21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:18 შაბ. 20 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს გზაჯვარედინზე დგახართ. ერთდროულად გსურთ წინ გაჭრა, უკან მოხედვა და მცირე პაუზის გაკეთება. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკიდურესობაში არ გადავარდეთ: დღის ენერგია ნაჩქარევი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ, ეს კი შეიძლება დამატებით პრობლემებად შემოგიტრიალდეთ. უმჯობესია, სახლის საქმეებით დაკავდეთ — მოწესრიგებული გარემო შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.
კურო
ეს დღე თქვენ წინაშე სიხარულისა და აქტივობის სივრცეს გახსნის. სპორტული ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ენერგიით აგავსებთ და შეგიძლიათ ის შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართოთ. ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც პატარა იდეა, თუ მას ყურადღებას დაუთმობთ, შეიძლება ძვირფას აღმოჩენად იქცეს.
ტყუპები
ამ დღეს საკუთარ განწყობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ: ეცადეთ, ყოველი სიტყვა აკონტროლოთ იქ, სადაც შეიძლება თანამოსაუბრეს გული ატკინოთ. სამაგიეროდ, დისკუსიებში, სადაც ინტელექტი ფასობს, შეგიძლიათ თავი ბრწყინვალედ გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა მასწავლებლებთან, მენტორებთან ან იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ვისგანაც გამოცდილების მიღება შეგიძლიათ.
კირჩხიბი
თქვენი შრომა, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს და ამას გარშემო მყოფებიც შენიშნავენ. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი მიღწევებით ზედმეტად არ იამაყოთ და თავი სხვებზე მაღლა არ დააყენოთ - ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და რომანტიკულ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ პარტნიორის მიმართ გრძნობებში დარწმუნებული ხართ.
ლომი
თქვენი სურვილი, რომ სხვაზე უკეთესი გამოჩნდეთ, შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა შეამციროთ და ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ. თუ შესაძლებელია, განმარტოვდით და მოვლენების განვითარებას შორიდან დააკვირდით. ფინანსურ საქმეებში, განსაკუთრებით დიდი თანხების შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — მოტყუების რისკი დიდია. საღამო უმჯობესია სახლში გაატაროთ და საყვარელი საქმე აკეთოთ - ეს სტრესის მოხსნასა და ძალების აღდეგნაში დაგეხმარებათ.
ქალწული
საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა. მოულოდნელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ყველაფრის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით და საკუთარ თავს დრო მიეცით, რომ ძალები აღიდგინოთ. დროა, გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ - ამ დღეს წარმატებას უჩვეულო და არასტანდარტული გადაწყვეტილება მოგიტანთ.
სასწორი
მოსალოდნელია, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ფინანსური პერსპექტივები გამოჩნდეს. ეს შეიძლება საინტერესო იდეა ან საქმიანი შეთავაზება იყოს, რომელიც განვითარების ბიძგად იქცევა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ — ინტუიცია გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს: ოჯახური ვახშამი ან ერთობლივი სეირნობა სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას მოგიტანთ.
მორიელი
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ თავს სუსტად გრძნობთ, შეიძლება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა თქვენს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, მხოლოდ ის აკეთოთ, რაც მართლა მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. პირად ცხოვრებაში კი დღე მრავალფეროვანი და სასიამოვნო იქნება — საყვარელი ადამიანის რომანტიკული სიურპრიზი გულს გაგითბობთ
მშვილდოსანი
ამ დღეს საქმეს გულს ვერ უდებთ — თქვენ გარშემო ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ყურადღებას გიფანტავთ. გირჩევთ, კონცენტრაციის შესანარჩუნებლად სოციალური ქსელებით სარგებლობის დრო შეზღუდოთ. მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია თავად მოაგვაროთ — საეჭვოა, სხვამ ის შედეგი მიიღოს, რაც გსურთ. საღამო ხელსაყრელია ხანმოკლე მგზავრობისა და ნათესავებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა
ეს დღე თითქოს შინაგანი დამშვიდებისთვისაა შექმნილი. გათავისუფლდით ნივთებისგან და ფიქრებისგან, რომლებიც წარუმატებლობას გახსენებთ. რთული პრობლემების გადაჭრას შემდეგი დღეებისთვის ნუ გადადებთ. თქვენი ამ დღევანდელი მოქმედებები დადებითად აისახება თქვენს კარიერასა და, შესაბამისად, საფულეზეც. შეეცადეთ, საბოლოოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან და ამის შესახებ პირდაპირ უთხრათ. არაფერი ისე არ ანგრევს ურთიერთობას, როგორც გაურკვევლობა და ეჭვები.
მერწყული
ამ დღეს ბედი მინიშნებებს სხვადასხვა ფორმით გიგზავნით. ყურადღება მიაქციეთ გამვლელის შემთხვევით ნათქვამ ფრაზას, წიგნის სტრიქონს, საყვარელი ადამიანის მზერას. მთავარია, რომ დროულად შეამჩნიოთ და სწორად წაიკითხოთ ეს ნიშნები. ეს დღე ხელსაყრელია როგორც მუშაობისთვის, ასევე რომანტიკისთვის: მსუბუქი ფლირტი ან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობაში ახალ ფერებს შემოიტანს.
თევზები
ამ დღეს მნიშვნელოვანია, ბნელი და უარყოფითი ფიქრები თავიდან მოიცილოთ. ფიქრებს განსაკუთრებული ძალა აქვს და მათი გავლენა დღის მოვლენებზე აუცილებლად აისახება. დილის ცხრა საათამდე პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერია, ამიტომ გამოიყენეთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ყველაფერი, რასაც წარმატების რწმენით მიუახლოვდებით, აუცილებლად გამოგივათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან