დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:35 პარ. 19 სექტემბერი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ეცადეთ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია თავიდან აიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიახლემ თქვენს გეგმებზე გავლენა მოახდინოს. გირჩევთ, ყველაფერს უფრო მარტივად მიუდგეთ – ასე შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. ფინანსური წარმატების მისაღწევად პარტნიორებს სრულიად უნდა ენდოთ. დაელოდეთ ხელსაყრელ ფინანსურ შემოთავაზებებს და არც კი დაეჭვდეთ, რომ მომგებიანი იქნება.

კურო

კუროებისთვის დღის პირველი ნახევარი სირთულეებით სავსეა. მათთან გამკლავებას ერთბაშად ვერ მოახერხებთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ — დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. ელოდეთ სასიამოვნო შეხვედრებსა და სიახლეებს იმ ადამიანისგან, ვინც ძალიან გენატრებათ. უმჯობესია შორეული მგზავრობისგან თავი შეიკავოთ, რადგან სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ეს დღე ახალ ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზრდება.

ტყუპები

ტყუპებო, მხოლოდ საკუთარი აზრით იხელმძღვანელეთ და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ იმას, რასაც გარშემომყოფები ამბობენ. ეს დღე იდეალურად შეეფერება აქტიურ დასვენებას, მათ შორის მეგობრების წრეშიც. სახლში საოცარ სიმყუდროვეს გრძნობთ და ოჯახის წევრებიც სიტყვის უთქმელად გიგებენ. დაუგეგმავი შეხვედრები ბევრ სიხარულსა და დადებით ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ, ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს მეორე ნახევარს, რადგან თქვენი უყურადღებობის გამო შეიძლება უახლოეს მომავალში უთანხმოებები და კონფლიქტები წარმოიშვას.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი ყველაზე თამამი იდეაც კი მოწონებული იქნება. დღის მეორე ნახევარში გაიგებთ ამბავს, რომელიც უახლოესი რამდენიმე თვის გეგმის შეცვლას გაიძულებთ. ეს ამბავი მაინცადამაინც ცუდი არ იქნება, მაგრამ თქვენს განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს. გირჩევთ, სამუშაო საკითხების გადაჭრა სხვა, უფრო ხელსაყრელი დღისთვის გადადოთ. ეს დღეა იდეალურია ვიწრო ოჯახურ წრეში დასვენებისთვის.

ლომი

საუკეთესო დროა, დაასრულოთ საქმეები, რომლებიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდეთ. თავისუფალ დროს გირჩევთ, მაღაზიაში წახვიდეთ და ის ნივთი შეიძინოთ, რომლის შეძენასაც დიდი ხანია გეგმავთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შესყიდვებიც, რომლებიც მხოლოდ სიხარულს და დადებით ემოციებს მოგიტანთ. საკუთარ წარმატებებსა და მიღწევებზე ზედმეტი ლაპარაკი არ ღირს – გარშემო საკმაოდ ბევრი შურიანი ადამიანი გყავთ. სასიყვარულო საქმეები ჯობია, სხვა დღისთვის გადადოთ. ახალი ნაცნობობა დღეს არასასურველია და თუკი მაინც მოხდება, ხანმოკლე და უინტერესო იქნება.

ქალწული

ფინანსური საკითხების გარდა, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. მოულოდნელი სტუმრების ვიზიტი ბევრ დადებით ემოციას და ახალ იდეას გაჩუქებთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ძველი საქმეებიდან სარგებლის მიღება – ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. არსებობს ფულის დაკარგვის საფრთხე, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საფულეს.

სასწორი

ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა. ეცადეთ, ეს დრო ოჯახური კავშირების განმტკიცებას და ძველი კონფლიქტები მოგვარებას მოახმაროთ. დიდი ალბათობით, ბოლო დროს ბევრს მუშაობდით და ოჯახს ნაკლებ დროს უთმობდით. ახლა საუკეთესო პერიოდია, ეს გამოასწოროთ. მოერიდეთ სტრესსა და ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ. ოჯახურ წყვილებში შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო მცირე კონფლიქტი გაჩნდეს, თუმცა ოჯახური ვახშამი ყველა პრობლემას მოაგვარებს.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მიმდინარე საქმეების საფუძვლიანად გააზრებას დაუთმოთ. ეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ზედმეტ აქტიურობას მოერიდეთ, რადგან შეიძლება დამატებითი პასუხისმგებლობა დაგაკისრონ, რაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაგირღვევთ. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა, ყველა ვალი დაფაროთ. თუ გადაუხდელი სესხები გაქვთ, დროულად გადაიხადოთ. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ის შეიძინოთ, რაც დიდი ხანია გსურთ, თუმცა ძვირფასეულობის შეძენისთვის ცუდი დღეა – ასეთი შენაძენი წარუმატებელი იქნება და სიხარულს არ მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მოიშორეთ ყველა ეჭვი. დღე შესაფერისია ყველაზე თამამი იდეების განხორციელებისთვის და ეს მხოლოდ მათ გამოუვათ, ვინც საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია. კარგი დროა ცვლილებებისთვის - შეგიძლიათ თქვენი იდეების განხორციელება თამამად დაიწყოთ. თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის შეხვედრისგან, რადგან ეს დღე სავსეა ილუზიებით და შეიძლება სასურველი რეალობად მიიღოთ. ოჯახურ წყვილებში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის შენიშვნები მშვიდად მიიღოთ და ბრაზი გულმოწყალებით შეცვალოთ. სასურველია, რომ დღე განცალკევებით გაატაროთ და ერთმანეთისგან დაისვენოთ.

თხის რქა

ამ დღეს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს – გირჩევთ, ხვალამდე მოიცადოთ. შეიძლება აჩქარებამ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ და მალე ინანოთ. ამ დღეს დასვენება არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელია. ეცადეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში გახვიდეთ და გასართობი ადგილები მოინახულოთ. ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავეთ.

მერწყული

ამ დღეს მოგზაურობა და საქმიანი ვიზიტები ხელსაყრელი იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, ამიტომ შესაძლებლობა გექნებათ, რომ საჭირო და სარგებლიანი კავშირები დაამყაროთ. საუკეთესო დრო არ არის ახალი წამოწყებებისთვის, ამიტომ სჯობს მათგან თავი შეიკავოთ. რაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და მცირე უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ამ დღეს მერწყულების ენერგეტიკა ოდნავ შესუსტებულია, ამიტომ გრძნობების გამოხატვის ძალა არ გაქვთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ეს დროებითი პრობლემებია.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ახლა საუკეთესო დროა ექიმთან მისასვლელად – ეს მომავალში პრობლემებს აგაცილებთ. სულ მალე თქვენს იდეებს გავლენიანი ადამიანები დააფასებენ და თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ – პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. დღეს არსებობს შანსი, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეურიგდეთ, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი პერიოდი ურთიერთობების აღსადგენად.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სასარგებლოა თუ არა? — 5 მითი გაყინუ...

5 მითი გაყინულ პროდუქტებზე

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge