22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
22:27 პარ. 21 მარტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს ან ცდილობს, ავტორიტეტი შეგილახოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით — რაც უფრო ნაკლებ ემოციას გამოავლენთ, მით უფრო ნაკლები ზიანის მოყენებას შეძლებენ თქვენთვის.
რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კამათს და დაპირისპირებას ერიდოთ. დროა მშვიდ და გულწრფელ ოჯახურ ატმოსფეროში მტკივნეული პრობლემების განხილვა დაიწყოთ.
კურო
შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან მტრული განწყობა იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. პირად ცხოვრებაშიც ყურადღება გმართებთ - შეიძლება პარტნიორის ქცევა საეჭვოდ მოგეჩვენოთ ან უმიზეზოდ გაღიზიანდეთ. ასეთ დროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. სჯობს, საკუთარ თავს დაფიქრების დრო მისცეთ.
რჩევა: გარშემო მყოფებთან პირად გეგმებს ნუ გაამხელთ და მოერიდეთ ორაზროვან საუბრებს, რომლებიც გაუგებრობას გამოიწვევს.
ტყუპები
ამ დღეს სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერიოთ. შესაძლოა, ვიღაც თქვენს გაღიზიანებას ცდილობს, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მოერიდეთ ჭორაობას და სხვა ადამიანების განხილვას — ამ დღეს ნათქვამი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თუ პირად ცხოვრებაში ეჭვიანობამ იჩინა თავი, ჯობია მტკივნეული საკითხები საყვარელ ადამიანთან მშვიდად განიხილოთ.
რჩევა: როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ფიზიკური აქტივობისთვის დრო გამონახოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს პოლიტიკის განხილვაში ან სხვა ნებისმიერ თემაზე კამათში ჩართვა, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ უნდა მოერიდოთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა, ეჭვიანობის მომენტები და გაუგებრობები გაჩნდეს. დროებით სირთულეებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და სიტუაცია არ გაამწვავოთ.
რჩევა: ოთხ კედელში ჯდომის დრო არ არის - ეს დღე სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ.
ლომი
შესაძლებელია, ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს. თუ გრძნობთ, რომ სიტუაცია იძაბება, სჯობს, პაუზა აიღოთ და გაერიდოთ. საკუთარი პოზიციის სისწორეში ადამიანების დარწმუნება არ გიჭირთ.
რჩევა: გირჩევთ, ეს დღე თაობებს შორის ურთიერთობებს მიუძღვნათ. მშობლები, შვილები, შვილიშვილები, ახლობელი და შორეული ნათესავები – რაც უფრო მეტი ახლობელი ადამიანი შეიკრიბებით, მით უკეთესია.
ქალწული
ამ დღეს შეიძლება მსუბუქი შფოთვა ან გაურკვევლობა იგრძნოთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ინფორმაციას გიმალავთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ამ დღეს ურთიერთობების გარკვევა არ ეცადოთ და მოვლენებს ბუნებრივად განვითარების საშუალება მიეცით.
რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ემოციურ ფონზე ნუ იმოქმედებთ.
სასწორი
ეს დღე ენერგიით აგავსებთ, რაც შეიძლება დილიდანვე იგრძნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია საკუთარი თავისა და ოჯახის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თავშეკავება შეინარჩუნეთ და ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის დრო გამონახოთ.
რჩევა: შეინარჩუნეთ დისტანცია იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც თქვენში ეჭვს იწვევს — ამ დღეს მხოლოდ ერთგულ ადამიანებს უნდა დაეყრდნოთ.
მორიელი
ეს დღე განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ზოგჯერ თქვენი კეთილი ხასიათით ადამიანები ზედმეტად სარგებლობენ, ამიტომ ეცადეთ, აბეზარი მთხოვნელები დიპლომატიურად მოიცილოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თქვათ რაღაც, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
რჩევა: ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენი მართვის საშუალებას — თქვენი ძალა დამოუკიდებლობასა და სიმშვიდეშია.
მშვილდოსანი
ამ დღემ შეიძლება მოთმინებისა გამოცდა მოგიწყოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ სიტყვით ან საქმით თქვენი განაწყენება სცადოს. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და უსარგებლო დავებში არ ჩაერთოთ. სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ მოატრიალოთ. პირად ცხოვრებაში პარტნიორთან ურთიერთობების გარკვევა მხოლოდ გაამძაფრებს დაძაბულობას.
რჩევა: ეცადეთ, პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ - ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი დამოკიდებულებაა იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც ვეღარ შეცვლით.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს იგრძნოთ, რომ თქვენზე ზურგს უკან ჭორაობენ. მთავარია, სხვის ინტრიგებში არ ჩაერთოთ და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ სცადოთ. უმჯობესია არაკეთილგანწყობილ ადამიანებს მოერიდოთ და მთელი ყურადღება საკუთარ საქმეებზე გადაიტანოთ. შესაძლოა, საღამოს საინტერესო ნაცნობობა გააბათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ.
რჩევა: ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის, მთავარია არ დაგეზაროთ.
მერწყული
ამ დღეს რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, მით უკეთესია და არ აქვს მნიშვნელობა, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ უცნობი ადამიანები. შეიძლება საყვარელი ადამიანი უუპასუხისმგებლოდ მოიქცეს და ამან დაძაბულობა გამოიწვიოს. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ — პირად ურთიერთობებში ჯობს, ემოციური რეაქციებისგან თავი შეიკავოთ.
რჩევა: მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ, რათა საკუთარი ან საყვარელი ადამიანის საიდუმლო შემთხვევით არ გააჟღავნოთ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება შინაგანი შფოთვა იგრძნოთ. ნეგატიურ აზრებს თქვენზე ზემოქმედების უფლებას ნუ მისცემთ. ზოგი ინფორმაცია გაიძულებთ, სერიოზულად დაფიქრდეთ და ახლობელი ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.
რჩევა: დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და დაისვენეთ — ამ დღეს სულიერი სიმშვიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან