დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:20 ოთხ. 7 აპრილი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სავარაუდოდ, მთელ დღეს ოჯახურ საქმეებს ან პირადი პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ. კარგად დაგეგმილი მოქმედებები ყველა პრობლემის უსაფრთხოდ მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ოჯახში კამათი ან ფარული მტრების ინტრიგები. უსიამოვნო სიახლემ შეიძლება ვითარება დაძაბოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გართობისთვის, ახალი ნაცნობობისა და ინტიმური ურთიერთობებისთვის.

კურო

დაძაბული დღეა, რომელიც ეჭვების დაძლევას უკავშირდება. გირჩევთ, ყველა საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ნუ ენდობით ინტუიციას, ყურადღებით უსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს. ეცადეთ, ყველა ღონე იხმაროთ მიზნის მისაღწევად. სასურველია, რომ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. სიზმარში თეთრის ნახვა გათავისუფლების, პაემანის ან კარგი ამბავის მაუწყებელია.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, აქტიური დასვენებისა და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გართობისთვის. არასასურველია ფიზიკური დატვირთვა, სარისკო საქმე და ცხოველური საკვების მიღება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და შეძენისთვის. სავარაუდოდ, რომანტიკული შეხვედრა გელით, მაგრამ ილუზიებს ნუ მიეცემით და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. ყურადღებით დაგეგმეთ ბიუჯეტი, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი გექნებათ.

ლომი

სიახლეების გაგების სურვილი და თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა ვიღაცამ შეიძლება უტაქტობად აღვიქვას. ოჯახში კონფლიქტი ან არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები გელით. მოულოდნელმა დაბრკოლებამ ან პარტნიორის არაკეთილსინდისიერებამ შეიძლება, თქვენში მხეცი გააღვიძოს. უსიამოვნო ცნობა ვითარებას უკიდურესობამდე დაძაბავს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა პარტნიორთან ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და ნაცნობობა. ინტიმური ცხოვრება სიხარულს მოგანიჭებთ. უსმინეთ საკუთარი გულის კარნახს და შესაბამისად იმოქმედეთ.

სასწორი

ერთ-ერთი „სუფთა“ დღეა, რომელიც ხელსაყრელია პარტნიორთან ურთიერთობისა და აქტიური დასვენებისთვის. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე, ბავშვების გარემოცვაში დასვენება ან შრომა. დაგეგმილი მოგზაურობა ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური და სოციალური მდგომარეობის განმტკიცებას. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა ან ძველი სიყვარულის განახლება.

მორიელი

ეს დღე შემოქმედებით აქტიურობასა და მოქმედებებს შორის ბალანსს დაამყარებს. გაჩნდება ყველაზე ამბიციური გეგმების შესრულების შესაძლებლობა. ბუნებაში განმარტოება ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რამდენიმე სასიხარულო სიახლე.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა, რომელსაც წინასწარ თუ დაგეგმავთ, წარმატებული იქნება. გახსოვდეთ, უზომო ფანტაზიამ და ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება, ფინანსურად დაგაზარალოთ. ეცადეთ, უფრო მეტად ენდოთ საკუთარ ინტუიციას, საღ აზრს და წინდახედულებას. ნუ ენდობით უახლოესი ადამიანების აზრსაც კი - სავარაუდოდ, ის მცდარი იქნება.

თხის რქა

ამ დღეს თავი შეიკავეთ გრანდიოზული გეგმების შედგენისა და ახალი საქმეების დაწყებისგან. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. ერიდეთ არაკეთილმოსურნე ადამიანების მაქინაციებს. მოერიდეთ ფულის სესხებას და ეცადეთ, ფინანსური პრობლემები საკუთარი ძალებით მოაგვაროთ. უფრო მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისა და ხორცის პროდუქტების გამოყენებისგან. სიზმარში კანის დაავადება ან ჭრილობები ცუდი ნიშანია.

მერწყული

ეს დღე ცვლილებებს და გარდაქმნას განასახიერებს. თქვენმა მფარველმა შეიძლება სწორი გადაწყვეტილება გიკარნახოთ. მოსალოდნელი ცვლილებები თქვენს პოზიციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გირჩევთ, ძველი მეგობრები და დავიწყებული ნათესავები მოინახულოთ. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია.

თევზები

ეს დღე ოჯახური კავშირების გამტკიცებას, კომპრომისებსა და დიპლომატიას განასახიერებს. დღის დასაწყისი სავსე იქნება მოულოდნელობებით, რომელთაგან ყველა სასიამოვნო არ იქნება. თქვენი რეაქცია შეიძლება არაპროგნოზირებადი და უკონტროლო იყოს. თუ გრძნობთ, რომ ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ, უმჯობესია, განმარტოვდეთ და ვნებები დაიცხროთ. ხანდაზმულმა თევზებმა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge