დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:08 სამ. 19 ოქტომბერი, 2021 წელი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. სანამ ვინმეს რამეს დაჰპირდებით, კარგად დაფიქრდით. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, უცნობ ადამიანებს ნაკლებად ენდოთ და ეს დღე მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობა სავარაუდოდ, სასურველი შედეგით დასრულდება.

ტყუპები

ეს დღეს რომანტიკული თავგადასავლებისთვის განგაწყობთ - შეგიძლიათ, გრძნობას დანებდეთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დაუვიწყარო საღამო მოაწყოთ. ერიდეთ მძიმედ გადასამუშავებელ პროდუქტებს - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გამორიცხული არ არის ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება, რომელზეც დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური სამუშაოსთვის. მუდმივი ცდუნებები ფინანსების სწორად მართვაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ ფული გონივრულად ხარჯოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალ სამსახურში, ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სასურველია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას უხეშობას და მოიერიდოთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მძიმე შეცდომები. დღის პირველ ნახევარში მომხდარი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ქალწული

თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ყურადღებას მიაქცევთ. სასურველია მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარკვევად. გულწრფელი საუბარი ძველი წყენის დავიწყებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ ნერვიულობას და საზრუნავს მოგიტანთ. ეცადეთ, პროფესიული პრობლემა დროულად გადაჭრათ. სწრაფი და ენერგიული მუშაობის წყალობით რამდენიმე საქმეს ერთდროულად დაიწყებთ და წარმატებით დაასრულებთ. დღის ბოლოს თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ.

მორიელი

ამ დღეს კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - შესაძლოა, ვიღაც სახლში გვიან დაბრუნდეს, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით თქვენი მცდელობები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურში უკიდურესი სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანს თქვენი ზრუნვა და ყურადღება აკლია, რამაც შეიძლება გაუგებრობები და უკმაყოფილება გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით, შეიძლება თქვენი სურვილი ახდეს.

თხის რქა

ამ დღეს სერიოზული ცვლილებები გელით. ფრთხილად იყავით - ვიღაც მაცდური შემოთავაზებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

თავს ისე მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. ალბათ დადგა დრო, რომ მადლიერება გამოხატოთ ადამიანის მიმართ, ვინც უანგაროდ დაგეხმარათ. დღის ბოლოს, შესაძლოა, მოულოდნელობა, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

ეს დღე ხელსაყრელია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროებში დასაქმებული თევზებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. გირჩევთ, სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის დაგეგმოთ და საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge