23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:23 პარ. 22 ოქტომბერი, 2021 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების უსაფრთხოებაზე, რადგან ზიანის მიღების ალბათობა იზრდება. საქმე, რომელსაც წარუმატებლად მიიჩნევდით, ბოლოს და ბოლოს, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ამ დღეს მენიუდან გამორიცხოთ მარილიანი და ცხარე კერძები. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული გატაცება გელით.
კურო
ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ და დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ტყუილად ნერვიულობთ - თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. დროა, ვალების გასტუმრებაზე იზრუნოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსური სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა გელით.
ტყუპები
სავარაუდოდ, იმ პრობლემის მიზეზს დაინახავთ, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ჯერ თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან ახალი ვალდებულებების აღებისგან - ჯერჯერობით ამის დრო არ მოსულა. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. სასურველია, ძილის წინ, დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.
კირჩხიბი
არახელსაყრელი დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც ერთ სამსახურში მუშაობდით და დიდი ხანია, არ გინახავთ. ერიდეთ თვითმფრინავს.
ლომი
ემოციურ აღმაფრენას გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, კეთილგონიერება არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ქალწული
ეცადეთ, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს - სავარაუდოდ, ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას განშორების შესახებ. გირჩევთ, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან სიფრთხილე გამოიჩინოთ.
სასწორი
შესაძლოა, ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სიხარულს მოგანიჭებთ და დიდხანს დაგამახსოვრდებათ. მარტოხელა სასწორებს ახალი რომანტიკული კავშირი ელით.
მორიელი
ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ქვეშ არ მოექცეთ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. სასურველია, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სანთლის შუქზე, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, მათთან შესახვედრად ხელსაყრელი დღეა.
მშვილდოსანი
დილიდან გაღიზიანებული ხართ და ემოციების მოთოკვა გიჭირთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი თემების განხილვისგან, რადგან ეს, დამატებითი გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ გადადება არ გამოდის, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ, საღამოს კი კარგად დაისვენეთ.
თხის რქა
ამ დღეს თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერ რთულ დავალებას მარტივად გაუმკლავდებით. გამორიცხული არ არის, რომ კუჭის არეში ტკივილი იგრძნოთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, რათა რამე არ დაიზიანონ.
მერწყული
ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება გთხოვოთ. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელოდებათ, ემოციების გარეშე მიიღოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატების გამოყენების დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან