთვის იმის გაცნობიერება, რომ მეგობარმა გიღალატათ, ძალიან მტკივნეულია, თუმცა თუ თავშეკავებას შეინარჩუნებთ, თქვენი რეპუტაციას არაფერი დამუქრება. ამ დღეს ზედმეტი ნდობის გამოჩენა არ ღირს. გირჩევთ თავი შეიკავოთ უცხო ადამიანთან ურთიერთობისგან. შესაძლოა, მან თქვენი ნივთის ან იდეის მისაკუთრება სცადოს, რასაც დიდი სკანდალი და დაპირისპირება მოჰყვება.
ქალწული
საუკეთესო დღეა ნაცნობებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, თქვენი მხიარულება გაუზიაროთ მათ, ვინც მოწყენილია და თავადაც ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.
სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები და წვრილმანი კონფლიქტები, რაც წონასწორობიდან გამოგიყვანთ. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, თორემ თქვენი პროფესიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეირყევა. სასურველია, რომ საღამო სახლის გარეთ, კაფეში ან ხალხის თავშეყრის სხვა ადგილებში გაატაროთ - ეს სამსახურის სირთულეებს დაგავიწყებთ.
სასწორი
არახელსაყრელი დროა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და ხალხმრავალი ადგილების მონახულებისთვის — თაღლითებთან შეხვედრის ალბათობა მაღალია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და თქვენი ნივთები ყურადღებით დაიცავით. თუ წესებს არ უგულებელყოფთ, სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. სისტემის მოტყუებას ნუ ეცდებით — ეშმაკობა ვერ გიშველით, პირიქით თქვენს რეპუტაციას დააზიანებს.
მორიელი
ამ დღეს უჩვეულოდ ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ხართ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ ძალებს გაუფრთხილდეთ — თქვენი რესურსები ისეთი უსასრულო არაა, როგორც გგონიათ. სამსახურში მოსალოდნელია უსიამოვნებები — ეცადეთ თავშეკავება შეინარჩუნოთ.
გირჩევთ გადახედოთ ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. ურთიერთობებში თქვენი სიცივე ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი დააფრთხობს და შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.
მშვილდოსანი
ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენზე ზემოქმედება მოახდინოს, თორემ ყველაფერს ისე დაანგრევთ, რომ აღდგენის საშუალება აღარ იქნება. სამაგიეროდ, რომანტიკულ ურთიერთობებში სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად. დიდი ალბათობით, სიყვარული სოციალურ ქსელებში გელოდებათ. ზოგი მშვილდოსანი ძველი ბიზნესპარტნიორისგან ისეთ მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებს, რომ უარის თქმა გაუჭირდება.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ — თქვენი ენერგია თითქმის ნულზეა. გაფრთხილება განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ - ამჟამად თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია და არსებობს ვირუსით დაავადების ალბათობა. ბოლო დროს ზედმეტად ჩაკეტილი ხომ არ ხართ? დროა კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და გაიხსნათ - საყვარელ ადამიანს თქვენი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება.
მერწყული
დადგა დრო, რომ პესიმიზმს დაემშვიდობოთ და ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს აუჩქარებლად, ზედმეტი დაძაბვის გარეშე იმუშავეთ. რამდენსაც არ უნდა ეცადოთ, ციდან ვარსკვლავებს ვერ მოსწყვეტთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, ფული დაზოგოთ, რადგან კვირის ბოლოს ხანმოკლე ფინანსური სირთულეები გელით.
თევზები
თუ ძველი წყენის გამო ვინმესთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა, წყენა დაივიწყოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ცხოვრება არჩევანს გთავაზობთ, ამიტომ გადაწყვეტილებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. როგორც კი განსაზღვრავთ, რა გსურთ, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუ მოგზაურობას ან მგზავრობას გეგმავთ, მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინეთ — მოსალოდნელია ფულის ან საბუთების დაკარგვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან