დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სალომე ჩაჩიბაია

23:13 პარ. 23 სექტემბერი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, მაგრამ თქვენი ტაქტი და დიპლომატიური უნარი ნებისმიერ სირთულეს გადალახავს. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლების ან ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედების მიმართულებით წარმატება გელით. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კურო

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან შეათანხმოთ. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. ეცადეთ შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. გამორიცხული არ არის, რომ დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ქარის მოტანილს ქარი წაიღებს და ისევ ცარიელი ჯიბით დარჩებით.

კირჩხიბი

დილიდან ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა მედიკამენტებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. სავარაუდოდ, თქვენი შრომისმოყვარეობა დამსახურებულად დაფასდება.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ლომებისთვის. გირჩევთ სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამ დღეს შეხვედრა წყენით და ურთიერთბრალდებებით დასრულდება. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, თუმცა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის საუკეთესოა. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი წვეულების სული და გული იქნებით. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ არ დაზარალდეთ. ეცადეთ ფული უფრო გონივრულად და ეკონომიურად ხარჯოთ.

მორიელი

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. თავი შეიკავეთ სამსახურში და სახლში შრომატევადი სამუშაოს შესრულებისგან, რადგან გადაღლას ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება. თქვენმა პრეტენზიებმა და უხეშობამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ნუ იქნებით უმადური ადამიანის მიმართ, რომელიც შეთავსებით თქვენს მაშველ რგოლად მუშაობს.

მშვილდოსანი

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ.

თხის რქა

ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. თუ ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ბინის გარემონტება გსურთ, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგია, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს.

მერწყული

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ეცადეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის. ნუ აჩქარდებით, რადგან დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება უამრავ პრობლემას შეგიქმნით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ, თუმცა ნურც პროფესიულ საქმეებს დაივიწყებთ და ეცადეთ დაწყებული პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge