დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:19 ორშ. 6 დეკემბერი, 2021 წელი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ საკუთარ პოტენციალს იმ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენებთ, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - შეიძლება, ერთ-ერთმა თქვენგანმა დაცილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

კურო

დილიდან დაძაბული დღეა. სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება თქვენი მიღწევები გააცამტვეროს. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ეცადეთ პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, თქვენი ოცნებები რეალობას შეესაბამებოდეს. რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან ეს საქმე თქვენთვის არცთუ ისე მოგებიანი იქნება. ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა, შეგიძლიათ, კრედიტი თამამად აიღოთ - მათი დაფარვა არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - დღეს ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ეცადეთ, ნაჩქარევი დაპირებები არ გასცეთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ყველა წვრილმანი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ქალწული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელობებით დაგამახსოვრდებათ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. შესაძლოა, საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

სასწორი

ეს დღე თქვენს სამომავლო ქმედებებს განსაზღვრავს. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ. ამ დღის სიმბოლო მუშაობა გახლავთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ, სწორი ფინანსური პოლიტიკა აწარმოოთ და ფული გონივრულად ხარჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ.. მოსალოდნელია უფროსებთან რთული საუბარი, რაც საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტს აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო პაემნებისთვის, კულტურულ ღონისძიებებზე და წვეულებებზე წასვლისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ნუ იქნებით მეტისმეტად პრინციპული და უხეში, თორემ შეიძლება გაანაწყენოთ. ამ დღის მთავარი ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნებაა.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით, რისი მიზეზიც თქვენი გადაჭარბებული თავდაჯერებაა. გირჩევთ, დღესვე მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის. თავი შეიკავეთ დოკუმენტზე ხელის მოწერისგან.

მერწყული

მშვიდი სამუშაო დღეა. ყურადღება მიაქციეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას და ეცადეთ, ყველა წვრილმანი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. შესაფერისი დრეა პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის. ხალხური მედიცინა სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი ჰორიზონტის გაფართოებისთვის. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ამის გამო ბევრი ინერვიულოთ. გამორიცხული არ არის ფინანსური სირთულეები,სამაგიეროდ, შესაძლოა, საზღვარგარეთიდან დახმარება მიიღოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge