დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:58 შაბ. 2 ივლისი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მშვიდი დღეა, სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, გირჩევთ უცხო ადამიანებთან გულწრფელობას მოერიდოთ. ხელსაყრელი დროა რემონტის, ბინაში ცვლილებებისა და ავეჯის შესაძენად. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს.

კურო

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. გამორიცხული არ არის, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ საკუთარ პრობლემებში სხვა არ უნდა დაადანაშაულოთ.

ტყუპები

ამ დღეს ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ფული ეკონომიურად ხარჯოთ. ბევრი ტყუპები საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატებას და შემოსავალს უნდა ელოდოთ.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ ზეწოლას და უხეშობას - ეს შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ყველაზე ხელსაყრელი დღე რადიკალური ცვლილებებისთვის.

ლომი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. დროა, დიეტა და გამაჯანსაღებელი ვარჯიშები დაიწყოთ. ამ დღეს დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კონფლიქტს მაქსიმალურად მოერიდეთ.

ქალწული

ამ დღეს პლანეტების განლაგება თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ და არც უნდა ეცადოთ. გამორიცხული არ არის ძველი სიყვარულის განახლება.

სასწორი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. ეს დღე დასვენებისა და განტვირთვისთვის გამოიყენეთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

მორიელი

ეს დღე ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელია. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. დღის მეორე ნახევარში ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი

ეცადეთ მაცდურმა შეთავაზებამ არ მოგატყუოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების მქონე მშვილდოსნებს ეხებათ. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

თხის რქა

საუკეთესო დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ეცადეთ, ეფექტური დიეტა შეარჩიოთ და ვარჯიში დაიწყოთ.

მერწყული

პლანეტების განლაგება საქმის მიმდინარეობას ხელს უშლის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, მოგებიანი ბიზნესშეთავაზება გელით, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.

თევზები

ამ დღეს უმჯობესია მოდუნდეთ და დაისვენოთ - თქვენი აქტიურობა უშედეგოდ დასრულდება. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, შესაძლოა, სასურველი საქმე იპოვოთ და თამამი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge