დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:24 ორშ. 5 აპრილი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციურმა არასტაბილურობამ ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვლენილმა ეგოიზმმა შეიძლება, კონფლიქტი გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიას დაარღვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო კრიტიკულად მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს.

კურო

თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა კარგად აეწყობა. ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი მატერიალური მდგომარეობის სწრაფი ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სავარაუდოდ, ახალ სამსახურს ან მოღვაწეობის სფეროს შემოგთავაზებენ. უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან ეს პერსპექტიული საქმეა.

ტყუპები

ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა კარგად აეწყობა. მოსალოდნელია დღესასწაული ან შეხვედრა, რომელზეც რაღაც განსაკუთრებული უნარით გაიბრწყინებთ. თქვენი საქმიანობა და ენთუზიაზმი ოჯახის კომფორტისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს მთავარია, არაფერი აგერიოთ და ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. საქმის მიმართ ამგვარი მიდგომით აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით, თუნდაც ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწიოთ. ამ დღეს წარმატების გასაღები შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაში მდგომარეობს.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საღი აზრის უარყოფა ან საკუთარი ჯანმრთელობისადმი არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება, უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს. გამორიცხული არ არის, რომ ექიმთან კონსულტაციაც კი დაგჭირდეთ.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა კარგად აეწყობა, მაგრამ გადაჭარბებულმა ემოციურობამ ან საკუთარმა სისუსტეებმა შეიძლება, კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. გამოიყინეთ თქვენი დიპლომატიური უნარები - ამით საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნით.

სასწორი

მძიმე და წინააღმდეგობრივი დღეა. ვიღაცის გადაჭარბებული ამბიციურობის გამო ურთიერთობებში მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები. ეჭვიანობის ან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს. შეეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. ბავშვების პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი განწყობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიიღეთ გაციების საწინააღმდეგო პრევენციული ზომები. თავი შეიკავეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენისგან. ნუ აჰყვებით ახლობლების პროვოკაციებს და ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ყველა საქმის დასრულებას მაინც ვერ შეძლებთ, მაგრამ დაღლილობა ან ფიზიკური დატვირთვა ნერვულ მოშლას და პარტნიორთან ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს. გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლური სასმელები.

თხის რქა

თქვენი დიპლომატიური უნარები და მიმტევებლობა ოჯახის კომფორტის და მატერიალური კეთილდღეობის განმტკიცებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალობის აღქმა და პარტნიორის დამოკიდებულების ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და საკუთარ ინტუიციას უსმინეთ.

მერწყული

ამ დღეს უზენაესი ძალების მხარდაჭერით და მფარველობით უზრუნველყოფილი იქნებით. ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი სასარგებლოდ გამოიყენოთ - დღეს შეიძლება ერთდროულად ბევრ საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, თორემ ვიღაც მათ ჩაშლას ეცდება.

თევზი

ეს დღე ცოდნის მიღებას, პროფესიულ ზრდას და კარიერულ განვითარებას უკავშირდება. რაღაც განსაკუთრებული მიღწევით გაიბრწყინებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თევზების ბიუჯეტი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად უმჯობესდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ფიზიკურ დატვირთვას და მასაჟს დაუთმოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge